ერთგასავლიანები

ერთგასავლიანები, კვერცხისმდებლები (ლათ. Monotremata) — ძუძუმწოვრების რიგი. შეიცავს 2 ოჯახს: იქედნისებრნს და იხვნისკარტასებრნს. ცნობილია ერთგასავლიანების 5 სახეობა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში. ერთგასავლიანები ძუძუმწოვრებს შორის გამონაკლისს წარმოადგენს — კვერცხს დებენ, ხოლო გამოჩეკილ ნაშიერს რძით კვებავენ მათი სარძევე ჯირკვლები მარტივია და აგებულებით ოფლის ჯირკვლების მსგავსია. ძუძუს კერტები არა აქვთ. ნაწლავი და შარდსასქესო მილი კლოაკაში იხსნება. იქედნეს სხეულის ტემპერატურა 30°-მდე აღწევს; ხოლო იხვნისკარტასა 25°-მდე. ზრდადამთავრებულ ერთგასავლიანებს კბილები არა აქვთ. ახალგაზრდა იხვნისკარტას 10 სარძევე კბილი აქვს, რომლებიც ძლიერ ჰგვანან მეზოზოურ ერაში მცხოვრები ძუძუმწოვრების კბილებს. კუნთოვანი ტუჩები არ უვითარდებათ.

ერთგასავლიანები
იქედნე
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Monotremata (Bonaparte, 1837)

კლასიფიკაცია

  • იხვნისკარტასებრნი (Ornithorhynchidae)
  • იქედნისებრნი (Tachyglossidae)
    • პროიქედნე (Zaglossus)
      • ბარტონის პროიქედნე (Zaglossus bartoni)
      • ბრიუინის პროიქედნე (Zaglossus bruijni)
      • ატენბოროს პროიქედნე (Zaglossus attenboroughi)
    • ექიდნე
      • ავსტრალიური იქედნე (Tachyglossus aculeatus)

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი