Reputation (ალბომი)

ტეილორ სვიფტის ალბომი

Reputation — ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის ტეილორ სვიფტის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს, ლეიბლ Big Machine Records- ის ქვეშ.

Reputation
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2017 წლის 10 ნოემბერი
ჩაიწერა 2016-2017
სტუდია

Conway (ლოს-ანჯელესი)MXM (ლოს-ანჯელესი/სტოკჰოლმი)Rough Customer (ბრუკლინი)Seismic Activities (პორტლენდი)

Tree Sound (ატლანტა)
ჟანრი

ElectropopEDM

R&B
ხანგრძლივობა 55:38
ლეიბლი Big Machine Records
პროდიუსერი ტეილორ სვიფტი, ჯეკ ანტონოფი, მაქს მარტინი, შელბექი, ალი პაიამი, ოსკარ გორესი
ტეილორ სვიფტი — ქრონოლოგია
1989
(2014)
Reputation
(2017)
Lover
(2019)
სინგლები ალბომიდან Reputation
  1. „Look What You Made Me Do“
    გამოცემის თარიღი: 24 აგვისტო, 2017 (2017-08-24)
  2. „...Ready for It?“
    გამოცემის თარიღი: 17 სექტემბერი, 2017 (2017-09-17)
  3. „End Game“
    გამოცემის თარიღი: 13 ნოემბერი, 2017 (2017-11-13)
  4. „New Year's Day“
    გამოცემის თარიღი: 27 ნოემბერი, 2017 (2017-11-27)
  5. „Delicate“
    გამოცემის თარიღი: 12 მარტი, 2018 (2018-03-12)
  6. „Getaway Car“
    გამოცემის თარიღი:27 სექტემბერი, 2018 (2018-09-27)

ალბომს აქვს ოთხი საერთაშორისო სინგლი: "Look What You Made Me Do", "... Ready for it?", "End Game" და "Delicate". პირველმა და მეორე სინგლმა მიაღწია Billboard Hot 100– ის ხუთეულს. მთავარი სინგლი "Look What You Made Me Do" ლიდერობდა ჩარტში სამი კვირის განმავლობაში. "New Year's Day" გამოვიდა აშშ-ს ქანთრი რადიოში, ხოლო "Getaway Car" მხოლოდ ავსტრალიის რადიოში. პირველ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა ალბომის ერთ მილიონზე მეტი ასლი. ალბომის დებიუტი შედგა პირველ ადგილზე Billboard 200-ში. 2017 წელს გაიყიდა ალბომის 4,5 მილიონი ასლი რითაც სვიფტი გახდა იმ წლის ყველაზე გაყიდვადი ქალი მომღერალი. მან 2018 წელს გამართა ალბომის ტური — Reputation Stadium Tour, რომელიც გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში.

გამოქვეყნება

Reputation Stadium Tour მინეაპოლისში

სვიფტმა ინსტაგრამის საშუალებით პირველად 2017 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მისი მეექვსე ალბომი Reputation გამოვიდოდა 2017 წლის 10 ნოემბერს.[1] ალბომის მთავარი სინგლი "Look What You Made Me Do" გამოვიდა მეორე დღეს, 24 აგვისტოს, მისი დებიუტი შედგა 77-ე ადგილზე, შემდეგ კვირას კი გადაინაცვლა პირველ ადგილზეBillboard Hot 100-ში.[2] მეორე სინგლი "... Ready for it?" გამოვიდა 2017 წლის 3 სექტემბერს, როგორც სარეკლამო სინგლი, მისი დებიუტი შედგა მე-5 ადგილზე Billboard Hot 100-ში. 2017 წლის 20 ოქტომბერს სვიფტმა გამოუშვა კიდევ ერთი სარეკლამო სინგლი სახელწოდებით "Gorgeous".[3] ტრეკი სახელწოდებით "Call It What You Want" გამოვიდა 2017 წლის 2 ნოემბერს, როგორც კიდევ ერთი სარეკლამო სინგლი.[4]

7 ნოემბერს, Bloomberg L.P.-მა განაცხადა, რომ ალბომი გამოქვეყნებისთანავე არ აიტვირთებოდა სთრიმინგ ფორმატებზე და შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ციფრული და ფიზიკური ფორმატის შეძენა.[5] იმავე დღეს, სვიფტმა გამოაქვეყნა ალბომების ტრეკების სია სოციალურ მედიაში მის ანგარიშებზე.[6] ალბომი სთრიმინგ სერვისებზე ხელმისაწვდომი გახდა 2017 წლის 1 დეკემბერს.[7]

მთავარი სინგლი, "Look What You Made Me Do", რომელიც გამოიცა მომღერლის მედიიდან გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, ითვლება პოპ მუსიკის ერთ – ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად. სიმღერის გამოსვლამდე სვიფტმა გაასუფთავა ვებსაიტი და ყველა სოციალური მედია, მათ შორის Facebook, Instagram და Twitter.[8] Reputation იყო სვიფტის ბოლო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა Big Machine Records- ის ქვეშ. 2018 წლის ნოემბერში სვიფტმა დატოვა Big Machine Records და ხელშეკრულება დადო Republic Records–თან.[9]

რეკლამა

სვიფტი 2018 წელს Reputation Stadium Tour-ის დროს

2017 წლის აგვისტოში, გაერთიანებული ამანათების სამსახურმა (UPS) გამოაცხადა, რომ კომპანია იქნებოდა ალბომის ოფიციალური პარტნიორი. კომპანიის მანქანებს ჰქონდათ განთავრებული ალბომის გარეკანი და ისე დაატარებდნენ ამანათებს. ალბომის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე, სვიფტმა უმასპინძლა ექსკლუზიურ საიდუმლო სესიებს ლონდონში, როდ-აილენდში, ლოს ანჯელესში და ნეშვილში. მან თქვა: "ამ ალბომის შესახებ ყველაფერი საიდუმლოა". თითოეულ წვეულებას არაერთი დამსწრე ჰყავდა, სულ 500 ფანი იყო არჩეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფანებმა ტეილორთან ერთად მოუსმინეს ალბომს და გადაიღეს ფოტოები.

მომღერალმა AT&T-თან თანამშრომლობით 1 ნოემბერს გამოუშვა ონლაინ სერიების ნაკრები, სადაც ასახული იყო ალბომის შექმნის პროცესი. 11 ნოემბერს, სვიფტი მუსიკალური სტუმარი იყო Saturday Night Live- ის 43-ე სეზონის მეხუთე ეპიზოდში, სადაც მან შეასრულა "... Ready for it?" და "Call It What You Want".[10] ეს იყო მისი პირველი გამოჩენა პირდაპირ ეთერში ალბომის გამოსვლის შემდეგ და მისი პირველი სტუმრობა შოუში 2009 წლის შემდეგ.[11]

სინგლები

2017 წლის 24 აგვისტოს გამოვიდა მთავარი სინგლი "Look What You Made Me Do". სიმღერამ მოხსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი, მათ შორის Spotify-ის რეკორდი ისტორიაში ერთ დღეში ყველაზე მეტი სთრიმის მქონე სიმღერისა და ერთ დღეში ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეოსი იუთუბზე.[12] იგი მოხვდა პირველი ადგილზე აშშ – ს Billboard Hot 100 –ში წლის ყველაზე დიდი გაყიდვებისა და სთრიმინგ რიცხვებით. მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა 2017 წლის MTV Video Music Awards- ზე და პირველი 24 საათის განმავლობაში 43,2 მილიონჯერ უყურეს მას იუთუბზე.

2017 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა სარეკლამო სინგლი "... Ready for it?" და შესაძლებელი გახდა მისი ციფრულად გადმოწერა.[13] 24 ოქტომბერს სიმღერა გაგზავნეს რიტმულ თანამედროვე რადიოში, როგორც ალბომის მეორე სინგლი და ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს პრემიერა სამი დღის შემდეგ შედგა.[14]

Reputation Tour მინეაპოლისში

"End Game", რომელშიც მონაწილეობენ ედ შირანი და ფიუჩერი, გამოვიდა ფრანგულ რადიოში 2017 წლის 14 ნოემბერს, ხოლო ამერიკული თანამედროვე ჰიტების რადიოსადგურებში 2017 წლის 3 დეკემბერს, როგორც ალბომის მესამე სინგლი.[15] სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2018 წლის იანვარში.

"New Year's Day" გამოვიდა ამერიკის ქანთრი რადიოში, როგორც ალბომის მეოთხე არაოფიციალური სინგლი 2017 წლის 27 ნოემბერს.[16]

"Delicate" გამოვიდა თანამედროვე ჰიტ და მოზრდილთა თანამედროვე რადიოში, როგორც ალბომის მეოთხე საერთაშორისო სინგლი, 2018 წლის 12 მარტს.[17] მისი მუსიკალური ვიდეოს პრემიერა შედგა 2018 წლის iHeartRadio Music Awards- ზე.

"Getaway Car" იყო ალბომის საბოლოო არაოფიციალური სინგლი რომელიც გამოვიდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რადიოში.[18]

სარეკლამო სინგლები

2017 წლის 19 ოქტომბერს სვიფტმა გამოუშვა სარეკლამო სინგლი "Gorgeous".[19] ის ხელმისაწვდომი იყო სთრიმინგ სერვისებზე. სიმღერამ მოაღწია ათეულს კანადასა და ავსტრალიაში, ხოლო ოცეულს გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. იგი გაიგზავნა დიდ ბრიტანეთის რადიოსადგურებში 2018 წლის 12 იანვარს.

Reputation Stadium Tour მინეაპოლისში

2017 წლის 3 ნოემბერს სვიფტმა გამოუშა მეორე სარეკლამო სინგლი Reputation– დან — "Call It What You Want".[20]

ტური

2017 წლის 13 ნოემბერს სვიფტმა განაცხადა, რომ ის ალბომის სტადიონის ტურს იწყებდა 2018 წელს. ტური დაიწყო 2018 წლის 8 მაისს, არიზონაში, გლენდეილის უნივერსიტეტის ფენიქსის სტადიონზე და დასრულდა 2018 წლის 21 ნოემბერს ტოკიოში. ჩატარდა სულ 53 შოუ. ტურნეს საკონცერტო ფილმი გამოვიდა Netflix– ზე 2018 წლის 31 დეკემბერს და ის გადაიღეს ჩრდილოეთ ამერიკის ბოლო კონცერტის დროს, 5 და 6 ოქტომბერს, ტეხასის არლინგტონის AT&T სტადიონზე. Reputation Stadium Tour გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში. მას დაესწრო 2,545,379 ადამიანი.

შეფასება

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
AnyDecentMusic?6.6/10[21]
Metacritic71/100[27]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic [31]
The A.V. ClubB[30]
The Daily Telegraph [29]
Entertainment WeeklyB[28]
The Guardian [26]
NME [25]
Pitchfork6.5/10[24]
Q [23]
Rolling Stone [22]
Slant Magazine [32]

ალბომმა მიიღო ზოგადად პოზიტიური შეფასებები მუსიკალური კრიტიკოსებისგან. Metacritic–ზე, ალბომს აქვს 100 – დან საშუალო ქულა 71 — 28 შეფასების საფუძველზე.[33]

როლინგ სტოუნის პუბლიცისტმა რობ შეფილდმა დაწერა, რომ ალბომი "აჩვენებდა პოპ-მუსიკის ბნელ და ღრმა მხარეს". შეფილდმა ასევე აღნიშნა: ”როგორც პოპის ერთ – ერთი ყველაზე დიდი მცველი, ის ცდილობს რაიმე ახლის შექმნას, როგორც ყოველთვის”.[34] The Independent-ის პუბლიცისტი როიზინ ო'კონორი თქვა, რომ "Call It What You Want” იყო საუკეთესო სიმღერა, რომელიც სვიფტს ოდესმე შეუქმნია ”, ასევე შეაქო ჯეკ ანტონოფის წარმოება ალბომში, მას” არსებითი ”უწოდა; "[ანტონოფის] სიყვარული ოთხმოცდაათიანი სინთ-პოპისადმი, მაქს მარტინისა და შელბეკის ცეკვისა და ელექტრონული მუსიკის შერწყმა შესანიშნავი საპირწონეა".

წლის სიები

გამომცემლობასიაადგილიRef.
AXS2017 წლის 10 საუკეთესო პოპ ალბომი
2
Chorus.fmკრეგ მენინგის 2017 წლის საუკეთესო 40 საუკეთესო ალბომი
31
Complex2017 წლის საუკეთესო ალბომები
26
The Independent2017 წლის 30 საუკეთესო ალბომი
19
LineUpLineUp– ის წლის 2017 წლის ალბომები
3
Meltyწლის საუკეთესო პოპ-ალბომები
8
musicOMH2017 წლის ტოპ 50 ალბომი
16
Newsday2017 წლის საუკეთესო ალბომები
22
The New York Times

(Jon Caramanica)

2017 წლის საუკეთესო ალბომები
5
NMENME-ს წლის ალბომები
31
Pazz & Jop2017 წლის ტოპ 100 ალბომი
71
Rolling Stone2017 წლის 50 საუკეთესო ალბომი
7
Rolling Stoneრობ შეფილდის 2017 წლის ტოპ 20 ალბომი
2
San Jose Mercury News2017 წლის ტოპ 10 ალბომი
5
Slant Magazine2017 წლის 25 საუკეთესო ალბომი
17
Spin2017 წლის 50 საუკეთესო ალბომი
48
Thrillist2017 წლის საუკეთესო ალბომები
23
Time2017 წლის ტოპ 10 ალბომი
9
Us Weekly2017 წლის 10 საუკეთესო ალბომი
3

ათწლეულის სიები

PublicationListRankRef.
Slant Magazine2010-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომი
88

ჯილდოები და ნომინაციები

წელიორგანიზაციაჯილდოშედეგი
2017BuzzAngle Music Awards
ფიზიკური ალბომების გაყიდვებიმოიგო
ციფრული ალბომების გაყიდვებიმოიგო
ინდი ალბომიმოიგო
2018ამერიკული მუსიკალური ჯილდოებაფავორიტი პოპ / როკი ალბომიმოიგო
ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებასაუკეთესო Billboard 200 ალბომინომინირებული
ყველაზე გაყიდვადი ალბომიმოიგო
BreakTudo Awardsწლის ალბომინომინირებული
ARIA Music Awardsსაუკეთესო საერთაშორისო შემსრულებელინომინირებული
იაპონიის ოქროს დისკის ჯილდოებისაუკეთესო 3 ალბომი (დასავლური)მოიგო
ჯუნოს ჯილდოებიწლის საერთაშორისო ალბომინომინირებული
2019გრემის დაჯილდოებასაუკეთესო პოპ ვოკალური ალბომინომინირებული
ADDY ამერიკული სარეკლამო ჯილდოებიშეფუთვა (რეპუტაციის VIP ყუთი)მოიგო
წიგნის დიზაინი (რეპუტაციის VIP ყუთი)მოიგო

კომერციული წარმატება

სვიფტი 2018 წელს

გამოსვლიდან პირველ კვირაში მსოფლიოში ალბომის ორი მილიონი ასლი გაყიდა.[55] აშშ-ში ერთ დღეში გაიყიდა დაახლოებით 700,000 ეგზემპლარი და 1,05 მილიონი გამოშვებიდან ოთხი დღის განმავლობაში.[56] Reputation-ის დებიუტი შედგა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში 1,238 მილიონი ასლის ექვივალენტის ერთეული, რომელიც 1,216 მილიონი სუფთა გაყიდვისგან შედგებოდა. ეს იყო მისი მეოთხე ალბომი, რომელიც გაიყიდა მილიონი ეგზემპლარი პირველ კვირაში, ამით ტეილორი გახდა პირველი არტისტი რომელმაც ეს შეძლო.

ალბომმა მთლიანობაში ოთხი კვირა გაატარა ნომერ პირველ ადგილზე.[57] 2017 წლის ბოლოსთვის 1,903,000 ეგზემპლარის გაყიდვით, Reputation იყო წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი აშშ – ში. ალბომების ექვივალენტური ერთეულების მიხედვით, მან 2,336,000 ერთეული გამოიმუშავა. ალბომი იყო 2018 წლის Billboard 200-ის წლის ბოლო ჩარტის ნომერ პირველი ალბომი.[58] 2019 წლის ივლისისთვის აშშ-ში ალბომის 2.23 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

კანადაში, Reputation იყო სვიფტის მეხუთე ნომერ პირველი ალბომი კანადური ალბომების ჩარტში. პირველი კვირის გაყიდვების 80,000 ასლი (სულ 81,000 ალბომის ექვივალენტი ერთეული), მას ყველაზე დიდი დებიუტი ჰქონდა 2017 წელს.[59] მან სამი კვირა გაატარა კანადური ალბომების სათავეში.

სამი დღის განმავლობაში ალბომის 65,000 ეგზემპლარი გაიყიდა გაერთიანებულ სამეფოში[60] ​​და მისი დებიუტი შედგა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში 84,000 ასლით, რაც გახდა სვიფტის მესამე ნომერ პირველი ალბომი.[61] ალბომმა ასევე მიაღწია ალბომების ჩარტის სათავეს ევროპისა და ოკეანეთის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის: ავსტრიაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, სლოვაკეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.[62]

ალბომმა წარმატებას მიაღწია აზიაშიც. იგი გახდა ერთ – ერთი ყველაზე გაყიდვადი ციფრული ალბომი ჩინეთში. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით ჩინეთში ალბომის ერთ მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა.[63] ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) თანახმად, Reputation მსოფლიოში 2017 წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო, 4,5 მილიონი ეგზემპლარით.[64]

სიმღერების სია

Reputation – სტანდარტული გამოცემა[65][66]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„…Ready for It?“
  • Martin
  • Shellback
  • Payami
3:28
2.„End Game“ (featuring Ed Sheeran and Future)
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Sheeran
  • Nayvadius Wilburn
  • Martin
  • Shellback
4:04
3.„I Did Something Bad“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Martin
  • Shellback
3:58
4.„Don't Blame Me“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Martin
  • Shellback
3:56
5.„Delicate“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Martin
  • Shellback
3:52
6.„Look What You Made Me Do“
  • Swift
  • Jack Antonoff
  • Richard Fairbrass
  • Fred Fairbrass
  • Rob Manzoli
  • Swift
  • Antonoff
3:31
7.„So It Goes…“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Oscar Görres
  • Martin
  • Shellback
  • Görres
3:47
8.„Gorgeous“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Martin
  • Shellback
3:29
9.„Getaway Car“
  • Swift
  • Antonoff
  • Swift
  • Antonoff
3:53
10.„King of My Heart“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Martin
  • Shellback
3:34
11.„Dancing with Our Hands Tied“
  • Swift
  • Martin
  • Shellback
  • Oscar Holter
  • Martin
  • Shellback
  • Holter
3:31
12.„Dress“
  • Swift
  • Antonoff
  • Swift
  • Antonoff
3:50
13.„This Is Why We Can't Have Nice Things“
  • Swift
  • Antonoff
  • Swift
  • Antonoff
3:27
14.„Call It What You Want“
  • Swift
  • Antonoff
  • Swift
  • Antonoff
3:23
15.„New Year's Day“
  • Swift
  • Antonoff
  • Swift
  • Antonoff
3:55
საერთო ხანგრძლივობა:55:38

ჩარტები

თვის ჩარტები

თვის ჩარტი - Reputation
ჩარტი (2017)ყველაზე მაღალი
ნიშნული
Argentine Monthly Albums (CAPIF)[102]8

წლის ბოლო ჩარტები

ჩარტი (2017)პოზიცია
Australian Albums (ARIA)[103]3
Austrian Albums (Ö3 Austria)[104]55
Belgian Albums (Ultratop Flanders)[105]57
Belgian Albums (Ultratop Wallonia)[106]165
Dutch Albums (MegaCharts)[107]90
German Albums (Offizielle Top 100)[108]60
Japanese Albums (Billboard Japan)[109]82
Japanese Albums (Oricon)[110]73
Mexican Albums (AMPROFON)[111]93
New Zealand Albums (RMNZ)[112]9
South Korean International Albums (Gaon)[113]51
Swiss Albums (Schweizer Hitparade)[114]90
UK Albums (OCC)[115]15
ჩარტი (2018)პოზიცია
Australian Albums (ARIA)[116]11
Belgian Albums (Ultratop Flanders)[117]77
Canadian Albums (Billboard)[118]4
Danish Albums (Hitlisten)[119]87
Irish Albums (IRMA)[120]16
Japanese Albums (Billboard Japan)[121]72
Mexican Albums (AMPROFON)[122]62
New Zealand Albums (RMNZ)[123]9
South Korean International Albums (Gaon)[124]84
UK Albums (OCC)[125]37
US Billboard 200[126]1
ჩარტი (2019)პოზიცია
Australian Albums (ARIA)[127]27
New Zealand Albums (RMNZ)[128]45
Spanish Albums (PROMUSICAE)[129]93
US Billboard 200[130]74
ჩარტი (2020)პოზიცია
Australian Albums (ARIA)[131]69

ათწლეულის ბოლო ჩარტები

ჩარტი (2010–2019)პოზიცია
Australian Albums (ARIA)[132]50
US Billboard 200[133]62

ყველა დროის ჩარტი

ჩარტიპოზიცია
Australian Albums (ARIA)[134]60
New Zealand Albums (RMNZ)[135]195

სერთიფიცირება და გაყიდვები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[136]3× Platinum210 000^
ავსტრია (IFPI Austria)[137]Platinum15 000x
France13,000[138]
იტალია (FIMI)[139]Gold25 000*
იაპონია (RIAJ)[140]Gold100 000^
მექსიკა (AMPROFON)[141]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward60 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[142]2× Platinum30 000^
ნორვეგია (IFPI Norway)[143]Goldექსპრესიის შეცდომა: დაიკარგა ოპერანდი *-თვის.*
ესპანეთი (PROMUSICAE)[144]Gold20 000^
შვედეთი (GLF)[145]Platinum40 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[147]Platinum336,000[146]
აშშ (RIAA)[149]3× Platinum2,280,000[148]
ჯამში
Central America[150]Gold5,000*
Worldwide (IFPI)4,500,000[151]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

გამოცემის ისტორია

რეგიონითარიღიფორმატიგამოცემის ტიპილეიბლ(ებ)იწყარო
სხვადასხვა2017 წლის 10 ნოემბერი
  • CD
  • digital download
სტანდარტულიBig Machine[65][152]
იაპონია
დელუქსიUniversal Music[67]
ბრაზილია2017 წლის 24 ნოემბერიCDსტანდარტული[153]
სხვადასხვა2017 წლის 1 დეკემბერიStreamingBig Machine
ა.შ.შ2017 წლის 15 დეკემბერიLP[152]
2017 წლის 29 დეკემბერიCassette[154][155]
სხვადასხვა2018 წლის 9 მარტი
  • Digital download
  • streaming
კარაოკე[156][157][158]
ა.შ.შ.2018 წლის 18 მაისიCD+G+DVD[159]

რესურსები ინტერნეტში

  • Reputation ტეილორ სვიფტის ვებსაიტზე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი