მაიამი

მაიამი (ინგლ. Miami) — ქალაქი აშშ-ში, ფლორიდის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 417,650 კაცი. ფორბსი მაიამი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი ცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი“.[1] მაიამის პორტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები.[2] 2010 წელს მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი“. 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში, ხოლო მეთხუთმეტე უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში.[3]

ქალაქი
მაიამი
Miami
დროშაგერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი ფლორიდა
ოლქი მაიამი-დეიდი
კოორდინატები 25°47′16″ ჩ. გ. 80°13′27″ დ. გ. / 25.78778° ჩ. გ. 80.22417° დ. გ. / 25.78778; -80.22417
ქალაქის მერი მენი დიასი
დაარსდა 1825
პირველი ხსენება 1825
ფართობი 143,15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 409 719 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 29 740 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5 413 212
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 305, 786
საფოსტო ინდექსი 33152
ოფიციალური საიტი ci.miami.fl.us
მაიამი — აშშ
მაიამი
მაიამი — ფლორიდა
მაიამი

ეკონომიკა

2001 წლიდან მაიამიში დაიწყო სამშენებლო ბუმი. 2002 წელს ინვესტორებმა ერთდროულად დაახლოებით 50 ახალი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყეს, რომელთა სიმაღლე 122 მეტრს აღემატებოდა, მაიამის საქმიანი უბანი შეფასდა როგორც ყველაზე შთამბეჭდავი ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს შემდეგ.[4]მაიამიზე ტურიზმი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. წამყვანი ფინანსური სისტემა, ბიზნეს გარემო, ქვიშიანი სანაპიროები, ფესტივალები და კლუბური მუსიკა ქალაქში იზიდავს 38 მილიონ ტურისტს მთელ მსოფლიოდან.[5]ისტორიული არტ დეკოს უბანი სამხრეთ სანაპიროზე ქალაქს აძლევს მდიდრული ქალაქის იერს. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლუბები და მაღაზიები, ასევე სამხრეთ სანაპიროზე იმართება ისეთი წამყვანი ღონისძიებები როგორიცაა: Sony Ericsson Open, Art Basel, Winter Music Conference, South Beach Wine & Food Festival, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული და Ultra Music Festival-ი რაც ასე ხიბლავს მილიონობით ადამიანს.

დაძმობილებული ქალაქები


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი