ავღანური მწევარი

ავღანური მწევარი (ავღანი) (პუშტუ تاژي سپی)) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავღანეთში XVII საუკუნეში.

ავღანური მწევარი
წარმოშობის ქვეყანაავღანეთი
თვისებები
წონამამრი25-27 კგ.
მდედრი23-27 კგ.
სიმაღლემამრი70-74 სმ.
მდედრი64-70 სმ.
ბეწვინებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ალბათ, არ არსებობს სხვა ჯიში, რომელიც სილამაზით, ელეგანტურობით და ღირსებით ავღანს შეედრება. ავღანი, რომელსაც დასავლეთში მხოლოდ გარეგნობის გამო და არა სამუშაოდ) ამრავლებენ — საგამოფენო ძაღლია, რომელიც ნებისმიერ გარემოს დახვეწილობას სძენს. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ეს ჭკვიანი ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ცხვრების და თხების სადარაჯოდ და მგლებზე და მელიებზე სანადიროდ. ხშირი, გრძელი ბეწვი ავღანს სიცივისგან იცავს, თუმცა ყოველდღე დავარცხნა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ითელება. ავღანი გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ამიტომ ძნელად იწვრთნება და პატარაობიდანვე ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდა ეს ჯიში შუა აღმოსავლეთიდან ავღანეთში. აქ არსებობს მისი სამი სახეობა: მოკლებალნიანი; თათებზე და ყურებზე ბალნით; გრძელი და ხშირი ბალნით.

ავღანის ბალნის შეფერილობა ნებისმიერია. ბალნითაა დაფარული ავღანის გრძელი და ძლიერი ფეხები, მკერდზე ბალანი ძალიან თხელი და ნაზია, კისერზე — გრძელი, ზურგზე — უფრო მოკლე და მკვრივი. ავღანის თავი გრძელია, მაგრამ არც ისე ვიწრო, მუქი-ოქროსფერი თვალები თითქმის სამკუთხედია. ავღანი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ასევე ცხელ და ცივ კლიმატს, ძნელად იწვრთნება, კეთილგანწყობილია ბავშვების მიმართ.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი