Internet Archive

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია

Internet Archive (ქართ. ინტერნეტ არქივი) — არაკომერციული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს სან-ფრანცისკოში, ბრიუსტერ კეილის მიერ. არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს,[4][5][6] ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიარდ ასლს.

Internet Archive
საიტი Archive.org
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ელექტრონული ბიბლიოთეკა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ბრიუსტერ კეილი
გაეშვა 12 მაისი, 1996; 27 წლის წინ (1996-05-12)[1][2]
Alexa-ს რეიტინგი 260 (ოქტომბერი, 2016)[3]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია საიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.[7][8]

ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ.[9] შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი[10] (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.[11]

ლიტერატურა

  • Kahle, Brewster (1996 ნოემბერი). „Archiving the Internet“. Scientific America. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Kahle, Brewster. (6 ნოემბერი, 2013) Scanning Center Fire — Please Help Rebuild.
  • Lepore, Jill (26 იანვარი, 2015). „The Cobweb“. The New Yorker. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Ringmar, Erik (10 აპრილი, 2008). „Liberate and Disseminate“. Times Higher Education Supplement. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი