ნაიტ შიამალანი

ნაიტ შიამალანი (ინგლ. M. Night Shyamalan; დ. 6 აგვისტო 1970, პონდიშერი, ინდოეთი) — ინდური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ცნობილა თავისი მისტიკური თრილერებით. გადაღებული აქვს კინოფილმები: „მეექვსე გრძნობა“ (1999), „უვნებელი“ (2000), „ნიშნები“ (2002), „საიდუმლო ტყე“ (2004), „გოგონა წყალში“ (2006) „სტიქიების მბრძანებელი“ (2010). შიამალანი თავის ფილმებს ფილადელფიასა და მის შემოგარენში იღებს. იგი საკუთარ ფილმებში ასრულებს კამეოებს.

ნაიტ შიამალანი

ნაიტ შიამალანი 2008 წელს
დაბადების სახელი მანოჯ შიამალანი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო 1970
პონდიშერი, ინდოეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
მსახიობი
პროდიუსერი
სცენარისტი
რელიგია ინდუიზმი
მეუღლე(ები) ბჰავნა ვასვანი
(1993-დღემდე)
საიტი ოფიციალური ბმული

ბიოგრაფია

დაიბადა 1970 წლის 6 აგვისტოს, ინდოეთის ქალაქ პონდიშერში. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 1992 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლა, სადაც ალფრედ ჰიჩკოკის ძლიერი გავლენა განიცადა. იმავე წელს ინდოეთში გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მრისხანე ლოცვა“. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი მეორე ფილმი „გამოღვიძება“ ფაქტობრივად იგნორირებულ იქნა კრიტიკოსთა და მაყურებელთა მხრიდან. 1995 წელს დაწერა სცენარი ფილმისთვის „სტიუარტ ლიტლი“, რომელიც შეისყიდა Walt Disney Studios-მა $2,5 მლნ. დოლარად. 1999 წელს გადაიღო ფილმი „მეექვსე გრძნობა“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ბრიუს უილისმა და ჰეილი ჯოელ ოსმენტმა და გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი, რომლის შემოსავალმა 673 მლნ-ს გადააჭარბა და მიიღო ოსკარის რამდენიმე ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიებში.

2000 წელს ბრიუს უილისისა და სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „უვნებელი“, რომელიც ფინანსურად აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა. 2002 წელს მელ გიბსონისა და ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გამოვიდა შიამალანის ფინანსურად წარმატებული ფილმი „ნიშნები“. 2006 წელს გადაიღო ფილმი „გოგონა წყალში“ — თანამედროვე ზღაპარი დეპრესიული მენეჯერის შესახებ, რომელიც წყლის ნიმფას შეხვდება. ეს ამბავი მან საკუთარი ქალიშვილისთვის გამოიგონა. 2008 წელს გადაიღო ფილმი „მოვლენა“, სასაცილო ეკოლოგიური თრილერი, რომელშიც მარკ ვალბერგი მონაწილეობს. 2013 წელს გადაიღო ფილმი „დედამიწის შემდეგ“, სადაც მთავარი როლები ხვდა წილად უილ სმითსა მის ვაჟ ჯეიდენ სმითს. 2015 წელს გადაიღო სატელევიზიო დრამატული სერიალი „Wayward Pines“.

ფილმოგრაფია

წელიფილმირეჟისორიპროდ.სცენარიმსახიობიროლიშენიშვნაRotten TomatoesMetacritic
1992მრისხანე ლოცვადიახდიახდიახდიახდევ რამანიN/AN/A
1998გამოღვიძებადიახარადიახარა40%[1]N/A
1999მეექვსე გრძნობადიახარადიახდიახდოქტორი ჰილი85%[2]64/100[3]
სტიუარტ ლიტლიარაარადიახარა66%[4]61/100[5]
2000უვნებელიდიახდიახდიახდიახნაკრო დილერი68%[6]62/100[7]
2002ნიშნებიდიახდიახდიახდიახრეი რედი74%[8]59/100[9]
2004საიდუმლო ტყედიახდიახდიახდიახჯეი43%[10]44/100[11]
2006გოგონა წყალშიდიახდიახდიახდიახვიკ რანი24%[12]36/100[13]
2008მოვლენადიახდიახდიახდიახჯოუიმხოლოდ ხმა17%[14]34/100[15]
2010სტიქიების მბრძანებელიდიახდიახდიახდიახ6%[16]20/100[17]
ეშმაკიარადიახდიახარა52%[18]44/100[19]
2013დედამიწის შემდეგდიახარადიახარააღმასრულებელი პროდიუსერი11%[20]33/100[21]
2015ვიზიტიდიახდიახდიახარა
2016სპლიტიდიახდიახდიახდიახჯეი
2019შუშადიახდიახდიახდიახჯეი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი