16 მაისი

თარიღი

16 მაისიგრიგორიანული კალენდრის 136-ე დღე (ნაკიან წლებში - 137-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 229 დღე.

<< მაისი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
2024

დღის მოვლენები

  • 1532 : სერ თომას მური ინგლისის ლორდ-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა.
  • 1568 : შოტლანდიელთა დედოფალი მერი ინგლისში გაიხიზნა.
  • 1605 : პავლე V რომის პაპი გახდა.
  • 1703 : პეტერბურგი დაარსდა პეტრე I-ის მიერ პეტრეპავლეს ციხესიმაგრის საძირკვლის ჩაყრით.
  • 1717 : სატირული ნაწარმოებების გამო ვოლტერი  ბასტილიის ციხეში ჩასვეს
  • 1770 : 14 წლის მარი-ანტუანეტა ქორწინდება 15 წლის ლუი-ოგუსტზე, საფრანგეთის მომავალ მეფეზე.
  • 1811 : ნახევარკუნძულის ომი - მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერას ბრძოლაში.
  • 1812 : რუსეთ-თურქეთის ბუქარესტი ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
  • 1815 : ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ვარშავის საჰერცოგო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის,  პოლონეთის სამეფოს სახელწოდებით.
  • 1836 : ედგარ ალან პომ 13 წლის ძმისშვილი ვირჯინია შეირთო.
  • 1863 : დაიწყო ოდესის რკინიგზის მშენებლობა
  • 1868 : აშშ-ის სენტაში პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს იმპიჩმენტის სასჯელი მოეხსნა ერთი ხმით.
  • 1920 : ჟანა დარკის კანონიზაცია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ.
  • 1924 : საბჭოთა კავშირში გამოვიდა ჟურნალის მურზილკა პირველი ნომერი.
  • 1929 : აშშ-ში პირველად გაიმართა ოსკარების გადაცემის ცერემონია.
  • 1943 : ვარშავის გეტოს აჯანყება დასრულდა.
  • 1948 : ისრაელმა გამოუშვა პირველი საფოსტო მარკები
  • 1960 : დიდი ოთხეულის სამიტზე პარიზში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერისგან საბჭოთა კავშირის თავზე U-2 ჯაშუში თვითმფინავის გადაფრენის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
  • 1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა „16 მაისის ცნობა“, რითაც ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
  • 1969 : საბჭოთა კომოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
  • 1975 : ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია.
  • 1990 : გაიხსნა რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა.
  • 2004 : ბიკივნიას ტყის გლოვის დღე. აქ კიევითან, ურკაინა, 1930-იან და 40-იან წლებში ბოლშევიკებმა 100 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
  • 2005 : ქუვეითში ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცეს ეროვნულ ასამბლეაზე კენჭისყრით.
  • 2006 : ძლიერი მიწისძვრა (7,4 ბალი რიხტერის შკალით) ახალ ზელანდიაში.
  • 2015 : ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა შეუფარდა ქვეყნის დამხობილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსისა და მის მომხრე პარტია „მუსულმანთა საძმოს“ ასამდე წევრს, რომლებიც 2011 წელს ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო.
  • 2022 : საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

ამ დღეს გარდაცვლილნი

დღესასწაულები

  • აგრეთვე:
    • შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

იხილეთ აგრეთვე

სხვა თვეები

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი