აბუ ჰანიფა
ალ-ნუმან იბნ თაბიტ აბუ ჰანიფა (არაბ. ابو حنيفة النعمان بن ثابت بن الكوفيّ; დ. 8 სექტემბერი, 699, ქუფა — გ. 18 ივნისი, 767, ბაღდადი) — მუსლიმანური სამართლის მეცნიერი და ღვთისმეტყველი, ჰანიფიტების სკოლის მამამთავარი. თვით აბუ ჰანიფას არ დაუწერია რაიმე შრომა მუსლიმანური სამართლის დარგში,. თავის შეხედულებებს იგი გადასცემდა მოწაფეებს, რომელთა შრომებშიც შემონახულია ცნობები აბუ ჰანიფას მოძღვრების შესახებ. აბუ ჰანიფა მუსულმანური იურიდიული დოგმების თეორეტიკოსი და სისტემატიზატორია. იგი ნაკლებ ანგარიშს უწევდა სასამართლო პრაქტიკას, რადგან არ იყო ყადი. აბუ ჰანიფა ითვლება მუსულმანური დოგმატიკური თეოლოგიის იმ ყველაზე გავრცელებული ტრადიციის მამამთავრად, რომელიც უმთავრესად ემყარება მუსლიმთა ჯამაათისა და მისი ერთიანობის იდეას, სუნისა და ზომიერების მიმდევარ მორწმუნეთა უმრავლესობის თანხმობის პრინციპს და იყენებს უფრო მეტად რელიგიურ-კანონიკურ, ვიდრე რაციონალურ საბუთებს.
აბუ ჰანიფა | |
---|---|
არაბ. أَبُو حَنِيفَةَ النُّعْمَانُ | |
დაბ. თარიღი | 5 სექტემბერი, 699[1] |
დაბ. ადგილი | ქუფა, ომაიანთა სახალიფო[2] [3] [4] |
გარდ. თარიღი | 18 ივნისი, 767 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო |
დასაფლავებულია | ბაღდადი |
საქმიანობა | 'ālim, ვაჭრები და ფაკიჰი |
განთქმული მოსწავლეები | აბუ იუსუფი, Ahmad bin Abi Taybah al-Darimi, Muhammad al-Shaybani[5] , Ibn Ṭahmān, Hasan bin Ziyad, Hammad ibn Abi Hanifah, Hamzah al-Kufi, Dawud al-Ta'i და Abdullah ibn Mubarak |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.