კარლ ფონ ფრიში
კარლ ფონ ფრიში (გერმ. Karl von Frisch; დ. 20 ნოემბერი, 1886, ვენა, — გ. 12 ივნისი, 1982, მიუნხენი) — ავსტრიელი ეთოლოგი. 1973 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. კარლ ფრიში დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ფუტკრების სენსორულ აღქმას და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამნარტა ფუტკრების ცეკვის მნიშვნელობა.
კარლი იყო ქირურგისა და უროლოგის, ანტონ ფონ ფრიშის ვაჟი. იგი სწავლობდა ვენაში, შემდეგ კი — მიუნხენში. 1910 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი და ამავე წელს დაიწყო მუშაობა ასისტენტად მიუნხენის უნივერსიტეტის ზოოლოგიურ დეპარტამენტში. 1912 წელს იგი გახდა ლექტორი ზოოლოგიის დარგში.
მეცნიერის შესწავლის ობიექტი იყო ევროპული ფუტკარი. მან აღმოაჩინა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ყვავილების ერთმანეთისგან გარჩევა მათივე სპეციფიკური სუნით. ფუტკრის მგრძნობელობა ტკბილ გემოზე, ადამიანტან შედარებით, უფრო ძლიერია. ფრიში ფიქრობდა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ფერების ერთმანეთისგან გარჩევა. დღეისათვის დადასტურებულია, რომ ფუტკარი ერთმანეთისგან ვერ განარჩევს წითელსა და შავს, თუმცა შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ყვითელი, თეთრი, ლურჯი და იასამნისფერი.
რესურსები ინტერნეტში
- Karl Von Frisch, The Dance Language and Orientation of Bees დაარქივებული 2013-06-02 საიტზე Wayback Machine. , (1967) Harvard University Press
- Dance and communication of honey bees
- Karl von Frisch, Decoding the Language of the Bee, Nobel Lecture, December 12, 1973 დაარქივებული September 5, 2008[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Biography and bibliography in the Virtual Laboratory of the Max Planck Institute for the History of Science
- Autobiography დაარქივებული 2010-08-08 საიტზე Wayback Machine.