კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ინგლ. The Convention on the Elimination of all Forms of Discrimination Against Women, შემოკლ. CEDAW) ― საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე 1979 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით მიიღეს. კონვენციას ქალთა საერთაშორისო უფლებათა ბილს უწოდებენ. კონვენცია 1981 წლის 3 სექტემბრიდანაა ძალაში და 189 სახელმწიფოს მიერაა რატიფიცირებული.[1] იმ ქვეყნებიდან, რომელთაც კონვენცია რატიფიცირებული აქვთ, 38-მა უარი განაცხადა 29-ე მუხლის ამოქმედებაზე, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონვენციის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე წარმოშობილ დავებს შეეხება.[2] აშშ-სა და პალაუს ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, მაგრამ რატიფიცირებული არ აქვთ. კონვენციაზე ხელი არ აქვთ მოწერილი: წმინდა საყდარს, ირანს, სომალს, სუდანსა და ტონგას.

შინაარსი

კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მსგავსი ფორმატი აქვს „ძირითადი მოთხოვნებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების“ გათვალისწინებით.[3] კონვენცია ექვსი ნაწილისგანშედგება და 30 მუხლს მოიცავს:[4]

  • ნაწილი I (მუხლები 1-6) აქცენტს აკეთებს სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზე, სტერეოტიპებსა და ტრეფიკინგზე.
  • ნაწილი II (მუხლები 7-9) ხაზს უსვამს ქალთა უფლებებს საჯარო სფეროში. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, წარმომადგენლობასა და ეროვნების უფლებებზე.
  • ნაწილი III (მუხლები 10-14) აღწერს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს, განსაკუთრებით, განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის უფლებებს. მესამე ნაწილში ხაზგასმულია სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებული პრობლემები და მათთვის მინიჭებული უფლებები.
  • ნაწილი IV (მუხლები 15-16) გამოკვეთს ქალთა თანასწორ უფლებას ქორწინებასა და ოჯახის შექმნაში და თანასწორობას კანონის წინაშე.
  • ნაწილი V (მუხლები 17-22) აყალიბებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს და მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულებას აკისრებს კომიტეტში მოხსენებების წარდგენის შესახებ.
  • ნაწილი VI (მუხლები 23-30) აღწერს კონვენციის ეფექტებს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებსა და კონვენციის ადმინისტრაციულ საკითხებს.

მუხლები

პირველ მუხლში ქალის დისკრიმინაცია განმარტებულია როგორც:[4] „სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონოიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი