ავსტრიის საჰერცოგო

ავსტრიის საჰერცოგო — სახელმწიფო საღვთო რომის იმპერიაში. წარმოიქმნა 1156 წელს „Privilegium Minus“-ის თანახმად. ყოფილი ბავარიის საჰერცოგოსაგან აღმოსაცლეთით მდებარე მარკა.

ავსტრიის საჰერცოგო
Herzogtum Österreich

სახელმწიფო საღვთო რომის იმპერიაში (1156-1453 წწ.)
1156 წ. — 1453 წ.
დროშაგერბი
დედაქალაქივენა
ენაბავარიული დიალექტი
რელიგიარომაულ-კათოლიკური
მმართველობის ფორმამონარქია
დინასტიაბაბენბერგები
ჰაბსბურგები
ავსტრიის ჰერცოგი
 - 1156—1177 (პირველი ჰერცოგი)ჰენრი II (ავსტრიის ჰერცოგი)
 - 1230—1246 წწ. (უკანასკნელი ბაბენბერგი)ფრიდრიხ II (ავსტრიის ჰერცოგი)
 - 1278—1282 (პირველი ჰაბსბურგი)რუდოლფ I (გერმანიის მეფე)
 - 1330—1358ალბრეხტ II (ავსტრიის ჰერცოგი) (უკანასკნელი ნომინალური ჰერცოგი)
 - 1440—1457ლადისლავ პოსტუმი

გეოგრაფია

თავდაპირველად, საჰერცოგოს ტერიტორიას მცირე ადგილი ეკავა. ის წარმოადგენდა დაახლოებით, თანამედროვე ავსტრიის ქვემო ნაწილს. ის განლაგებული იყო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ დუნაის სანაპიროებზე, ენსის აღმოსავლეთით. ისტორიულად, ეს იყო კაროლინგების ავარიის მარკა.

ავარიის მარკა შეიქმნა კარლოს დიდის მიერ დაახლოებით 800 წელს. 907 წლის პრესბურგის ბრძოლის შემდეგ, ის მოექცა უნგრელთა გავლენის ქვეშ და აღორძინდა კვლავ, როგორც ბავარიის საჰერცოგოს აღმოსავლეთ მარკა ოტო I დიდის დროს 955 წელს ლეხის ბრძოლის შემდეგ.

დროზენდორფი, რაბსი, ლა და სხვა ციხესიმაგრეები მდინარე ტაიას მახლობლად, მანხარტსბერგის ქედით გაყოფილი ჩრდილოეთის ისტორიული ოლქები ვალდვირტელი (გერმ. Waldviertel) და ვაინვირტელი (გერმ. Weinviertel) წარმოადგენდა ბოჰემიასა და მორავიის მარკასთან საზღვარს, რომელიც ჩეხი პრჟემისლოვიჩების დინასტიას ეკუთვნოდა.

უნგრეთუს სამეფოსთან აღმოსავლეთის საზღვარი პერიოდულად იცვლებოდა მორავიის ვაკეებისა და ვენის აუზის მიმართულებით. დუნაის მარჯვენა მხარეს უნგრეთთან საზღვარი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაედინებოდა მდინარე ლაითზე. სამხრეთით ავსტრია ესაზღვრებოდა შტირიას, რომელმაც 1180 წელს მიიღო საჰერცოგოს სტატუსი.

ისტორია

თანამედროვე ავსტრია ძირითადად ასოცირდება ჰაბსბურგების დინასტიასთან, თუმცა 1246 წლამდე ამ მიწებს ფლობდნენ ბაბენბერგები. ავსტრიის მარკგრაფი ლეოპოლდ IV მხარს უჭერდა ჰოენშტაუფენებს ველფების სახლის წინაარმდეგ ბრძოლაში. როცა მისი ნახევარძმა, ჰერცოგი ჰენრი X გერმანიის მეფე კონრად III-მ გადააყენა, ბავარიის ტახტზე ავიდა ლეოპოლდი. ლეოპოლდ IV-ის უმცროსი ძმა და მემკვიდრე, ჰენრი იაზომირგოტი აგრძელებდა ბრძოლას ველფებთან, მაგრამ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ I-ის ტახტზე ასვლით, იძულებული გახდა დაეთმო ბავარია ჰაინრიხ ლომისათვის. კომპენსაციის მიზნით, ფრიდრიხ I-მა 1756 წლის 17 სექტემბერს გამოსცა „Privilegium Minus“-ი, რომლითაც ავსტრიის მარკის სტატუსი აამაღლა საჰერცოგომდე.

ახლადმოვლენილი ავსტრიის ჰერცოგი დამკვიდრდა ვენაში, მომავალი ჰოფბურგის სასახლის ადგილას. პარალელურად, მან დააარსა შოტლანდიური მონასტერი, როგორც პირადი მონასტერი, სადაც დამკვიდრდნენ ირლანდიელი ბერები. ხელსაყრელ სავაჭრო გზების გადაკვეთაზე – დუნაის გასწვრივ კრემსიდან და მაუტერნიდან ვენაში და ვენიდან უნგრეთისა და ბიზანტიისაკენ – არსებობამ ავსტრია ააყვავა. ბაბენბერგების დინასტია მოკლე დროში გახდა ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი დინასტია. დინასტიის სიძლიერემ პიკს მიაღწია მმართველების – ლეოპოლდ V-ის (1177—1194) და ლეოპოლდ VI დიდებულის (1194—1230) დროს. 1186 წელს დაიდო სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულება ჰერცოგ ოტოკარ IV-სთან, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ შტირია შეუერთდებოდა ავსტრიას. ეს მოხდა 1192 წელს და 1918 წლამდე შტირია რჩებოდა ავსტრიის სახელმწიფოსთან პირადი უნიით. საჰერცოგოს ტერიტორია გაიზარდა აგრეთვე, ბავარიული მიწებით - დასავლეთით ენსიდან ტრაუნის სანაპიროზე ზემო ავსტრიის მომავალი ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ ლინცის ჩათვლით.

ჰერცოგი ლეოპოლდ V მონაწილეობდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში და აკრის ალყაში, რომლის დროსაც კონფლიქტი მოუვიდა რიჩარდ ლომგულთან და დაბრუნდა სახლში. ავსტრიის გავლით ინგლისში დაბრუნებისას რიჩარდ ლომგული შეიპყრეს დიურნშტაინის ციხეში და მხოლოდ დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მიღებული თანხა ჰერცოგმა გამოიყენა უნგრეთის საზღვართან მდებარე ვინერ-ნოიშტადტის ციხესიმაგრის მშენებლობისათვის.

ლეოპოლდ V-ის ვაჟი, ლეოპოლდ VI, ავსტრიისა და შტირიის ერთპიროვნული მმართველი 1198 წელს დაქორწინდა ბიზანტიელ დიდებულ თეოდორა ანგელოსზე. მათი ქალიშვილი მარგარიტა ფონ ბაბენბერგი 1225 წელს გახდა გერმანიის მეფე ჰენრი VII-ის მეუღლე, რომელიც იმპერატორ ფრიდრიხ II-ის ვაჟიშვილი იყო. ვენის სასახლეში ხშირი სტუმრები იყვნენ ცნობილი მინეზინგერები, მათ რიცხვში რეინმარ ფონ ჰაგენაუ და ვალტერ ფონ დერ ფოგელვაიდე, რომელთა წყალობით, განვითარდა პოეზია შუაგერმანულ ენაზე. ერთ-ერთი ვერსიით, ავსტრიულ მიწებზე დაიბადა ეპიკური პოემა „სიმღერა ნიბელუნგებზე”.

მომდევნო ჰერცოგი, ლეოპოლდ VI-ის უმცროსი ვაჟი, ფრიდრიხ II მეომარი ტახტზე ასვლისას 1230 წელს აღმოჩნდა კონფლიქტში ჩათრეული არა მხოლოდ ავსტრიის დიდებულებთან, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მეფეებთან, კერძოდ: ჩეხეთის მეფე ვაცლავ I-თან, უნგრეთის მეფე ანდრაშემ II-სთან, აგრეთვე, თვით იმპერატორ ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მან დაადანაშაულა ავსტრიის ტახტზე ჰენრი VII-ის მხარდაჭერაში. იმპერატორ ფრიდრიხ II-ს გამოუცხადა ოპალა (სახელმწიფო დამნაშავის კანონგარეშედ გამოცხადების ფორმა) და განდევნა ვენიდან 1236 წელს. მოგვიანებით, იმპერატორთან დავა დარეგულირდა, მაგრამ სასაზღვრო დავები გრძელდებოდა და 1246 წელს მდინარე ლაითთან ბრძოლაში ჰერცოგი ფრიდრიხ II მეომარი მოკლულ იქნა. ამით, ბაბენბერგთა მამრობითი ხაზი შეწყდა.

პრჟემისლ II ოტოკარი

პრჟემისლ II ოტოკარის მიერ 1251—1276 წწ. დაპყრობილი მიწები

ბაბენბერგთა დინასტიის შემდეგ ავსტრია ანარქიამ მოიცვა. «Privilegium Minus»-ის თანახმად, ავსტრიის სამეფო ტახტზე მამრობითი მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში ტახტი უნდა გადასცემოდა ქალთა ხაზით მემკვიდრეს. ვლადისლავ მორავიელმა სასწრაფოდ გამოაცხადა თავისი პრეტენზია ტახტზე, თუმცა 1247 წლის იანვარში გარდაცვალების გამო, მან ვერ მოასწრო ტახტზე ასვლა. იმავე დროს იმეპრატორმა «Privilegium Minus»-ის დარღვევით თავისი ჯარები შეიყვანა საჰერცოგოში. დაქვრივებული ჰერცოგინია ჰერტრუდა თავისი მომხრეებით გაიქცა უნგრეთში და რომის პაპს ინოკენტი IV-ს სთხოვა დახმარება. რომის პაპის ზეგავლენით ჰერტრუდა 1248 წელს ცოლად გაჰყვა ბადენის მარკგრაფს ჰერმან VI-ს, რომელიც პაპმა აკურთხა ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგად. (14 სექტემბერი, 1248 წელი).

ჰერმანის გარდაცვალების შემდეგ სიტუაციის გამოყენება სცადა ჩეხეთის მეფემ პრჟემისლ II ოტოკარმა. 1250 წელს ის შეიჭრა ავსტრიის მიწებზე და მიიღო აღიარება ადგილობრივი მთავრებისაგან. ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ოტოკარი 1252 წელს დაქორწინდა მარგარიტა ფონ ბაბენბერგზე, რომელიც მეფეზე 30 წლით უფროსი იყო. უნგრეთის მეფე ბელა VI შეეცადა ოტოკარისათვის წინააღმდეგობის გაწევას თავისი ბიძაშვილის, დანიელ გალიციელის ვაჟზე, რომან დანილოვიჩზე ჰერტრუდას მესამედ დაქორწინებით და შეიჭრა შტირიაში. თუმცა უნგრეთის ჯარებმა მარცხი განიცადა 1260 წელს კრესენბურნის ბრძოლაში და ოტოკარი გახდა ბოჰემიის, მორავიის, ავსტრიის, და შტირიის ერთპიროვნული მფლობელი.

1269 წელს ოტოკარის მფლობელობაში გადავიდა სამხრეთის მიწები: კარინტიას საჰერცოგო, კრაინას მარკა, ვინდის მარკა. მას უკვე მთლიანად ემორჩილებოდა ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები, რომელიც გადაჭიმული იყო პოლონეთის საზღვრებიდან ჩრდილოეთით სუდეტებში და სამხრეთით ადრიატიკის ზღვამდ. 1273 წელს ოტოკარი შეეცადა რომის მეფედ გახდომას, მაგრამ ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელ რუდოლფ Iთან ბრძოლაში დამარცხდა. რუდოლფ I ჰაბსბურგი ფაქტობრივად გერმანიის მეფე გახდა მეფობებს შორის პერიოდში. ის დაეუფლა ოტოკარის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს იმპერატორის ტიტულის გამოყენებით. თავად ოტოკარი 1278 წელს მორავიის ველზე ბრძოლაში მოკლეს. ავსტრიის საჰერცოგოს ტერიტორია გადაეცა რუდოლფ I-ის ვაჟებს, რომლებმა ტერიტორია დაუმატეს თავის სამფლობელოებს შვაბიაში.

ჰაბსბურგთა დინასტია

შემდეგი 640 წელი ავსტრიას მართავდნენ ჰაბსბურგები. XIV-XV სს. მათ დაიწყეს ავსტრიისა და შტირიის მიმდებარე ტერიტორიების შემოერთება. 1335 წელს უკვე საჰერცოგოს ტერიტორიას შეადგენდნენ კარინტიის საჰერცოგო და კრაინა, ხოლო 1363 წელს ტიროლის საგრაფო. ეს ტერიტორიები მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ჰაბსბურგთა მემკვიდრეობა.

XIII-XIV სს. საჰერცოგოსათვის რთული და არეული პერიოდი იყო. რუდოლფ IV-ის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, მისმა ძმებმა - ალბრეხტ III-მ და და ლეოპოლდ III-მ 1379 წელს ნოიბერგის ხელშეკრულებით შუაზე გაიყვეს საჰერცოგოს ტერიტორია. ალბრეხტს წილად ხვდა ავსტრია, ხოლო ლეოპოლდმა მიიღო მთელი დანარჩენი მიწები. 1402 წელს მოხდა ხელმეორე გაყოფა. ლეოპოლდის სამფლობელოების საზღვრებში ერნესტმა მიიღო ზემო ავსტრია შტირია, კარინტია და კრაინა), ხოლო ფრიდრიხ IV-მ — ტიროლი და წინა ავსტრია.

1438 წელს ავსტრიის ჰერცოგი ალბრეხტ V არჩეულ იქნა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის სიგიზმუნდის მემკვიდრედ და თუმცა მისი მმართველობა გრძელდებოდა მხოლოდ წელიწადს, ჰაბსბურგებმა თავისი ტიტული აამაღლეს იმპერატორის ტიტულამდე. ჰერცოგ ერნესტის ვაჟმა, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ III-მ კვლავ გააერთიანა ჰაბსბურგთა მიწები. აგრეთვე, ფრიდრიხ III-მ აღიარა ჯერ კიდევ მამამისის მიერ გამოცხადებული ავსტრიის საერცჰერცოგო, რითაც 1453 წელს ოფიციალურად გახდა სახელმწიფო.

ავსტრიის ჰერცოგთა სია

ჰერცოგიდინასტიადაბადებამმართველობის წლებიგარდაცვალება
1ჰენრი II იაზომირგოტიბაბენბერგები11071156 — 11771177
2ლეოპოლდ V ღირსეულიბაბენბერგები11571177— 11941194
3ფრიდრიხ I კათოლიკებაბენბერგები11751194 — 11981198
4ლეოპოლდ VI დიდებულიბაბენბერგები11761198 — 12301230
5ფრიდრიხ II ბუზღუნაბაბენბერგები12111230 — 12461246
6ჰერმან VI ბადენელიცერინგენები12251248 — 12501250
7ფრიდრიხ ბადენელიცერინგენები12491250 — 12511268
8ოტოკარ IIპრჟემისლოვიჩები12331250 — 12761278
9რუდოლფ Iჰაბსბურგები12181278 — 12821291
10რუდოლფ II კეთილშობილიჰაბსბურგები12711282 — 12831290
11ალბრეხტ I ავსტრიელიჰაბსბურგები12551282 — 13081308
11ფრიდრიხ I ლამაზიჰაბსბურგები12891308 — 13301330
12ლეოპოლდ Iჰაბსბურგები12901308 — 13261326
13ალბრეხტ II ბრძენიჰაბსბურგები12981330 — 13581358
ოტონ მხიარულიჰაბსბურგები13011330 — 13391339
14რუდოლფ IV სულგრძელიჰაბსბურგები13391358 — 13651365
ფრიდრიხ IIIჰაბსბურგები13471358 — 13621362
15ალბრეხტ IIIჰაბსბურგები13491365 — 13951395
ლეოპოლდ IIIჰაბსბურგები13511365 — 13861386
16 ალბრეხტ IV მომთმენიჰაბსბურგები13771395 — 14041404
17 ალბრეხტ II (V)ჰაბსბურგები13971404 — 14391439
18ვლადისლავ პოსტუმიჰაბსბურგები14401440 — 14571457

ლიტერატურა

  • Шимов Я. Австро-венгерская империя. — М.: Эксмо, 2003. — 608 с. ISBN 5-699-01891-3
  • Петров Е. В. Австрийское государство в X–XIV вв. Формирование территориальной власти. М., 1999.
  • Kann, Robert A. A History of the Habsburg Empire, 1526–1918. — 2nd ed. — 1980.
  • Prof. Walter Kleindel. Die Chronik Österreichs. Chronik Verlag.
  • Erich Zöllner. Geschichte Österreichs. Von den Anfängen bis zur Gegenwart. Verlag für Geschichte und Politik, ISBN 3-7028-0222-3.
  • Karl Vocelka. Geschichte Österreichs (Kultur — Gesellschaft — Politik). Verlag Styria, Graz/Wien/Köln 2002, ISBN 3-453-21622-9.
  • Wilhelm Erben. Das Privilegium Friedrich I. für das Herzogtum Österreich. Wien 1902
  • Heinrich Fichtenau. Von der Mark zum Herzogtum. Grundlagen und Sinn des «Privilegium minus» für Österreich. München 1958
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი