აშდოდი

აშდოდი (ებრ. אַשְׁדּוֹד (აუდიო) ; არაბ. اشدود, إسدود Isdud) — ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით. აშდოდის პორტი უდიდესია მთელს ისრაელში და მთელი იმპორტის 60% შედის. თანამედროვე აშდოდი დაარსდა 1956 წელს, თუმცა ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1968 წელს მიიღო.

ქალაქი
აშდოდი
אַשְׁדּוֹד
დროშაგერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი სამხრეთი
კოორდინატები 31°48′00″ ჩ. გ. 34°39′00″ ა. გ. / 31.80000° ჩ. გ. 34.65000° ა. გ. / 31.80000; 34.65000
ქალაქის მერი იჰიელ ლასრი
დაარსდა 1956
ამჟამინდელი სტატუსი 1968
ფართობი 47.242 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24
მოსახლეობა 228,100 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 8
საფოსტო ინდექსი 77ххх
ოფიციალური საიტი ashdod.muni.il
აშდოდი — ისრაელი
აშდოდი

ისტორია

აშდოდი ერთ-ერთი უძველესი ქანაანური ქალაქი პალესტინაში. ადრეულ ქანაანურ პერიოდში მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. შემდეგ ამ ქალაქის აღება ფილისტიმელებმა მოახერხეს. აშდოდი ერთ-ერთი იყო ფილისტიმელთა ხუთი ქალაქის კავშირს შორის. ებრაელებისთვის წართმეული აღთქმის კიდობანი დროებით ამ ქალაქში ინახებოდა. ფილისტიმელების შემდეგ აშდოდი შედიოდა იუდეის სამეფოს სამფლობელოებში. იუდეის მეფე უზიამ გაამაგრა ქალაქი და ძლიერი გალავანი შემოავლო. ძვ. წ. 734 წელს აშდოდი ასურელებს დანებდა, ძვ. წ. 712 წელს კი ასურეთის მეფე სარგონ II-მ პალესტინაში აჯანყება ჩაახშო, რომელსაც აშდოდი მეთაურობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქალაქი ასურულ პროვინციად იქცა. ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ აშდოდს ეგვიპტელები დაეუფლნენ. ბაბილონის მიერ იუდეის დაპყრობისა და ხალხის გადასახლების შემდეგ ქალაქს ისევ ფილისტიმელები დაეუფლნენ და თავიანთ დედაქალაქად აქციეს. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელების ლიდერის, ნეემიას მმართველობის და მის მიერ იერუსალიმის აღდგენის პერიოდში სიტყვა „აშდოდელი“ „ფილისტიმელის“ სინონიმი იყო. ელინისტურ პერიოდში აშდოდი (ბერძნულად აზოტოსი) პროვინციის ცენტრალური ქალაქი იყო. იუდეის სამეფოს აღდგენის შემდეგ იონათან მაკაბელმა ქალაქის ტერიტორიები გადაწვა და გაანადგურა, ქალაქი კი იოან გირკან I-მა აიღო (დაახლ. ძვ.წ 165 წ). აშდოდს იუდეის სამეფო ძვ.წ 63 წლამდე, რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობამდე ინარჩუნებდა. რომაელებმა აშდოდი ჰეროდე დიდს დაუმორჩილეს, მის შემდეგ კი რომის პროვინცია გახდა.[1]

დამეგობრებული ქალაქები

აშდოდი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი