ბერძნები

ბერძნები (ბერძ. Έλληνες „ელლინეს“ — ელინები) — ხალხი, საბერძნეთის ძირითადი მოსახლენი (9,72 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე კვიპროსზე (570 ათ.), აშშ-ში (550 ათ.), გერმანიაში (300 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (92 ათ.).

ბერძნები
Έλληνες

პირველი რიგი
ჰომეროსილეონიდასიპერიკლე არგიროპულო ჰეროდოტეჰიპოკრატე
მეორე რიგი
სოკრატეპლატონიარისტოტელეალექსანდრე მაკედონელიარქიმედე
მესამე რიგი
ჰიპატიაბასილ IIალექსი I კომნენოსიგემისტუს პლეთოელ გრეკო
მეოთხე რიგი
რიგას ფერეოსი • თედორე კოლოკოტრონისი • ლასკარინა ბუბულინა • გეორგიოს კარაისკაკისი • იოანე კაპოდისტრია
მეხუთე რიგი
ვენიზელოს ელეფტერიოსი • კონსტანტინოს კავაფისი გეორგიოს პაპანიკოლაუ • მაკარიოს III • პიროს დიმასი
საერთო მოსახლეობა
12,4 მლნ.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 9,72 მლნ.
კვიპროსის დროშა კვიპროსი 570 ათ.
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 550 ათ.
ენები ახალბერძნული
რელიგიები მართლმადიდებლები

საქართველოში მცხოვრები ბერძნები

საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა (აფხაზეთსა და აჭარაში) შემოინახეს ძველი ტანისამოსის ელემენტები. მამაკაცის ტანისამოსიდან შეიძლება გამოიყოს „ზიპუნი“ ან „ენტერი“ (ზედატანის სამოსი), „გელანი“ (თბილი ჟილეტი ან მოკლე თბილი პიჯაკი), ფართო შარავარები, ხოლო ქალის ტანსაცმელში — „ხიტონი“. წარსულში ურუმები კაბის ნაცვლად ხელნაკეთი მაუდისგან შეკერილ „ჩხუს“ ატარებდნენ, პიჯაკის ნაცვლად — არხალუხს, შარვლის ნაცვლად — ფართო შარავარებს; ფეხთ ემოსათ შალის მოხატული ნაქსოვი წინდები და მოქნილი ტყავის ფეხსაცმელი — „ჩარუზი“, თავზე ცხვრის ტყავის ფაფახი ეხურათ. მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ქალების თავის, მხრის, მკერდის, ყურისა და ხელის მორთულობა.

საქართველოში მცხოვრები ბერძნების საკვებიც არაერთგვაროვანი იყო. მდიდრებს უფრო მეტი ჰქონდათ ხორციანი საჭმელი, ღარიბები კი ახალდაკრეფილი, საკვებად ვარგისი ველური ბალახით — ღიმითა და პავალიკით კმაყოფილდებოდნენ. ბალახებს იმარაგებდნენ და უხვად ინახავდნენ ზამთრისთვის. ბერძნები აცხობდნენ ხორბლის პურს ან სიმინდის მჭადს, წარსულში საკვებად გამოიყენებოდა ქერის ან ასლის პურიც (წალკა). აფხაზი ბერძნების ეროვნულ ნაციონალურ საკვებს წარმოადგენდა ფაფა.

იხილეთ აგრეთვე

წყაროები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი