Black Sabbath (ალბომი)

Black Sabbath-ის ალბომი

Black Sabbath — ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1970 წლის 13 თებერვალს (ალბომის გამოსვლა სიმბოლურად დაამთხვიეს პარასკევს). დღესდღეობით ის ითვლება ერთ-ერთ პირველ ალბომად მძიმე მეტალის ჟანრში.

Black Sabbath
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 თებერვალი, 1970
ჩაიწერა 20 ივლისი, 1969 – 8 იანვარი 1970, რიჯენტ სტრიტის სტუდია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 40:16
ლეიბლი Vertigo, Warner Bros.
პროდიუსერი როჯერ ბეინი
Black Sabbath — ქრონოლოგია
Black Sabbath
(1970)
Paranoid
(1970)
სინგლები ალბომიდან Black Sabbath
  1. „Evil Woman / Wicked World“
    გამოცემის თარიღი: 9 იანვარი 1970
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Rolling Stoneარაკეთილგანწყობილი[2]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[3]
Sputnikmusic4.0/5[4]
Prog Archives4.2/5 stars[1]
Ultimate Guitar9.6/10 stars[1]

ჩაწერა

1969 წლის აგვისტოში Earth-ის სახელით ცნობილი ჯგუფი Black Sabbath-ად გადაკეთდა. ამავე დროს მათ ჩაწერეს კომპოზიციის Black Sabbath დემო-ვერსია. 1969 წლის დეკემბერში გამოიცა სინგლი Evil Woman, ხოლო 1970 წლის იანვარში ჩაიწერა შვიდი კომპოზიცია მომავალი სტუდიური ალბომისთვის. ყველა სიმღერა ჩაწერილია ერთი დუბლით. მთლიანობაში, დისკის ჩაწერამ 3 დღე დაიკავა.

ტონი აიომი იხსენებს: „ჩვენ გვეგონა, რომ ორ დღეში ჩავწერთ, ხოლო ერთ დღეს ხმის მიქსს დავუთმობთ. ამიტომაც ყველაფერს ცოცხლად ვუკრავდით. ოზი ცოცხლად ადებდა საკუთარ ვოკალს, უბრალოდ ცალკე კაბინაში იჯდა. მეორედ არც ერთი კომპოზიცია არ ჩაგვიწერია“.

მუსიკა და ლირიკა

მუსიკალურად და ტექსტების მხრივ ალბომი თავისი დროისათვის საკმაოდ ბნელი იყო. პირველი კომპოზიცია, ნელი ტემპის და უხეში, ბნელი განწყობიის გამო საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. ზოგიერთი სიმღერის ტექსტი, მაგალითად, N.I.B., დაწერილია ისე, თითქოს მათ ლუციფერი წარმოთქვამს.

ოკულტური ლირიკა რამდენიმე სხვა სიმღერაშიც გამოიყენება. ამასთან, Warning და Evil Woman არის ცნობილი ბლუზ-სიმღერების ქავერ-ვერსიები.

ყდა

გარეკანზე გამოსახულია მდინარე თემზაზე მდგარი წყლის წისქვილი, ოქსფორდშირის საგრაფოდან (ინგლისი). წინა პლანზე დგას შავებში ჩაცმული ფიგურა. ორიგინალური გამოცემის გრამფირფიტის შიდა მხარეზე ლეიბლის Vertigo მიერ დამატებული იქნა გადაბრუნებული ქრისტიანული ჯვარი, რამაც ჯგუფის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - მათ არ სურდათ, რომ ვიღაცას Black Sabbat ოკულტიზმთან გაეგივებინა. შედეგად, შტატებში ალბომი გასაშლელი ყდით არ გამოცემულა.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორები - ტონი აიომი, ოზი ოსბორნი, გიზერ ბატლერი და ბილ უორდი, გარდა მითითებულისა:

ევროპული გამოცემა

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Black Sabbath“6:20
2.„The Wizard“4:24
3.„Behind the Wall of Sleep“3:37
4.„N.I.B.“6:08
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
5.„Evil Woman“ (Crow cover)ლარი ვაიგანდი, დიკ ვაიგანდი, დევიდ ვაგნერი3:25
6.„Sleeping Village“ 3:46
7.„Warning“ (The Aynsley Dunbar Retaliation-ის სიმღერის ქავერ ვერსია)ეინსლი დანბარი, ალექს დმოჩოვსკი, ვიქტორ ჰიკლინგი, ჯონ მურსჰედი10:28
1996 წლის CD გამოცემის და
#სახელწოდებახანგრძლივობა
8.„Wicked World“4:47
ევროპული ვერსიის 2009 წლის გამოცემა, დისკი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wicked World“ (სინგლის b-მხარე, TF1067)4:44
2.„Black Sabbath“ (სტუდიური დუბლი)6:22
3.„Black Sabbath“ (ინსტრუმენტული)6:13
4.„The Wizard“ (სტუდიური დუბლი)4:46
5.„Behind the Wall of Sleep“ (სტუდიური დუბლი)3:41
6.„N.I.B.“ (ინსტრუმენტული)6:08
7.„Evil Woman“ (ალტერნატიული ვერსია)3:47
8.„Sleeping Village“ (შესავალი)3:45
9.„Warning“ (ნაწილი 2)6:58

ჩრდილო ამერიკული გამოცემა

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Black Sabbath“6:20
2.„The Wizard“4:22
3.„Wasp/Behind the Wall of Sleep/Bassically/N.I.B.“9:44
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
4.„Wicked World“4:47
5.„A Bit of Finger/Sleeping Village/Warning“14:15
2004 წლის გამოცემის დამატება
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„Evil Woman“3:25
ჩრდილო ამერიკული გამოცემის 2016 წლის დელუქს გამოცემა, დისკი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Evil Woman“3:25
2.„Black Sabbath“ (სტუდიური დუბლი)6:22
3.„Black Sabbath“ (ინსტრუმენტული)6:13
4.„The Wizard“ (სტუდიური დუბლი)4:46
5.„Behind the Wall of Sleep“ (სტუდიური დუბლი)3:41
6.„N.I.B.“ (ინსტრუმენტული)6:08
7.„Evil Woman“ (ალტერნატიული ვერსია)3:47
8.„Sleeping Village“ (შესავალი)3:45
9.„Warning“ (ნაწილი 1)6:58
საერთო ხანგრძლივობა:45:05

შენიშვნა: სათაურები Wasp, Bassically და A Bit of Finger მოცემულია მხოლოდ ამერიკულ გამოცემებში. ეს არ არის დამატებითი სიმღერები ან მათი ნაწილები. Bassically არის ბას-პარტია კომპოზიციიდან N.I.B. Wasp არის პირველი 'სუიტა' (Behind the Wall of Sleep / Bassically / N.I.B.), ხოლო A Bit of Finger - მეორე 'სუიტა' (Sleeping Village / Warning). ალბომის ყველა გამოცემაზე, გარდა პირველი ბრიტანული და 2004 წლის რემასტერინგისა, ყველა კომპოზიცია ინდექსირებულია ცალ-ცალკე.

პერსონალი

  • ოზი ოსბორნი – ვოკალი, ჰარმონიკა სიმღერაში The Wizard
  • ტონი აიომი – გიტარა, კლავიშები
  • გიზერ ბატლერი – ბას გიტარა
  • ბილ უორდი – დასარტყმელი საკრავები
  • როჯერ ბეინი – პროდიუსერი
  • ტონ ელომი – აუდიო ინჟინერი
  • ბარი შეფილდი – ინჟინერი

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
კანადა (Music Canada)[5]ოქრო50 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[6]ოქრო100 000^
აშშ (RIAA)[7]პლატინა1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი