Counter-Strike

Counter-Strike (შემოკლ. CS; ინგლ. კონტრშეტევა, საპასუხო-დარტყმა) — ე.წ. "პირველი პირის მსროლელი" (ინგლ. First Person Shooter, FPS) ტიპის კომპიუტერული თამაში (ჟანრი 3D-მსროლელი), რომელიც გამოვიდა 2000 წლის 8 ნოემბერს. იგი არის შექმნილი კომპანია Valve Corporation-ის მიერ. დღემდე თამაშის სხვადასხვა ვერსიები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CS უფრო ასოცირდება Valve Corporationის მიერ 1998 წელს გამოშვებულ ამავე ჟანრის ცნობილ თამაშთან "Half-Life", რომელიც უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ხასიათისაა. კომპანია Valve-ს მიერ 2000 წელს გამოშვებული Counter Strike-ს 1.5 ვერსიაში გაერთიანებულია როგორც თვით CS და Half-Life, ასევე Valve-ს სხვა თამაშები: "Deathmatch Classic", "Team Fortress" და "Ricochet". ამ თამაშში ტარდება ჩემპიონაეტბიც.

Counter-Strike
დეველოპერ(ებ)ი Valve L.L.C.
გამომცემელი Sierra Studios
Valve Corporation (ციფრული)
სერია Counter-Strike
ძრავა GoldSrc
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, Xbox, OS X, Linux
გამოსვლის თარიღი 8 ნოემბერი, 2000
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი მინ ლი
ჯეს კლაიფი

თამაშის პროცესი

სქრინშოტი Counter-Strike-ს სერიის პირველი თამაშიდან

მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს 4 განსხვავებული ჩაცმულობა(ტერორისტებისთვის სხვაა კონტრ-ტერორისტებისთვის სხვა). რაუნდის დაწყებამდე არის რამდენიმეწამიანი დროის მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად, ამ დროს მოძრაობა და შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ყიდვა ხელახლა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ყიდვა(დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით იქნება, გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.

თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრაის) არჩევა. არის მრავალფეროვანი რუკების არჩევანი და საერთო ჩატის ფუნქცია.

კრიტიკოსების შეფასება

გამოსვლის შემდეგ, თამაშმა მიიღო საკმაოდ მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. [1][2][3][4][5] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 89.20% და 88/100.

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორიშეფასება
GameRankings89.20%[2]
Metacritic88/100[3]
ქულები
წყარორეიტინგი
Game RevolutionA[4]
GameSpot8.4/10[5]
IGN8.9/10[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი