ვესტმინსტერის სისტემა

ვესტმინსტერის სისტემა — სახელმწიფოებრივი მართვის დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა, აშენებული დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოდელის პრინციპებზე. თავისი დასახელება სისტემამ მიიღო უესტმინსტერის სასახლის სახელიდან, სადაც იმართება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომები.

ვესტმინსტერის სასახლე.

ვესტმინსტერის სისტემა დამახასიათებელია ერთა თანამეგობრობის ქვეყნებისათვის. მისი გამოყენება დაიწყეს დიდი ბრიტანეთის კანადის პროვინციებმა და ავსტრალიის კოლონიებმა XIX საუკუნის შუა პერიოდში.

ვესტმინსტერის სისტემის განსაზღვრის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • სახელმწიფოს მეთაურის არსებობა, რომელსაც აქვს მხოლოდ ცერემონიალური და წარმომადგენლობითი ფუნქციები;
  • მთავრობის მეთაურის არსებობა, რომელსაც ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური და როგორც წესი იგი პარლამენტში უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტიის მეთაურია;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმების არსებობა, როგორც წესი, კაბინეტის ფორმით, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს;
  • ქვეყანაში საპარლამენტო ოპოზიციის და მრავალპარტიული სისტემის არსებობის შესაძლებლობა;
  • ბიკამერალიზმის (ორპალატიანი პარლამენტი) შესაძლებლობა და უნიკამერალიზმის დაშვება;
  • პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა;
  • პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შესაძლებლობა.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი