ბოროტების სავანე: გადაგვარება

„ბოროტების სავანე: გადაგვარება“ (ინგლ. Resident Evil: Degeneration), იაპონიაში ცნობილია როგორც „Biohazard: Degeneration“ (バイオハザード:ディジェネレーション) — ბიოპანკური ანიმაციური საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია მაკოტო კამია. ფილმი სრულად დაფუძნებულია იაპონური კომპანია Capcom-ის „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სერიაზე[2] და შეიქმნა Capcom Studios-ის მიერ Sony Pictures Entertainment-თან თანამშრომლობით. მისი პრემიერა შედგა იაპონიაში, Tokyo Game Show-ზე, 2008 წლის 11 ოქტომბერს,[3] ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა იმავე წლის 18 ოქტომბერს.

„ბოროტების სავანე: გადაგვარება“
რეჟისორი მაკოტო კამია
პროდიუსერი ჰიროიუკი კობაიასი
სცენარის ავტორი სოტარო სუგა
ეფუძნება Capcom-ის „Resident Evil
როლებში
  • პოლ მერსიე
  • ელისონ კურტი
  • ლაურა ბეილი
  • როჯერ კრეიგ სმითი
კომპოზიტორი ტეცუია ტაკაჰასი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი 18 ოქტომბერი, 2008
ხანგრძლივობა 96 წუთი
შემოსავალი 40 მილიონი ჩინური იუანი[1]

ფილმების სერიისგან განსხვავებით, მოქმედება მიმდინარეობს იმავე გარემოში, რაშიც ვიდეო თამაშების სერია,[4] ხოლო სიუჟეტი მიმდინარეობს 2005 წელს, „Resident Evil“, ის მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ. მთავარი გმირები არიან ლეონ სკოტ კენედი და კლერ რედფილდი (ისინი პირველად გამოჩნდნენ ვიდეო თამაშ „Resident Evil 2“-ში), რომელთა მიზანია ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხელი შეუშალონ ტერორისტებს ახალი G ტიპის ვირუსის გავრცელებაში.

ფილმმა მიიღო შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. მიმოხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 57%.[5] მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა ფილმის 1.6 მილიონი DVD ვერსია.[6] 2008 წელს კომპნია Nokia-მ და Capcom-მა შექმნეს ფილმზე დაფუძნებული მობილური თამაში.[7] 2012 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „ბოროტების სავანე: წყევლა“.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი