Resident Evil 2

Resident Evil 2 (ქართ. ბოროტების სავანე 2), იაპონიაში ცნობილი, როგორც Biohazard 2[1]survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რიგით მეორე თამაში Resident Evil-ის სერიიდან, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Capcom-მა. თავდაპირველად გამოვიდა PlayStation-ზე 1998 წელს.

Resident Evil 2

PlayStation ვერსიის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი
Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი PlayStation, Microsoft Windows, Nintendo 64, Dreamcast, GameCube
გამოსვლის თარიღი
21 იანვარი, 1998
  • PlayStation
    ჩრდ.ამ. 21 იანვარი, 1998
    იაპ 29 იანვარი, 1998
    PAL 29 აპრილი, 1998
    Dual Shock Ver.
    იაპ 6 აგვისტო, 1998
    ჩრდ.ამ. 11 ნოემბერი, 1998
    Microsoft Windows
    იაპ 19 თებერვალი, 1999
    ჩრდ.ამ. 28 თებერვალი, 1999
    PAL აპრილი, 1999
    Nintendo 64
    ჩრდ.ამ. 31 ოქტომბერი, 1999
    იაპ 28 იანვარი, 2000
    PAL 9 თებერვალი, 2000
    Dreamcast
    იაპ 22 დეკემბერი, 1999
    PAL 28 აპრილი, 2000
    ჩრდ.ამ. 6 დეკემბერი, 2000
    GameCube
    ჩრდ.ამ. 14 იანვარი, 2003
    იაპ 23 იანვარი, 2003
    PAL 30 მაისი, 2003
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჰიდეკი კამია
პროდიუსერ(ებ)ი სინძი მიკამი
პროგრამისტ(ებ)ი იასუჰირო ანპო
მხატვარი
  • ისაო ოჰისი
  • რიოძი სიმოგამა
სცენარისტი ნობორუ სუგიმურა
კომპოზიტორი
  • მასამი უედა
  • სუსაკუ უტიამა
  • სუნ ნისიგაკი

სიუჟეტი ვითარდება პირველი ნაწილის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ,[2] ამერიკის გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტში, რომლის მოსახლეობაც T-ვირუსის შედეგად გადაიქცა საშინელ ზომბებად — ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექმნა ფარმაცევტულმა კომპანია Umbrella-მ.[3] თამაშის პროტაგონისტები ლეონ სკოტ კენედი და კლერ რედფილდი ცდილობენ დატოვონ ქალაქი. გზადაგზა ისინი ნახულობენ სხვა გადარჩენილებს და ხვდებიან G-ვირუსის (T-ვირუსის უფრო მძლავრი სახეობა) შემქმნელს, უილიამ ბირკინს, რომელიც გადაიქცა მუტანტად.

Resident Evil 2-ის გეიმპლეი მოიცავს ტერიტორიის გამოკვლევას, თავსატეხების გადაჭრასა და მტერთან შებრძოლებას.[4] მასში გაერთიანებულია survival horror-ის ჟანრის ძირითად ელემენტები, როგორიც არის ტყვია-წამლის ნაკლებობა და თამაშის პროცესის შენახვის ლიმიტი. თამაში იქმნებოდა 40-50 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ერთი წლისა და 9 თვის განმავლობაში. პროექტის ხელმძღვანელი იყო ჰიდეკი კამია, ხოლო პროდიუსერი — სინძი მიკამი.

Resident Evil 2-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან, რომლებმაც შეაქეს თამაშის ატმოსფერო, გრაფიკა და აუდიო ეფექტები. თუმცა გააკრიტიკეს მართვის სისტემის, პერსონაჟების გახმოვანებისა და ინვენტარის სისტემის გამო, ასევე ზოგიერთ კრიტიკოსს არ მოეწონა თავსატეხებიც. Resident Evil 2 ფართოდ არის აღიარებული ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად რაც კი ოდესმე შექმნილა. საერთო განხილვების საიტებზე შედეგები ამგვარად გადანაწილდა: GameRankings; PlayStation: (PS): 93%,[5] Windows 9x: 80%,[6] Nintendo 64 (N64): 87%,[7] Dreamcast: 80%,[8], GameCube (GCN): 63%, Dreamcast: 80%,[9] Metacritic; PS: 89/100,[10] N64: 89/100,[11] DC: 77/100,[12] GCN: 59/100. [13] ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც; დღეის მონაცემით გაყიდული არის PlayStation ვერსიის 4.96 მილიონი ასლი.[14] გარკვეული ხნის შემდეგ, თამაში პორტირებული იქნა Microsoft Windows, Nintendo 64, Dreamcast, GameCube-სა და Game.com-ზე. 1999 წელს Capcom-მა გამოუშვა სიკველი სახელწოდებით Resident Evil 3: Nemesis. 2015 წელს დაანონსდა Resident Evil 2-ის რიმეიკი, რომელიც შემუშავების სტადიაშია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი