Steam (პროგრამა)

ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა

Steamციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალების, ქსელური თამაშებისა და სოციალური ქსელების სერვისებს. იგი შექმნილი არის ცნობილ ვიდეო თამაშების დეველოპერის Valve Corporation-ის მიერ. Steam ასრულებს აქტივაციის მოსამსახურეობის, ინტერნეტიდან გადმოწერის, ავტომატურ განახლებების და სიახლეების, როგორც თვითონ Valve-სი ასევე სხვა დეველოპერების (Valve-ს ნებართვით) ფუნქციას. იგი ხელმისაწვდომი არის 23 ენაზე.

Steam
ავტორიValve Corporation
გამოვიდა12 სექტემბერი, 2003
ბოლო გამოშვება1465948400, Steam API: v017 / 28 მარტი, 2016[1]
საცდელი გამოშვება1467242272, Steam API: v017 / 29 ივნისი, 2016
პროგრამირების ენაC++, Objective-C (OS X) Java (Android)
პლატფორმაPC, PlayStation 3, Mac OS X, Android, iOS, Linux, SteamOS, Windows Phone
ენა23 ენაზე[2]
სტატუსიაქტიური
ჟანრიციფრული დისტრიბუცია
საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალება
სოციალური ქსელი
ლიცენზიაპროპრიატული
საიტიოფიციალური საიტი
Alexa 194 (მარტი, 2016)
(მაღაზია)[3]
positive decrease 199 (მარტი, 2016)
(საზოგადოება)[4]

თავდაპირველად პროგრამა ხელმისწვდომი იყო მხოლოდ Microsoft Windows-ზე, ხოლო მოგვიანებით შეიმუშავეს სხვა ოპერაციული სისტემებისთვის, მათ შორის OS X-ისა და Linux-ისთვის და ასევე მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: iOS, Android, Windows Phone და SteamOS.

2015 წლის მონაცემით სტიმზე განთავსებული არის 6.464 Windows-ის თამაში, 2,323 OS X-ის თამაში და 1,500 Linux-ის თამაში[5]. სერვის ჰყავს 125 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი[6]. სტიმი ითვლება ყველაზე მსხვილ ციფრული დისტრიბუციის პლატფორმად პერსონალურ კომპიუტერზე; 2013 წლის Screen Digest-ის შეფასებით, ინტერნეტის საშუალებით გაყიდული თამაშების 75 პროცენტი შესყიდული იქნა სტიმის მეშვეობით[7]. სერვისის წარმატებამ განაპირობა ვიდეო თამაშების კონსოლის Steam Machine-ისა და ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის SteamOS-ის შემუშავება.

თავდაპირველად, სერვისის მეშვეობით ვრცელდებოდა მხოლოდ ვიდეო თამაშები, ტრეილერები და მოდიფიკაციები, თუმცა Valve-მა განაცხადა, რომ მომავლისთვის იგი გეგმავს გააფართოვოს სერვისის სპეციალიზაცია და მისი მეშვეობით გაავრცელოს მუსიკა და სრულმეტრაჟიანი ფილმები[8][9].

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი