ანგლო-ეგვიპტური სუდანი

ანგლო-ეგვიპტური სუდანი (არაბ. السودان الإنجليزي المصري) — პერიოდი სუდანის ისტორიაში (1899–1956), როდესაც ის ეგვიპის და გაერთიანებული სამეფოს კონდომინიუმს წარმოადგენდა.

ანგლო-ეგვიპტური სუდანი
السودان اﻹنجليزي المصري

ეგვიპტის სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოს კონდომინიუმი

1899 — 1956
გაერთიანებული სამეფოს დროშაეგვიპტის დროშა

მწვანე: ანგლო-ეგვიპტური სუდანი
ღია მწვანე: 1934–ში გადაეცა იტალიურ ლიბიას
მუქი ნაცრისფერი: ეგვიპტე და გაერთიანებული სამეფო
დედაქალაქიხარტუმი
ენაარაბული, ინგლისური (ოფიციალური).
ნუბიური ენები (არა ოფიციალური)
ფულის ერთეულიეგვიპტური გირვანქა
ფართობი2,505,800[1]
მოსახლეობა8,079,800
ისტორია
 - დაარსება19 ივნისი 1899
 - თვითმართველობაზე გადასვლა22 ოქტომბერი 1952
 - დამოუკიდებლობა1 იანვარი 1956

ეგვიპტის ბრიტანული ოკუპაცია 1936წ წელს დასრულდა (სუეცის არხის ზონის გარდა). ამის მიუხედავად ბრიტანეთის ძალები განაგრძობდნენ სუდანში ყოფნას. ეგვიპტის მმართველები მოითხოვდნენ ბრიტანეთის ძალების სუდანიდან გასვლას და სუდანის კანონიერ მმართველად ეგვიპტის მეფის ფარუკის აღიარებას. ეგვიპტის 1952 წლის რევოლუციამ მისცა ბიძგი სუდანის საბოლოო დეოკუპაციას.

1953 წელს ეგვიპტეში მეფობის დასრულების შემდეგ მისი ახალი ლიდერები მუჰამედ ნაგიბი და გამალ აბდელ ნასერი თვლიდნენ, რომ სუდანის ოკუპაციის დასრულების ერთადერთი გზა ეგვიპტის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებაა. 1954 წელს, ეგვიპტემ და ბრიტანეთმა სუდანის დამოუკიდებლობის აღიარებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით სუდანი სრულად დამოუკიდებელი 1956 წლის 1 იანვარს გახდა, რითიც დასრულდა მისი ეგვიპტის გავლენის ქვეშ ყოფნის 135 წელი და ბრიტანეთის ოკუპაციის 56 წელი.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი