Mega Man

Mega Man (ქართ. მეგაკაცი) — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეოთამაშების სერია. შექმნილია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა 1987 წელს Nintendo Entertainment System-სთვის და დღესდღეობით მოიცავს 50-ზე მეტ თამაშს სხვადასხვა პლატფორმებზე. 2023 წლის ივლისის მონაცემებით, სერიის 40 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით.

Mega Man
ჟანრები

მოქმედებითი

მოქმედებითი-სათავგადასავლო

Hack and slash

პლატფორმერი

მესამე პირის შუტერი

როლური
დეველოპერ(ებ)ი

Capcom

Inti Creates (2002-2010)
გამომცემელი

Capcom

Nintendo (1990-1994)
პლატფორმები

Arcade

Android

Game Boy

Game Boy Advance

Game Boy Color

GameCube

Game Gear

iOS

Microsoft Windows

Mobile phones

Neo Geo Pocket

Neo Geo Pocket Color

Nintendo 3DS

Nintendo 64

Nintendo DS

NES

Nintendo Switch

PlayChoice-10

PlayStation

PlayStation 2

PlayStation 3

PlayStation 4

PlayStation 5

PlayStation Portable

PlayStation Vita

Sega Genesis

Sega Saturn

Super NES

SteamOS

Shield Portable

Shield Tablet

Shield Android TV

Wii

Wii U

Windows

WonderSwan

Xbox

Xbox 360

Xbox One

Xperia Play
თავდაპირველი პლატფორმა Mega Man (NES/Famicom)
შექმნის თარიღი 17 დეკემბერი, 1987
სპინ-ოფები

Mega Man X

Mega Man Legends

Mega Man Battle Network

Mega Man Zero

Mega Man ZX

Mega Man Star Force

მთავარი სერია შედგება 11 თამაშისგან, ასევე Mega Man & Bass-ისაგან, სპინ-ოფ Game Boy-ის სერიისგან (იაპონიაში ცნობილი როგორც Rockman World, ქართულად — მეგა კაცის სამყარო), და სხვადასხვა კრებულებისაგან. კლასიკურ სიუჟეტურ ხაზს მოსდევს Mega Man X, Mega Man Zero, Mega Man ZX და Mega Man Legends სერიები. სიუჟეტურ ხაზში არ შედის სპინ-ოფი Mega Man Battle Network და Mega Man Star Force სერიები.

თამაშები

თავდაპირველი სერია

თავდაპირველი Mega Man სერია გამოვიდა 1987 წლის 17 დეკემბერს. თავდაპირველ სერიაში, Mega Man არის რობოტი, რომელსაც თავიდან ერქვა Rock. იგი შეიქმნა Dr.Light-ის მიერ Dr.Wily-ს თანაშემწეობით. Dr.Wily-მ უღალატა Dr.Light-ს და გადააპროგრამა მისი სხვა რობოტები მსოფლიოს დასაპყრობად. Rock-მა ისურვა ბოროტი მეცნიერის შეჩერება და ამიტომ ის გახდა Mega Man.

Mega Man არის Side Scrolling მოქმედებითი პლატფორმერი. მოთამაშემ უნდა გაიაროს ტურები Mega Buster-ის გამოყენებით, რაც არის პატარა ზარბაზანი მიმაგრებული Mega Man-ის ხელზე, გზადაგზა უნდა გაანადგუროს რობოტები. იმდროინდელი საზოგადოებისათვის ის იყო რევოლუციური, რომ თამაშში შეგიძლიათ აირჩიოთ რომელ ტურს რა თანმიმდევრობით გაივლით. ტურის ბოლოს დაგხვდებათ ე.წ. ,,რობოტი ოსტატი". მისი დამარცხების შემდეგ Mega Man-ს ენიჭება ამ ოსტატის სპეციალური იარაღი. ოსტატების დამარცხების შემდეგ მოთამაშე მიემგზავრება Dr.Wily-ს სასახლეში, სადაც აურჩევლად მოუწევს ტურების გავლა, ახალი უფროსების დამარცხება და ბოლოს თვით მეცნიერის დამარცხებაც. სპეციალური იარაღით შეგიძლიათ ზოგიერთი უფროსის უფრო ადვილად დამარცხება. ეს შთაგონებულია ცნობილი თამაშიდან ,,ქვა-ქაღალდი-მაკრატელი".

მომდევნო თამაშებში გვხვდება ახალი რობოტი ოსტატები, რობოტები, უფროსები, სპეციალური იარაღები და Mega Man-ისთვის ახალი გაჯეტებიც. ჩნდება ახალი პერსონაჟებიც: Rush, Protoman, Duo, Bass და ა.შ.

თავიდან თამაში გამოვიდა კონსოლ NES-სთვის, შემდეგ გადავიდა SNES-ზე. თამაშები არ გამოსულა მეექვსე თაობის კონსოლებისათვის, მაგრამ დაბრუნდა 7-ში. 2018 წელს გამოვიდა სერიის უახლესი თამაში Mega Man 11. ჯერჯერობით თავდაპირველი სერია არ არის დასრულებული და დასკვნა არ არის გამოტანილი.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი