ბესარაბია

ბესარაბია (რუმ. Basarabia, უკრ. Бессарабія) — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთით ბესარაბიას ესაზღვრება შავი ზღვა, დასავლეთით — მდინარე პრუტი, ხოლო აღმოსავლეთით — მდინარე დნესტრი.

ბესარაბიის მდებარეობა ევროპაში.

ისტორიულად ბესარაბია ეწოდებოდა რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის მოლდოვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც დღეს ბუჯაკს უწოდებენ. XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერიამ პოლიტიკური მოსაზრებებით სახელწოდება განავრცო მთელ აღმოსავლეთ მოლდოვის რეგიონზე, მდინარე პრუტიდან მდინარე დნესტრამდე.

ბესარაბიის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი დღესდღეობით მოქცეულია მოლდოვაში, ხოლო სამხრეთ და ჩრდილო ნაწილი — უკრაინაში.

ისტორია

საუკუნეების განმავლობაში ბესარაბია ავსტრიის, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ამ სახელმწიფოებისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა.

1812 წელს მოლდოვას სათავადო რუსეთს შეუერთდა. 1917 წლამდე ძირითადად რუმინელებით დასახლებული ბესარაბია რუსეთის იმპერიის გუბერნიად დარჩა, მეორე მსოფლიო ომამდე რუმინეთის აღმოსავლეთი პროვინცია იყო, ხოლო შემდეგ იგი საბჭოთა კავშირმა შემოიერთა.

ეტიმოლოგია

სახელწოდება მომდინარეობს რუმინელი თავად ბასარაბების დინასტიისგან, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში ბატონობდა დუნაისა და დნესტრს შორის მდებარე შავი ზღვის სანაპირო ნაწილში და სწორედ ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ბესარაბია. მოგვიანებით, 1812 წლიდან, რუსეთმა ბესარაბია უწოდა მთელ რეგიონს, მდინარეებს პრუტსა და დნესტრს შორის. ხშირად სახელწოდებას შეცდომით აკავშირებენ არაბეთთან, თუმცა ამ მოსაზრებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი