ვონგ კარ-ვაი

ვონგ კარ-ვაი (ჩინ.: 王家衛 / 王家卫; დ. 17 ივლისი, 1958, შანხაი, ჩინეთი) — ჰონგ-კონგელი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ვონგ კარ-ვაი
მშობლიური სახელი 王家衛
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1958 (1958-07-17) (65 წლის)
შანხაი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
მოქალაქეობა ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
კანის კინოფესტივალი

საუკეთესო რეჟისორი

1997 — ბედნიერები ერთად

ბიოგრაფია

როცა კარ-ვაი ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ჰონგ-კონგში გადავიდა. აქ მან დიდხანს ვერ შეძლო კანტონურ დიალექტთან ადაპტირება. ენის ასათვისებლად ის დედასთან ერთად დადიოდა კინოთეატრებში და საათობით უყურებდა ფილმებს. 1980 წელს დაამთავრა ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი „გრაფიკული დიზაინის“ სპეციალობით და დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია Television Broadcasts Limited-ში (TVB), სცენარისტად. 1980-დან 1987 წლამდე პერიოდში დაწერა სცენარი ათზე მეტი ფილმისთვის.

რეჟისორის კარიერა

1988 წელს შედგა მისი დებიუტი კრიმინალური მელოდრამით „სანამ გაშრება ცრემლი“. ამ სარეჟსორო ნამუშევარში იგრძნობა მარტინ სკორსეზეს „ბოროტი ქუჩების“ (1974) გავლენა, თუმცა უკვე კარგად ჩაანს კარ-ვაის ხელწერა — დამახასიათებელი ატმოსფერო, უდაბური ქუჩები, იაფფასიანი აზიური სასადილოები, გმირების ფატალური მარტოობა და ექსპრესიონისტული ფერთა პალიტრა. იმის მიუხედავად, რომ ეს მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო, ფილმის წარმატებამ კრიტიკოსების ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

შემდეგ სურათში, დრამაში „ველური დღეები“ (1991) უკვე სრულად ყალიბდება მისი ინდივიდუალური სტილი: წყვეტილი სიუჟეტური ხაზი, ფოკუსირება გმირებზე და ატმოსფეროზე, განუმეორებელი ვიზუალური სტილი და კოლორიტული მუსიკალური გაფორმება. აზიურ კინოთეატრებში ფილმი გამოვიდა დასახელებით „ა ფეის ნამდვილი ისტორია“. ამ ფილმით იწყება რეჟისორის თანამშრომლობა კინოოპერატორ ქრისტოფერ დოილთან, რომელიც შემდგომში ბევრ მის ფილმზე მუშაობდა.

მისი შემოქმედების მწვერვალი გახდა სურათი „სასიყვარულო განწყობა“. გენიალური შერევა გმირების, მათი ბედის, ატმოსფეროს და სიუჟეტური ხაზების. ფილმმა მიიღო ყველა შესაძლო ჯილდო და პრიზი თავის კატეგორიაში.

ვონგ კარ-ვაი იყო ჟიურის თავმჯდომარე კანის კინოფესტივალზე 2006 წელს, ასევე ბერლინის 63-ე კინოფესტივალზე 2013 წელს.

2007 წელს გამოვიდა მისი პირველი ნამუშევარი ამერიკელ მსახიობებთან „ჩემი კენკროვანი ღამეები“.

მუშაობის მანერა

ბევრი მსახიობი, რომელიც თამაშობდა კარ-ვაის ფილმებში აღნიშნავს, რომ ის იწყებდა გადაღებს პრაქტიკულად ყოველგვარი მომზადების და სცენარის დამუშავების გარეშე. ამის გამო რეჟისორი ყველა სცენას რამდენიმეჯერ იღებდა, აძლევდა მსახიობებს საშუალებას მინდობოდნენ საკუთარ თავს და ეთამაშათ ისე, როგორც თავად გრძნობდნენ როლს. მსახიობი ჩან ძი იხსენებს: „...როცა ვონგ კარ-ვაისთან გადაღება დავიწყე, მას საბოლოოდ ჩამოყალიბებული სცენარიც კი არ ჰქონდა. მე არ ვიცოდი რაზე იყო ფილმი, ვიცოდი მხოლოდ როგორი იქნებოდა ჩემი როლი და ყველაფერს თანდათან ვიგებდი: დღეს ამას, ხვალ იმას. ის გვაძლევდა რამდენიმე ფურცელს, ხელით დაწერილ ტექსტს და გვეუბნებოდა: აი, დღეს შენ ეს. მე მას იქვე გადასაღებ მოედანზე ვკითხულობდი. ყოველი დღე ასეთ გადაღებებზე სიახლით სუნთქავდა“. მსგავს გამოცდილებაზე ყვება ცნობილი მსახიობი მეგი ჩუნი: „ჩვენ, მსახიობები ვიწყებდით პრაქტიკულად ყველაფრის გარეშე: სცენარის გარეშე, კონკრეტული იდეის გარეშე იმაზე, თუ რა ისტორიას მოგვითხრობდა ფილმი „სასიყვარულო განწყობა“. როლები ვითარდებოდა გადაღების დროს. ცხადია, იქამდე სანამ ჩაირთვებოდა კამერა, ვონგ კარ-ვაი გვიხსნიდა რას მოითხოვდა ჩვენგან“.

ფილმოგრაფია

მხატვრული ფილმები

  • 1987 — ცეცხლოვანი ძმები / Flaming Brothers / 江湖龍虎門 (Jiang hu long hu men) (სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერი)
  • 1988 — სანამ გაშრება ცრემლი / 旺角卡門
  • 1991 — ველური დღეები / 阿飛正傳 (ā fēi zhèng zhuàn)
  • 1994 — ჩუნგკინგის ექსპრესი / 重慶森林 (Chóngqìng Sēnlín)
  • 1994 — დროის ნარჩენები / 東邪西毒 (Dōngxié Xīdú)
  • 1995 — დაცემული ანგელოზები / 墮落天使 (Duo luo tian shi)
  • 1997 — ბედნიერები ერთად / 春光乍洩 (Chūn guāng zhà xiè) - პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის (კანის კინოფესტივალი)
  • 2000 — სასიყვარულო განწყობა / 花樣年華 (Huā yàng nián huá)
  • 2004 — 2046
  • 2007 — ჩემი კენკროვანი ღამეები / My Blueberry Nights
  • 2008 — დროის ნარჩენები / 東邪西毒 (Dōngxié Xīdú) — 1994 წლის სურათის საავტორო რედაქცია, ადაპტირებული ამერიკული ბაზრისთვის.
  • 2013 — დიადი ოსტატი / 代宗師

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

  • 1996 — wkw/tk/1996@7′55″hk.net
  • 1999 — Motorola StarTAC
  • 2001 — Hua Yang De Nian Hua
  • 2001 — თვალთვალი
  • 2002 — ექვსი დღე / Six Days — ვიდეოკლიპი DJ Shadow-თვის
  • 2004 — ეროსი (ეპიზოდი „ხელი“) / Eros (segment The Hand)
  • 2007 — ყველას თავისი კინო აქვს / Chacun son cinéma — ეპიზოდი „მე 9000 კმ. გამოვიარე, რომ ის თქვენთვის მომეცა“
  • 2007 — აქ მხოლოდ ერთი მზეა / There's Only One Sun
  • 2007 — სარეკლამო რგოლი Midnight poison fragrance-თვის (Dior)

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი