სომხეთის გენოციდის უარყოფა — პირველი მსოფლიო ომის დროს 1,5 მილიონ სომეხზე მიზანმიმართულად დაგეგმილი გენოციდის უარყოფა, რომელსაც ოსმალეთის მთავრობა ახორციელებდა. თურქეთი დღესაც ანალოგიურად უარყოფს ასევე ადგილობრივ მკვიდრ ასურელთა და ბერძნების მიმართ ჩადენილ გენოციდებს იმავე პერიოდში. როგორც უარყოფის ფორმა, იგი შეიძლება შევადაროთ ისეთ ნეგატიურ ისტორიულ რევიზიებს, როგორიცაა ჰოლოკოსტის უარყოფა და ნანკინგის ხოცვა-ჟლეტა.
სომეხთა გენოციდი თითქმის ერთხმად არის აღიარებული, როგორც ისტორიული ფაქტი ისტორიკოსებისა და გენოციდის მკვლევარების მიერ.[1] ასევე ითვლება, რომ ეს იყო პირველი თანამედროვე გენოციდი,[2][3] რომლის აღსაწერადაც თვითონ სიტყვა გენოციდი იქნა გამოგონილი რაფაელ ლემკინის მიერ, რათა აღწერილიყო სომეხთა სისტემატიურად განადგურების მიზნით ორგანიზებული გეგმის ცალკეული მასშტაბები.[1][4]
ამჟამად მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები უარყოფენ სომხების გენოციდს, ხოლო პაკისტანი საერთოდ არ ცნობს სომხეთს, როგორც ქვეყანას.[9][10][11] სხვა ბევრმა ქვეყანამ, ყველაზე სადავოდ შეერთებულმა შტატებმა,[12][13][14][15] განზრახ თავიდან აირიდა ოფიციალურად მისი აღიარება თურქეთთან ურთიერთობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.[1] გასულ ათწლეულში თურქეთის მთავრობამ მილიონობით დოლარი დახარჯა ვაშინგტონის ლობირებაზე, რომლის უმეტესი ნაწილი ფოკუსირებულია სომხების გენოციდის საკითხზე.[16] თურქეთის რესპუბლიკას ასევე ბრალად ედება უცხოელი საგამოძიებო ჟურნალისტების და გენოციდის მკვლევრების დაშინება.[17][18]
2016 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ თავიდანვე ნათელი იყო. ჩვენ არასდროს მივიღებთ ბრალდებას გენოციდის შესახებ“. თურქეთის მთავრობა არ უარყოფს, რომ ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალეთის ჯარის მიერ, მაგრამ ამცირებს დაღუპულთა რაოდენობას და ხაზს უსვამს იმას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ორივე მხრიდან დიდი დანაკარგები იყო.[19]
მეცნიერები თურქეთის მთავრობის უარყოფის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და დანაკარგის ანაზღაურების მოთხოვნას სომხეთის მხრიდან.[20] ბოლო წლების განმავლობაში სომხური დიასპორული ჯგუფები უფრო მეტად ფოკუსირდნენ ფინანსურ ანაზღაურებაზე. სომხეთის გენოციდის რეპრესიების შემსწავლელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ნაწილობრივ დაფინანსდა სომხური ორგანიზაციების მიერ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გამოიანგარიშონ დანაკარგის ანაზღაურების პაკეტი. თურქეთის მთავრობის პოზიცია მგომარეობს იმაში, რომ ანაზღაურება არ უნდა გადაიხადოს თურქეთმა 1915 წლის მოვლენებისთვის.
Güçlü, Yücel. Armenians and the Allies in Cicilia, 1914–1923. University of Utah Press: Salt Lake City, 2010. ISBN978-0-87480-956-5.
Güçlü, Yücel. The Holocaust and the Armenian Case in Comparative Perspective., Lanham, Boulder, New York, Toronto, Plymouth: University Press of America, 2012. ISBN978-0-7618-5782-2.
McCarthy, Justin A. The Armenian Rebellion at Van. University of Utah Press: Salt Lake City, 2006. ISBN978-0-87480-870-4.
McCarthy, Justin A. Death and Exile: The Ethnic Cleansing of Ottoman Muslims, 1821–1922. Darwin Press, Incorporated, 1996. ISBN0-87850-094-4.
Özdemir, Hikmet. The Ottoman Army, 1914–1918: Disease and Death on the Battlefield. University of Utah Press: Salt Lake City, 2008. ISBN978-0-87480-923-7.
Lewy, Guenter. The Armenian Massacres in Ottoman Turkey: A Disputed Genocide. University of Utah Press, 2005. ISBN0-87480-849-9.
The Banality of Denial, by Yair Auron, Rutgers University Press, New Brunswick, 2003, ISBN0-7658-0834-X, 338 p.
Investigation into the negation of a genocide, by Yves Ternon, Brackets, 1989
Revolution and Genocide, by Robert Melson, 1992, 386 p.
Encyclopedia of Genocide, ed. by Israel Charny, 1999.
The History and Sociology of Genocide: Analyses and Case Studies, by Kurt Jonassohn, 1990, 480 p.
A Little Matter of Genocide: Holocaust and Denial in the Americas, by Ward Churchill, 1997, City Lights Books, ISBN0-87286-323-9
The Crime of Destruction and the Law of Genocide, by Caroline Fournet, 2007, Ashgate Publishing, 182 p., ISBN0-7546-7001-5