5G

5G (ხუთი ჯი) - უსადენო კომუნიკაციის მეხუთე თაობის ტექნოლოგია, რომელიც მობილური კავშირისთვის გამოიყენება. 5G ტექნოლოგიის გამოსაყენებლად აუცილებელია ტექნოლოგიის მხარდამჭერი მოწყობილობის (მაგ. მობილური) ქონა. 5G სიხშირეები განსხვავებულია და მერყეობს 24 გჰც-დან 72 გჰც-მდე.

5G ლოგო

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ამ თემაზე განმარტება გააკეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ორივე უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 ან სხვა ვირუსები 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება. [1][2]

ამ საკითხს გამოეხმაურა ასევე გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის, ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სააგენტო. მარეგულირებლის განცხადების თანახმად, „სიხშირის იმ დიაპაზონს, რომელში 5G მუშაობს, არ აქვს საკმარისი ენერგია იმისათვის, რათა ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში დაარღვიოს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ამოვარდნა.“[3]

2023 წლის ბოლოს „სილქნეტმა“[4] და „სელფიმ“[5] (ყოფილმა „ბილაინმა“) საქართველოში პირველი 5G ქსელი გაუშვეს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი