Capcom

Capcom Co., Ltd. (იაპონ. 株式会社カプコン კაბუსიკი გაისა კაპუკონი?) უფრო მეტად ცნობილი, როგორც Capcomიაპონური ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია.[4] შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ოსაკაში, იაპონია. დაარსდა 1979 წელს I.R.M Corporation-ის სახელწოდებით,[5] როგორც მწარმოებელი და დისტრიბუტორი ელექტორნული სათამაშო აპარატებისა. ხოლო 1983 წლის 11 ივნისს კომპანიას ოფიციალურად დაერქვა Capcom Co., Ltd.[5]

Capcom Co., Ltd.
ტიპი საზოგადო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 30 მაისი, 1979; 44 წლის წინ (1979-05-30)[1] (როგორც I.R.M Corporation)
დამაარსებელი კენძო ცუძიმოტო
სათავო ოფისი ოსაკა, იაპონია
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია თამაშების სრული სია
შემოსავალი ¥ 25.9 მილიარდი/აშშ აშშ$239.6 მილიონი (2014)[2][3]
სუფთა მოგება ¥ 2.9 მილიარდი/ აშშ$26.8 მილიონი (2014)[2][3]
მფლობელი კენძო ცუძიმოტო
ჰარუხირო ცუძიმოტო
თანამშრომელი 2.601 (2014)[4]

Capcom-ს შექმნილი აქვს უამრავი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, მათ შორის არის: Mega Man, Street Fighter, Devil May Cry, Ace Attorney,Monster Hunter და Resident Evil — ეს უკანსაკნელი ითვლება Capcom-ის მიერ შექმნილ ყველაზე განთქმულ ფრენჩაიზად, რომლის გაყიდვებმაც 2018 წლის მარტის მონაცემით 83 მილიონ ასლს გადააჭარბა.[6]

კომპანია ფლობს საწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში,[7][8] მათ შორის არის Capcom Vancouver კანადაში, Koko Capcom Co., Ltd სამხრეთ კორეაში, Street Fighter Film, LLC და Dellgamadas Co., Ltd. აშშ-ში.[8]

დღესდღეობით კომპანია დაკავებული არის ვიდეო თამაშის, Deep Down-ის შემუშავებით, რომელიც დეველოპერების ინფორმაციით იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი[9] და რელიზი შედგება უახლოეს მომავალში.

იხილეთ აგრეთვე

  • Capcom-ის თამაშების სია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი