ჰოლოკოსტის უარყოფა

ჰოლოკოსტის უარყოფა (ჰოლოკოსტის რევიზიონიზმი) — ნეგაციონიზმი და მტკიცება, რომლის თანახმადაც ჰოლოკოსტი არ არსებობდა ისე, როგორც მას საყოველთაოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს.[1][2][3] ჰოლოკოსტის უარმყოფელნი თავიანთ თეორიაში ასახელებენ თეზისებს, რომელთა თანახმადაც ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს, ფალსიფიკაციებს და ფაქტების დამალვას ებრაელების სასარგებლოდ.[4][5][6][7] ამავე დროს, ძირითადად კამათი მიდის შემდეგ საკითხებზე[3][8][9][10][11]:

  • ებრაელთა მასობრივი დაღუპა იყო მესამე რაიხის ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი;
  • ებრაელების მასობრივი განადგურებისთვის შექმნეს გაზის კამერები და სიკვდილის ბანაკები;
  • ნაციონალ-სოციალისტების და მათი მოკავშირეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ებრაული მოსახლეობის საერთო დანაკარგი ხუთიდან ექვს მილიონამდე ადამიანს შეადგენს.

გარდა ამისა, უარმყოფელნი ხშირად აცხადებენ, რომ ზემოთხსენებული ინფორმაცია შეგნებულად იყო ფალსიფიცირებული სიონისტების მიერ, რაც გამოსძალავდა ფულს გერმანიას და მის მოკავშირეებს და გაამართლებდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას.[3][9][10][12] პროფესიონალი ისტორიკოსების უმრავლესობა ახასიათებს ჰოლოკოსტის უარყოფას როგორც არამეცნიერულ და პროპაგანდისტულ საქმიანობას.[13][14] ისინი აღნიშნავენ, რომ უარმყოფელნი ხშირად იგნორს უცხადებენ გამოკვლევების მეცნიერულ მეთოდებს და ხშირად აქვთ ანტისემიტური და ნეონაცისტური შეხედულებები.[2][9][10][15][16].

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია № 60/7-ში (2005 წლის 21 ნოემბერი), კენჭისყრის გარეშე, დაგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრული ან ნაწილობრივი უარყოფა.[17] 2007 წლის 26 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის წინადღეს, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია № 61/255 ჰოლოკოსტის უარყოფა, რომელშიც დაგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის უარყოფა.[18] არაერთ ქვეყანაში ჰოლოკოსტის საზოგადოდ უარყოფა კანონის დარღვევად ითვლება.[19]

რევიზიონისტების არგუმენტები

თავიანთი თეზისების მხარდასაჭერად რევიზიონისტებს შემდეგი არგუმენტები მოჰყავთ:[3][20][21][22]

  • კომპაქტური დასახლების ადგილებიდან ებრაელების მასობრივი გაუჩინარება განადგურების კი არა, დეპორტაციის და გადასახლების შედეგია
  • ებრაელების განადგურების ბრძანების დოკუმენტების არარსებობა მოწმობს იმას, რომ ისინი არც არასდროს არსებობდნენ, რადგანაც დაჩქარებული უკან დახევის მათი განადგურება შეუძლებელი იყო;
  • ჰოლოკოსტის დანაშაულების მოწმობების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ზოგადად არის მიღებული, ხოლო არსებული ჩვენებები ებრაელთა განადგურების შემდეგ ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან;
  • ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მოცემული მსხვერპლთა რაოდენობის გვამების დაწვა და მათი გაზით მოწამვლა ტექნიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელი იყო.

ამავე დროს, რევიზიონისტთა ნაწილი არ უარყოფს, რომ ებრაელთა დიდი ნაწილი ნაცისტებმა კონცბანაკებში გაგზავნეს, სადაც არაერთი მათგანი შიმშილს და დაავადებებს ემსხვერპლა. გარდა ამისა, ისინი არ უარყოფენ, რომ ნაცისტები მასობრივად ხვრეტდნენ ებრაელებს აღმოსავლეთ ფრონტზე.[3][8]

დემოგრაფია

რევიზიონისტთა ნამუშევრებში დემოგრაფიული პრობლემა ცოტათი არის განხილული და თეორიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ადგილია. ეს განპირობებულია იმით, რომ რევიზიონისტებისთვის რთულია იპოვონ ახსნა, თუ სად გაქრა მილიონობით ებრაელი ევროპული კონტინენტიდან.[23]

როგორც ამტკიცებს პაველ პოლიანი, პირველი სერიოზული ნამუშევარი ჰოლოკოსტის დემოგრაფიული მონაცემების კვლევასთან დაკავშირებით 1958 წელს, ამერიკელმა სოციოლოგმა ფრენკ ჰენკინსმა. ნამუშევარი გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წელს. ჰანკინსი არ უარყოფდა დაღუპულთა რაოდენობას, თუმცა, ამტკიცებდა, რომ 6 მილიონიანი მსხვერპლის დიდ ნაწილზე პასუხისმგებელია სტალინი და არა ჰიტლერი. როგორც პოლიანი წერს, არქივების გახსნის შემდეგაც კი ვერ მოხერხდა საბჭოთა კავშირში ანტი-ებრაული პოლიტიკის გატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.[24] იგი ასევე აკრიტიკებს ჰენკინსს წყაროებით და აჩვენებს, თუ როგორ მივიდა ჰენკინსი არასწორ დასკვნამდე. მიუხედავად ამისა, ჰენკინსმა შექმნა ბაზა მომავალი უარმყოფელთათვის და ასევე აჩვენა გენოციდის მსხვერპლის დემოგრაფიული აღრიცხვის რეალური პრობლემები.[25]

1983 წელს, ჰენკინსის წიგნის გამოსვლის შემდეგ, მწერალმა უოლტერ სენინგმა[კომ. 1] გამოსცა წიგნი აღმოსავლეთი ევროპის ებრაელების გაქრობა (აღმოსავლეთევროპული ებრაელობის გაქრობა).[26][27] წიგნში მან დაწერა, რომ ევროპელი ებრაელების დიდმა ნაწილმა არალეგალურად, ოფიციალური სტატისტიკის შემოვლით მოახდინა ემიგრაცია საბჭოთა კავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და პალესტინაში.[28] ერთ-ერთმა უარმყოფელმა, არტურ ბატცმა განაცხადა, რომ ვითომ მოკლული ებრაელების დიდი ნაწილი გადარჩა, თუმცა, მოგვიანებით აღარ აღადგინა ურთიერთობა ომისამდელ ნათესავებთან.[1][29]

გრაფიკი, რომელიც ასახავს ებრაული მოსახლეობის შესაძლო რიცხვს ჰოლოკოსტის გარეშე. სამი ზემოთა გრაფიკი არის შესაძლო სცენარი, ქვემოთა კი რეალური. წყარო – სერჯო დელა პერგოლა

რევიზიონისტების კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ დღემდე არ არის მოყვანილი რეალისტური ახსნა იმისი, თუ სად გადაასახლეს 5-6 მილიონი ებრაელი.[30] კერძოდ, სენინგი თავის გამოთვლებში იყენებდა აბსოლოტურად ყალბ მონაცემებს და იგნორირებდა ოფიციალურ მონაცემებს. გარდა ამისა, გამოყენებული წყაროებიდან იგი იყენებდა მხოლოდ იმეებს, რომელიც მის თეორიას ადასტურებდა.[31] დემოგრაფი სერჟო დელა პერგოლა თვლის, რომ ჰოლოკოსტის შედეგი იყო ებრაული მოსახლეობის მარტო ევროპაში კი არა, მთელ მსოფლიოში კატასტროფული შემცირება. იგი აღნიშნავს, რომ თუ 1939 წელს მსოფლიოში ებრაული მოსახლეობა შეადგენდა 0,75%-ს, XXI საუკუნის დასაწყისისთვის ებრაელები მსოფლიოს მოსახლეობის 0,23 %-ს წარმოადგენდნენ. მისი გამოთვლებით, ჰოლოკოსტის გარეშე მსოფლიოს ებრაული მოსახლეობა 1990 წლისთვის 20-31 მილიონი ადამიანი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში, ეს ციფრი მხოლოდ 13 მილიონი იყო.[32].

ჰოლოკოსტის მკვლევარები ეყრდნობიან ებრაელების განადგურების არსებულ და ხელმისაწვდომ სტატისტიკას და დოკუმენტებს, რომლებიც Schutzstaffel-ის ორგანოებმა შეადგინეს. უარმყოფელნი კი ძირითადად იგნორირებენ გერმანულ დოკუმენტებს და ანგარიშებს, მათ შორის ორ ანგარიშს, რომელიც შეადგინა ჰიმლერის წარმომადგენელმა დოქტორმა რიხარდ კორხერმა. კოხერის მიხედვით, 1943 წლის 31 მარტისთვის ევროპაში ებრაული მოსახლეობა 4,5 მილიონი ადამიანით უნდა შემცირებულიყო.[33][34][35] ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის, იად ვა-შემის მიხედვით, 2010 წლის დეკემბრისთვის ჰოლოკოსტის 4 მილიონი მსხვერპლი იდენტიფიცირებულია.[36]

დოკუმენტები განადგურებასთან დაკავშირებით

იურგენ გრაფი წერს, რომ არ არის ნაპოვნი ჰიტლერის არც ერთი ბრძანება, რომელშიც ნახსენებია ებრაელების ფიზიკური განადგურება. დეივიდ ირვინგი ამტკიცებდა, რომ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ჰიტლერის ბიოგრაფიის წერის დროს მან ვერ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც ფიურერის[კომ. 2] გენოციდთან დაკავშირებულობას დაამტკიცებდა.[37] ირვინგმა შესთავაზა ათასი ფუნტ-სტერლინგი ნებისმიერ პირს, ვინც შეძლებდა წარმოედგინა ომისდროინდელი ერთი დოკუმენტი მაინც, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჰიტლერმა, იცოდა, მაგალითად, ოსვენცემზე.[38] განადგურებასთან დაკავშირებით ნაპოვნ დოკუმენტებს უარმყოფელნი ხშირად ომისშემდგომ ნაყალბევს უწოდებენ.[29] ტერმინ ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ისინი განმარტავენ როგორც გადასახლებას ან დეპორტაციას, თუმცა, არა როგორც განადგურებას.[39]

საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ებრაელების განადგურების გეგმა არსებობდა და მესამე რაიხის უმაღლესი პირები ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვან განცხადებებს აკეთებდნენ. მაგალითად, გებელსის დღიურში ეწერა[40]:

  • 1942 წლის 15 თებერვალი: ფიურერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა შეუბრალებლად გაწმინდოს ევროპა ებრაელებისაგან. აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი არანაირ ფაქიზ სენტიმენტალიზმს. ებრაელებმა დაიმსახურეს ის კატასტროფა, რომელსაც ახლა მათ მიმართებაში აქვს ადგილი. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი ცივი შეუბრალებლობით.
  • 1942 წლის 27 მარტი: ეს არის საკმაოდ ვარვარული პროცედურა და აქ ის ზუსტად აღწერილი არ იქნება. ცოტა ებრაელი დარჩება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მოგვიწევს 60 პროცენტის ლიკვიდირება, სამუშაო ძალად კი მხოლოდ 40 პროცენტის გამოყენება შეიძლება.
ორიგინალი ტექსტი (გერმანული)

  • Der Führer gibt noch einmal seiner Meinung Ausdruck, daß er entschlossen ist, rücksichtslos mit den Juden in Europa aufzuräumen. Hier darf man keinerlei sentimentalen Anwandlungen haben. Die Juden haben die Kastastrophe, die sie heute erleben, verdient. Sie werden auch ihre eigene Vernichtung erleben. Wir müssen diesen Prozeß mit einer kalten Rücksichtslosigkeit beschleunigen.
  • Es wird hier ein ziemlich barbarisches und nicht näher zu beschreibendes Verfahren angewandt, und von den Juden selbst bleibt nicht mehr viel übrig. Im großen und ganzen kann man wohl feststellen, daß 60 Prozent davon liquidiert werden müssen, während nur 40 Prozent in die Arbeit eingesetzt werden können.

ნაცისტების გამოთვლებით, ევროპაში ცხოვრობდა 11 მილიონი ებრაელი, მათი 60 % კი 6,6 მილიონ ადამიანს.

ებრაელების მიზანმიმართულ და მასობრივ განადგურებაზე ანალოგიურ ერთგვაროვან განცხადებებს აკეთებდნენ ჰიტლერი, ჰიმლერი და სხვა უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკები.

დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ებრაელების მასობრივი განადგურების გეგმის მიღების ზუსტი თარიღი, არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსთა ნაწილი დარწმუნებუია, რომ ამგვარი დოკუმენტი არსებობდა და მიღებული იყო 1941 წლის გაზაფხულში ან ზაფხულში. წიგნი ევროპეული ებრაულობის კატასტროფის ავტორები თვლიან, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჰიტლერის საიდუმლო ზეპირი ბრძანება. ისინი ეყრდნობიან გერმანელ ისტორიკოს მარტინ ბროსცატს, რომელიც თავის წიგნ ჰიტლერის სახელმწიფოში იკვლევდა გერმანიის მმართველობის სისტემას. ამავე აზრზე არიან ისტორიკოსები ჰელმუტ კრაუზნიკი და ბროსცატი. ისინი თვლიან, რომ განადგურების დოკუმენტი გამოჩნდა უფრო გვიან ან საერთოდ არ არსებობდა, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამგვარი პოზიცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უარყოფენ გერმანელების მიერ გატარებული ებრაელების მასობრივი გენოციდის პოლიტიკას. კრისტოფერ ბრაუნინგი თვლის, რომ გადასხლების თავდაპირველი გეგმის შეცვლა განადგურების გეგმებზე მოხდა 1941 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

მასობრივ განადგურებაში ჰიტლერის პირადი ჩართულობა არ იწვევს ეჭვს ისტორიკოსთა უმრავლესობაშ. კერძოდ, საულ ფრიდლენდერს მაგალითად მოჰყავს აინზატცგრუპების პირადი ანგარიშები და 1942 წელს გაცემული ჰიტლერის პირდაპირი ბრძანება, სადაც იგი ითხოვდა უკრაინაში, როვნოს რაიონში მცხოვრები ებრაელების განადგურებას. გარდა ამისა, ანდერძში, რომელიც ფიურერმა თვითმკვლელობამდე 1 დღით ადრე, 1945 წლის 29 აპრილს დაწერა, ებრაელთა განადგურება მოხსენიებული იყო როგორც უდიდესი მომსახურება, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმმა კაცობრიობას გაუწია.

მოწმეთა ჩვენებების კრიტიკა

მოწმეთა ჩვენებების კრიტიკა, ისტორიკოსთა აზრით, რევიზიონისტული არგუმენტაციის ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა, რადგანაც გადარჩენილი პატიმრების ბევრი მონაყოლი სავსეა უზუსტობებით, გაზვიადებით და წინააღმდეგობებით.

რევიზიონისტი ფრიდრიხ ბრუკნერი წერს, რომ ოსვენცემში ებრაელების გაზის მოკვლით მოწმეები არაერთხელ ცვლიდნენ თავიანთ ჩვენებებს და აკეთებდნენ გასაოცარ განცხადებებს — მაგალითად, იმის თაობაზე, რომ კამერაში, რომლის ფართობიც 25 მ² იყო, 700-800 ადამიანი იმყოფებოდა (ანუ, 32 ადამიანი ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია).

თვითონ ნაცისტების აღიარებებს უარმყოფელნი თვლიან, რომ ისინი მიიღეს ომის შემდეგ, მუქარის და ტანჯვის წყალობით. გარდა ამისა, ჩვენებებს სრულად ფალსიფიცირებულსაც უწოდებენ ხოლმე.

კრემატორიუმების მწარმოებლურობა

გაზით მოწამვლა

ჰოლოკოსტის რევიზიონიზმის და უარყოფის განვითარების ისტორია

1945–1970 წლები

1970 წლის შემდეგ

კომენტარები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი