ყაზახეთი

ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.

ყაზახეთის რესპუბლიკა
Қазақстан Республикасы
Республика Казахстан
ყაზახეთი
ყაზახეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Менің Қазақстаным
Meniñ Qazaqstanım
My Kazakhstan

ყაზახეთის მდებარეობა
დედაქალაქიასტანა
51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. / 51.167° ჩ. გ. 71.500° ა. გ. / 51.167; 71.500
უდიდესი ქალაქი ალმათი
ოფიციალური ენა
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი
 -  პრ.-მინისტრის მ/შ ალიჰან სმაილოვი
ფართობი
 -  სულ 2 724 900 კმ2 (მე-9)
 -  წყალი (%) 1,7
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 16 967 000[1] (61-ე)
 -  2013 აღწერა 17 004 800 
 -  სიმჭიდროვე 5,94 ად კაცი/კმ2 (224-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $231.787 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $13,892[2] 
აგი (2013) 0.754[3] (მაღალი) (69-ე)
ვალუტა ტენგე (KZT)
დროის სარტყელი UTC+05:00 და UTC+06:00
ქვეყნის კოდი KAZ
Internet TLD .kz
სატელეფონო კოდი +7-6xx, +7-7xx

სახელწოდება

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • მშობლიური: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.

უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

გეოგრაფია

ყაზახეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი (2019 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]

ყაზახეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ოლქი/ქალაქიმოსახლეობა[7]ფართობი
კმ²
ადმ. ცენტრი
ასტანა1 195 900797,33ასტანა
ალმათი1 918 109682ალმათი
შიმქენთი1 086 5001162,8შიმქენთი
ყიზილორდის ოლქი818 000226 019ყიზილორდა
ალმათის ოლქი2 083 700223 911თალდიყორღანი
აკმოლის ოლქი735 239146 219ქოქშეთაუ
აქტობეს ოლქი897 600300 629აქტობე
ატირაუს ოლქი660 059118 631ატირაუ
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი662 600151 339ურალსკი
ყარაღანდის ოლქი1 375 800427 982ყარაღანდა
კოსტანაის ოლქი863 290196 001კოსტანაი
მანგისთაუს ოლქი165 642724 700აქთაუ
თურქესტანის ოლქი2 049 700116 280თურქესტანი
პავლოდარის ოლქი750 323124 755პავლოდარი
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი1 362 700283 226ოსკემენი
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი542 50097 993პეტროპავლი
ჟამბილის ოლქი1 141 800144 264ტარაზი

დემოგრაფია

ყაზახი მამაკაცი ცხენზეით და არწივით

ეკონომიკა

ყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობისა — 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).

კულტურა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი