ელიოტ სმითი

სტივენ პოლ „ელიოტ“ სმითი (ინგლ. Steven Paul „Elliott“ Smith; დ. 6 აგვისტო, 1969 — გ. 21 ოქტომბერი, 2003) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი.

ელიოტ სმითი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივენ პოლ სმითი
დაბ. თარიღი 6 აგვისტო, 1969(1969-08-06)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ომაჰა, ნებრასკა, აშშ
გარდ. თარიღი 21 ოქტომბერი, 2003 წ. (34 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1991 - 2003
ლეიბლ(ებ)ი
  • Virgin/Caroline
  • Cavity Search
  • Kill Rock Stars
  • Suicide Squeeze Records
  • DreamWorks
  • ANTI-
  • Domino
საიტი sweetadeline.net
ელიოტ სმითი ვიკისაწყობში

ელიოტ სმითი დაიბადა 1969 წლის 6 აგვისტოს, ომაჰაში, ნებრასკაში. ძირითადად გაიზარდა ტეხასის შტატში, ხოლო ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა პორტლენდში, ორეგონში, სადაც პირველად მოიპოვა პოპულარობა. სმითის ძირითადი ინსტრუმენტი გიტარა იყო, თუმცა ის ასევე უკრავდა ფორტეპიანოზე, კლარნეტზე, ბას-გიტარაზე, დრამსა და ჰარმონიკაზე და გამოირჩეოდა განსხვავებული ვოკალური სტილით.[8]

ჯგუფ Heatmiser-ში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იგი 1994 წლიდან სოლო კარიერას შეუდგა და გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Roman Candle (1994) ლეიბლზე Cavity Search. მომდენვნო წელს ამას მოჰყვა მეორე ალბომის Elliott Smith გამოცემა ლეიბლზე Kill Rock Stars. 1997 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა DreamWorks Records, ვისთვისაც ჩაწერა ორი ალბომი. საყოველთაო აღიარება მოუტანა ფილმ „ნიჭიერი უილ ჰანტინგისთვის“ დაწერილმა საუნდტრეკმა „Miss Misery“, რომელიც ნომინირებული იქნა 1998 წლის ოსკარის ცერემონიალზე.

წლების განმავლობაში სმითი იტანჯებოდა ქრონიკული დეპრესიით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით, რაც მრავალგზის აისახა კიდეც მის მუსიკალურ შემოქმედებაში.

ელიოტ სმითი 2003 წელს, 33 წლის ასაკში მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გამოძიებაზე დაყრდნობით ელიოტ სმითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა გვამის გაკვეთის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ იგი მოკლეს.[9]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • Find a Grave — 1996.
  • Discogs — 2000.
  • „Mr. Misery“. Out. United States: Here Publishing. May 2000. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  • „CMJ's Top 30 Editorial Picks“. CMJ New Music Report. New York City: CMJ Network, Inc. January 11, 1999. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  • Hughes, Josiah. (24 მარტი, 2015) Elliott Smith Doc 'Heaven Adores You' Gets Limited Theatrical Release. Ian Danzig. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2016.
  • Huey, Steve. Elliott Smith – Elliott Smith : Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2013.
  • Rocker's Autopsy Doesn't Rule Out Homicide (January 8, 2004). ციტირების თარიღი: June 25, 2013.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი