ბრაის დალას ჰაუარდი

ბრაის დალას ჰაუარდი (ინგლ. Bryce Dallas Howard; დ. 2 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. იგი არის ცნობილი რეჟისორ რონ ჰოვარდის უფროსი ქალიშვილი.

ბრაის დალას ჰაუარდი

ჰაუარდი ფილმ „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს
მშობლიური სახელი Bryce Dallas Howard
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1981 (1981-03-02) (43 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) სეთ გეიბლი (იქ. 2006)
შვილ(ებ)ი
2
  • თედორე (დ. 2007)
  • ბეატრისი (დ. 2012)
მშობლები მამა: რონ ჰოვარდი
დედა: შერილ ელი

ჰაუარდი დაიბადა 1981 წლის 2 მარტს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] დაამთავრა ბაირამ-ჰილზის საშუალო სკოლა 1996 წელს.in 1999,[2] ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის სამხატვრო სკოლაში, თუმცა სამი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა, რათა მიეღო სამსახიობო როლები ბროდვეიზე. უილიამ შექსპირის კომედიაში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ მონაწილეობისას რეჟისორ ნაიტ შიამალანის ყურადღება მიიპყრო. სახელი გაითქვა შაიმალანის 2004 წლის ფილმით „საიდუმლო ტყე“.[3] 2006 წელს მონაწილეობა მიიღო შაიმალანის ფენტეზი თრილერში „გოგონა წყალში“. კენეთ ბრანას ფილმში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ (2006) შესრულებული როლისთვის ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე.[4] იმავე წელს გახდა ფილმ „ორქიდეების“ თანასცენარისტი და რეჟისორი.[5] 2007 წელს მიიღო გვენ სტეისის როლი ფილმში „ადამიანი ობობა 3“.[6]

ჰაუარდმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა ვამპირი ვიქტორიას როლის განსახიერებით ფილმში „ბინდის საგა: დაბნელება“ (2010).[7] 2009 წელს მონაწილეობდა ტერმინატორი 4“-ში.[8] ფილმი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[9] 2011 წელს გადაიღეს ფილმში 50/50. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კლერ დერინგის როლის შესრულებით ფილმებში „იურული სამყარო“ (2015)[10] და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[11] — მეოთხე და მეხუთე ფილმი „იურული პარკის“ სერიიდან.

მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: „Teen Choice Awards“,[12] სატელიტისსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.[13]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2007მშობლებიParenthoodწითური გოგონა
1995აპოლო 13Apollo 13გოგო ყვითელ კაბაში
2000როგორ მოიპარა გრინჩმა შობაHow the Grinch Stole Christmasგაკვირვებული ჰუ
2001ბრწყინვალე გონებაA Beautiful Mindჰარვარდის სტუდენტი
2004სიყვარულის წიგნიBook of Loveჰითერი
2004საიდუმლო ტყეThe Villageივი ელისაბეთ უოლკერი
2005მანდერლეიManderlayგრეის მარგარეტ მულიგანი
2006ისე, როგორც შენ გიყვარსAs You Like Itროზალინდი
2006გოგონა წყალშიLady in the Waterსტორი
2007ადამიანი ობობა 3Spider-Man 3გვენ სტეისი
2008ალმასის დაკარგვა : ცრემლიLoss of a Teardrop Diamondფიშერ უილოუ
2009ტერმინატორი 4Terminator Salvationკეთრინ „კეიტ“ ბრიუსტერ კონორი
2010ბინდის საგა: დაბნელებაThe Twilight Saga: Eclipseვიქტორია
2010სხვაგანHereafterმელანი
2011მოსამსახურეThe Helpჰილი ჰოლბრუკი
201150/5050/50რეიჩელი
2012ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2“The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2ვიქტორია
2015იურული სამყაროJurassic Worldკლერ დერინგი
2016პიტის დრაკონიPete's Dragonგრეის მიჩამი
2016ოქროGoldკეი
2017მაკლარენიMcLarenთვითონ
2018იურული სამყარო: დაცემული სამეფოJurassic World: Fallen Kingdomკლერ დერინგი
2019ადამიანი რაკეტაRocketmanშეილა დუაიტი
2021იურული სამყარო 3Jurassic World 3კლერ დერინგი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი