აიტის პრეფექტურა

აიტი (იაპ. 愛知県) — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალური ნაწილი. ფართობი 5,1 ათ კმ2, მოსახლეობა 7.254.432 კაცი. (2005). მ. შ. 80% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ნაგოია. ტერიტორიის დიდი ნაწილი ბორცვიანი სანაპირო დაბლობია. ჩრდილო-აღმოსავლეთით კისოს და აკაისის ქედების სამხრეთი განშტოებებია აღმართული (600-700 მ). აიტი ტიუკიოს სახელწოდებით ცნობილი სამრეწველო რაიონის ცენტრია და ქვეყნის სამრეწველო წარმოების 10%-ს იძლევა. მთავარი დარგებია საფეიქრო, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა (მ. შ. ავტომობილების წარმოება), ქიმიური, ჩარხმშენებელი, მეტალურგიული, კვების, სამთომოპოვებითი მრეწველობა (იაპონიაში უდიდესი ტალკის საბადო). სამრეწველო ცენტრებია ნაგოია, კარია და ტოიოდა (ქმნიან ერთიან სამრეწველო ზონას).

აიტის პრეფექტურის რუკა

დამუშავებული მიწები (123 ათ. ჰა) უმთავრესად ზღვისპირა რაიონებშია, ფართობი 68& ბრინჯის ნათესებს უკავია, 6%-ზე მეტი - ბაღებს. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, განვითარებულია მეხილეობა, მეყვავილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეკურდღეობა, თევზჭერა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ კურორტებია.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი