ზვიგენები

ზვიგენებიხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არ აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა (კატისებრი ზვიგენები, ბოლოხერხა და სხვა) კვერცხისმდებელია (კვერცხი დაფარულია რქოვანი შალითით), ზოგი ცოცხლადმშობია (კვერნისებრი ზვიგენები, ქაშაყისებრი ზვიგენები, ქიცვიანი ზვიგენები და სხვა). ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.

ზვიგენები
Stegostoma fasciatum
Stegostoma fasciatum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  თევზები
რიგი:  ზვიგენისნაირნი
ლათინური სახელი
Orectolobiformes

ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 518.
  • Никольский Г. В., Частная ихтиология, 2 изд., М., 1954
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი