ბალტიის გზა

ბალტიის გზა (ესტ. Balti kett, ლატვ. Baltijas ceļš, ლიეტ. Baltijos kelias) — მშვიდობიანი აქცია სსრკ-ის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. გაიმართა 1989 წლის 23 აგვისტოს.

აქციის მონაწილეები ლიტვის სსრ-ში
აქციის მონაწილეები

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი (მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რომელიც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25 % შეადგენდა), რის შედეგადაც პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი. აქცია გაიმართა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ისტორიული მოვლენისადმი, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი. პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით სსრკ-მ და გერმანიამ გაინაწილეს გავლენის სფეროები ევროპაში: ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთი პოლონეთი და ბესარაბია მოექცა სსრკ-ის, ხოლო ლიეტუვა და დასავლეთი პოლონეთიგერმანიის გავლენის სფეროში.

აქციამ კარგად წამოაჩინა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალებისადმი მოსახლეობის მზარდი ნდობა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიეტუვაში. „ბალტიის გზამ“ დაანახა მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არ გადაუდგამს არანაირი რეალური ნაბიჯი რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის. დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიეტუვამ პირვლმა გამოაცხადა სსრკ-დან გასვლის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი