ლეილა ალი

ლეილა ამარია ალი (ინგლ. Laila Amaria Ali; დ. 30 დეკემბერი, 1977) — ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, აქტიურად გამოდიოდა რინგზე 1999-2007 წლებში. ლეილა ალი არის მსოფლიოში ცნობილი მოკრივის, მუჰამედ ალის შვილი.[1] თავისი კარიერის მანძილზე, რომელიც დაუმარცხებლად განვლო, იყო WBC, WIBA, IWBF, IBA და IWBF-ის ტიტულების მფლობელი სუპერსაშუალო წონაში. ლეილა ალიმ, მთელი კარიერის განმავლობაში 24 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მათგანი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მან 21-ჯერ ნოკაუტით მიაღწია წარმატებას.

ლეილა ალი
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი ლეილა ამარია ალი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
დაიბადა 30 დეკემბერი, 1977
მაიამი, აშშ
სიმაღლე 178 სმ
პროფესიონალური კარიერა
პირველი ბრძოლა 8 ოქტომბერი 1999
უკანასკნელი ბრძოლა 2 თებერვალი 2007
ბრძოლა 24
მოგება ნოკაუტით 21
ფრე 0

ბავშვობა

ლეილა ამარია ალი დაიბადა 1977 წლის 30 დეკემბერს, მაიამიში, ფლორიდაში, ცნობილი მოკრივის — მუჰამედ ალისა და მისი მესამე მეუღლის, ვერონიკა პორჩე ალის ოჯახში. ალიმ დაამთავრა კალიფორნიის სანტა მონიკას კოლეჯი ბიზნესის განხრით. მას ჰქონდა საკუთარი სალონი, როგორც მანიკურის სპეციალისტს, სანამ პროფესიონალური კრივით დაკავდებოდა.[2]

მოკრივის კარიერა

ალიმ კრივში ვარჯიში 18 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ნახა ქრისტი მარტინის ასპარეზობა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან პირველად გადაცემა „დილა მშვიდობისა ამერიკა“-ში, ჟურნალისტ დიან სოიერთან ისაუბრა.[3] როდესაც მან აცნობა მუჰამედ ალის თავისი გადაწყვეტილების შესახებ, იგი უკმაყოფილო დარჩა შვილის მიერ ასეთი სახიფათო პროფესიის არჩევით.

1999 წლის 8 ოქტომბერს, თავის პირველ მატჩში, იგი დაუპირისპირდა აპრილ ფოულერს მიჩიგანიდან. შეჯიბრი ნიუ-იორკში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა მისთვის პირველი იყო, შეხვედრას უამრავი ჟურნალისტი და გულშემატკივრი დაესწრო. ალიმ ნოკაუტით დაამარცხა ფაულერი.

ალიმ აგრეთვე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო თავისი მეორე მატჩი. მისი მოწინააღმდეგე იყო შადინა პენიბეიკერი პიტსბურგიდან.[4]

ალიმ ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო, ამიტომ ბევრს სურდა, რომ იგი შეხვედროდა ან ჯორჯ ფორმანის შვილ ფრიდა ფორმანს, ან ჯო ფრეზიერის ქალიშვილს ჯეკი ფრეზიერ-ლაიდს. 2001 წლის 8 ივნისს, ალი და ფრეზიერი ერთმანეთს შეხვდნენ. ალი ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ერთადერთი მარცხი იქნება ჯეკი ფრეზიერ-ლაიდის თხუთმეტ მატჩიან კარიერაში[5].

ალი პოდიუმზე, 2011 წელი

2002 წლის 17 აგვისტოს, ლას-ვეგასში გამართულ შეხვედრაში ლეილა ალი მეორე რაუნდში, ნოკაუტით, ამარცხებს სუზეტ ტეილორს. ამ გამარჯვებით იგი მოიპოვებს IBA-ს ტიტულს.

8 ნოემბერს, ლას-ვეგასში, ვალერი მაჰფუდთან ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვების შემდეგ, იგი WIBA-სა და IWBF-ის ქამრების მფლობელიც გახდა.[6]

2003 წლის 21 ივნისს, ალი და მაჰფუდი ერთმანეთს უკვე ლოს-ანჯელესში შეხვდნენ.ლეილა ალიმ კვლავ ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

2003 წლის 23 აგვისტოს, ალი შეხვდა მის ინსპირაციას, ქრისტი მარტინს და ნოკაუტით დაამარცხა მეოთხე რაუნდში.[7]

2004 წლის 14 ივლისს, ალიმ ნიკი ელპიონის დამარცხებით შეინარჩნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული[8].

2004 წლის 30 ივლისს, მან მეეცხრე რაუნდში დაამარცხა მონიკა ნუნეში. ალის და ნუნიესის პაექრობა ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და დენი უილიამსის ბრძოლისწინა დაპირისპირება იყო. ყველასთვის გასაკვირად, ტაისონმა მაშინ უილიამსთან ნოკაუტით წააგო. თუმცა ამ დროს უკვე ტაისონის კარიერის დაისი იყო და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბოლოსწინა შეხვედრას ატარებდა რინგზე.

2004 წლის 24 სექტემბერს, ალიმ მიიღო IWBF-ის ტიტული ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, ნოკაუტით დაამარცხა რა გუენდოლინ ო'ნილი მესამე რაუნდში. ეს შეხვედრა გაიმართა ატლანტაში, ჯორჯიის შტატი.

2005 წლის 11 ივნისს, ტაისონი-კევინ მაკბრაიდის წინასამატჩო ბრძოლაში, ალიმ ერინ ტუგილი მესამე რაუნდში დაამარცხა და მოიპოვა კრივის მსოფლიო საბჭოს ტიტული, WIBA-ს ტიტულთან ერთად.[9] იგი გახდა მეორე ქალი, რომელმაც მოიპოვა WIBA-ს ტიტული (პირველი იყო ჯეკი ნავა).

2005 წლის 17 დეკემბერს, ბერლინში, ალი შეხვდა ასა სანდელს და დაამარცხა იგი ტექნიკური ნოკაუტით მეხუთე რაუნდში.მუჰამედ ალი ესწრებოდა ბრძოლას და შეჯიბრი დამთავრების შემდეგ გადაკოცნა თავისი შვილი. .[10]

2006 წლის 7 ივნისს ალიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა,რომ მოუთმენლად ელოდა ენ ვოლფიენ ვოლფთან შეხვედრას, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ვოლფთან ბრძოლა არ შედგა.ამის მაგივრად, 2006 წლის 11 ნოემბერს, ალი შელი ბარტონს შეხვდა,რომელიც ტექნიკური ნოკაუტით მეოთხე რაუნდში დაამარცხა. 2007 წლის 2 თებერვალს, ალი კვლავ შეხვდა ონილს და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ეს ალის უკანასკვნელი პროფესიონალური ბრძოლა იყო[5].

მაჩვენებელი

24 მოგება (21 ნოკაუტი, 3 მსაჯების გადაწყვეტილება), 0 წაგება , 0 ფრე
შედეგითანაფარდობამოწინააღმდეგემოგების ტიპირაუნდითარიღიადგილიშენიშვნა
მოგება24–0–0 გუენდოლინ ონილიტექნიკური ნოკაუტი12007-02-03 კემპტონ პარკი, სამხრეთ აფრიკა
მოგება23–0–0 შელი ბარტონიტექნიკური ნოკაუტი42006-11-11 ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
მოგება22–0–0 ასა სანდელიტექნიკური ნოკაუტი52005-12-17 ბერლინი, გერმანია
მოგება21–0–0 ერინ ტუგილიტექნიკური ნოკაუტი32005-06-11 ვაშინგტონიWIBA & WBC სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება20–0–0 კასანდრა გეიგარიტექნიკური ნოკაუტი82005-02-11 ატლანტა, ჯორჯია
მოგება19–0–0 გუენდოლინ ონილინოკაუტი32004-09-24 ატლანტა, ჯორჯიაIWBF საშუალოდ მძიმე წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება18–0–0 მონიკა ნუნეშიტექნიკური ნოკაუტი92004-07-30 ლუისვილი, კენტუკი
მოგება17–0–0 ნიკი ეპლიონიტექნიკური ნოკაუტი42004-07-17 ბოუი, მერილენდი
მოგება16–0–0 ქრისტი მარტინინოკაუტი42003-08-23 ბილოქსი, მისისიპი
მოგება15–0–0 ვალერი მაჰფუდიტექნიკური ნოკაუტი62003-06-21 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
მოგება14–0–0 მარი ენ ალმაგერიტექნიკური ნოკაუტი42003-02-14 ლუისვილი, კენტუკი
მოგება13–0–0 ვალერი მაჰფუდიტექნიკური ნოკაუტი82002-11-08 ლას-ვეგასი, ნევადაWIBA, IWBF & IBA სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება12–0–0 სუზეტ უილიამსიტექნიკური ნოკაუტი22002-08-17 ლას-ვეგასი, ნევადაIBA-ს სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება11–0–0 შირველ უილიამსიმსაჯების გადაწყვეტილება62002-06-07 საუთავენი, მისისიპი
მოგება10–0–0 ჯეკი ფრეზიერ-ლაიდიმსაჯების გადაწყვეტილება82001-06-08 ვერონა, ნიუ-იორკი
მოგება9–0–0 კრისტინ რობისნსონიტექნიკური ნოკაუტი52001-03-02 ვერონა, ნიუ-იორკი
მოგება8–0–0 კენდრა ლენჰარტიმსაჯების გადაწყვეტილება62000-10-20 ობორნ ჰილსი, მიჩიგანი
მოგება7–0–0 მარჯორი ჯოუნსიტექნიკური ნოკაუტი12000-06-15 უნივერსალ სიტი, კალიფორნია
მოგება6–0–0 კრისტინა კინგიტექნიკური ნოკაუტი42000-04-02 გუანჯოუ, ჩინეთი
მოგება5–0–0 კარენ ბილიტექნიკური ნოკაუტი32000-04-08 დეტროიტი, მიჩიგანი
მოგება4–0–0 კრისტალ არკანდინოკაუტი12000-03-07 ვინდსორი, კანადა
მოგება3–0–0 ნიკოლინ არსმსრონგიტექნიკური ნოკაუტი21999-12-10 დეტროიტი, მიჩიგანი
მოგება2–0–0 შადინა პენიბეიკერიტექნიკური ნოკაუტი41999-11-10 ჩესტერი, დასავლეთი ვირჯინია
მოგება1–0–0 ეპრილ ფოულერინოკაუტი11999-10-08 ვერონა, ნიუ-იორკიალის პროფესიონალური დებიუტი

კრიტიკა

ისეთი კრივი ჩემპიონი, როგორიცაა ენ ვოლფი (24-1)[11] ინტერვიუებში აცხადებდა, რომ მან მრავალჯერ გამოიწვია ალი ორთაბრძოლისთვის, თუმცა იგი მუდამ არიდებთა თავს არასასურველ მეტოქეებს.[12][13][14][15] ამასთან, ალი ამტკიცებდა რომ მოკრივეები არარაციონალურ თანხებს ითხოვდნენ ასეთი შეხვედრებისთვის, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა მატჩების გასამართად.[16]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი