ჰერონ ალექსანდრიელი

ჰერონ ალექსანდრიელი (ბერძ. Ἥρων ὁ Ἀλεξανδρεύς; დ. ახ. წ. 10 — გ. ახ. წ. 70) — ეგვიპტელი ბერძენი მათემატიკოსი და ინჟინერი, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქ ალექსანდრიაში მოღვაწეობდა. ითვლება ანტიკური დროის უდიდეს მკვლევრად.

ჰერონ ალექსანდრიელი
დაბადების თარიღი ახ. წ. 10
გარდაცვალების თარიღი ახ. წ. 70
პროფესია მათემატიკა, ფიზიკა, პნევმატური და ჰიდრო ინჟინერია
ცნობილი ნაშრომები ჰერონის ფორმულა, ჰერონის შადრევანი, ორთქლის ძრავი, სავაჭრო აპარატი, ჰერონის მეთოდი

მის უდიდეს მიღწევად ითვლება ორთქლის ძრავი, წისქვილის ბორბალი და სამკუთხედის ფართობის ფორმულა.

ჰერონის ნაშრომების დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი უმეტესობა შემოგვრჩა რომის იმპერიის მანუსკრიპტებიდან და ლათინური და არაბული თარგმანებიდან.

გამოგონებები

ჰერონის გამოგონებებს შორისაა:[1]

  • პირველი სავაჭრო მანქანა
  • ქარის ბორბლით მომუშავე ორღანი
  • სრულად მექანიკური დადგმა თეატრისთვის, რომელიც თითქმის 10 წუთს გრძელდებოდა
  • წყლის ტუმბო
  • ჰერონის შადრევანი
  • სიმძიმის ძალით მომუშავე ურიკა

მათემატიკა

ჰერონმა აღწერა რიცხვიდან კვადრატული ფესვის მიღების პროცესი („ჰერონის მეთოდად“ ცნობილი).[2] დღესდღეობიც მისი სახელი უკავშირდება ჰერონის ფორმულას, რომლითაც გამოითვლება სამკუთხედის ფართობი მისი გვერდების სიგრძის საშუალებით.[3] ასევე შეიმუშავა მეთოდი კუბური ფესვის მიღებისთვის.[4] ამასთან, შექმნა უმოკლესი გზის ალგორითმი, რითაც სივრცულ გეომეტრიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჰერონის ნაშრომები განიხილავენ მრავალკუთხედის, წრის, კონუსის სექტორების თვისებებს. მიჩნეულია „სამგანზომილებიანი გეომეტრიის მამად“.

ჰერონის ფორმულა

ფართობი

სადაც:

და სამკუთხედის გვერდების სიგრძეებია,

— კი სამკუთხედის ნახევარპერიმეტრი,

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი