თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı) — თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი დიდწილად საზეიმო ხასიათის ფუნქციებს ატარებს, მაგრამ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციაც. ამ რანგში, პრეზიდენტი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკას და თურქი ერის ერთიანობას, ისევე, როგორც უზრუნველყოფს თურქეთის კონსტიტუციის დაცვას, ასევე სახელმწიფო ორგანოების ორგანიზებულად და ჰარმონიულად ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 101-დან 106-მდე სტატიებში დადგენილი ყველა მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, საარჩევნო საკითხებში, ასევე მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თურქეთის პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებსთან ერთად 1923 წლის 29 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტი, ხშირად არაოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც „Reis-i Cumhur“, რაც ნიშნავს „ხალხის პრეზიდენტი“.[1][2] მიმდინარე თანამდებობის პირი არის თურქეთის მე-12 პრეზიდენტი — რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წლის 28 აგვისტოდან.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı

თურქეთის პრეზიდენტის დროშა

თურქეთის პრეზიდენტის გერბი
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია თურქეთის პრეზიდენტის სასახლე, ანკარა, თურქეთის დროშა თურქეთი
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი, ზედიზედ ორი ვადით
დაარსდა 29 ოქტომბერი 1923
პირველი თანამდებობაზე ქემალ ათათურქი
საიტი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი

მცხოვრები ყოფილი პრეზიდენტები

პრეზიდენტი (Cumhurbaşkanı)პერიოდიდაბადების თარიღი
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი2000200713 სექტემბერი, 1941 (1941-09-13) (82 წლის)
აბდულა გიული2007201429 ოქტომბერი, 1950 (1950-10-29) (73 წლის)

კვალიფიკაცია

იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს თურქეთის პრეზიდენტად, უნდა ჰქონდეს დაასრულებული უმაღლესი განათლება და მინიმუმ ორმოცი წლის ასაკი.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაწყვიტოს თავისი ურთიერთობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავის პოლიტიკურ პარტიასთან და მისი, როგორც თურქეთის პარლამენტის წევრობა უნდა შეწყდეს.

არჩევნები

პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით ადრე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ვადა იწურება ან 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტის პოსტის ვაკანტურობიდან, და უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში არჩევნების დასაწყისიდან. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ პარლამენტის ბიუროში პირველი 10 დღის განმავლობაში და არჩევნები უნდა დასრულდეს, დარჩენილი 20 დღის განმავლობაში.

ადრე, პრეზიდენტს ირჩევდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები. 2007 წელს შემუშავდა ახალი წესი, რომლის თანახმად მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ მოქალაქეები, პირდაპირი ხმის მიცემის მეშვეობით. პრეზიდენტი შეიძლება იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი ან საერთოდ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თურქეთის პრეზიდენტების სია

სურათისახელიუფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. მუსტაფა ქემალ ათათურქი29 ოქტომბერი 192310 ნოემბერი 1938
2. ისმეთ ინენიუ11 ნოემბერი 193822 მაისი 1950
3.ჯელალ ბაიარი22 მაისი 195027 მაისი 1960
4.ჯემალ გურსელი10 ოქტომბერი 196128 მარტი 1966
5.ჯევდეთ სუნაი28 მარტი 196628 მარტი 1973
6.ფაჰრი კორუთურქი6 აპრილი 19736 აპრილი 1980
7. ქენან ევრენი12 სექტემბერი 19809 ნოემბერი 1989
8. თურგუთ ოზალი9 ნოემბერი 198917 აპრილი 1993
9. სულეიმან დემირელი16 მაისი 199316 მაისი 2000
10. აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი16 მაისი 200028 აგვისტო 2007
11. აბდულა გიული28 აგვისტო 200728 აგვისტო, 2014
12. რეჯეფ თაიფ ერდოღანი28 აგვისტო 2014დღემდე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი