ლიონის ოლიმპიკი (საფეხბურთო კლუბი)

ლიონის ოლიმპიკი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.

ლიონი
ლოგო
სრული სახელი ლიონის ოლიმპიკი
დაარსდა 1899/1950[1]
სტადიონი გრუპამა სტედიუმი
(ტევადობა: 59 186 მაყურებელი)
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა ჟან მიშელ-ოლია
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა პეტერ ბოში
კაპიტანი საფრანგეთის დროშა ლეო დუბუა
ლიგა ლიგა 1
2021-22 4
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.

კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.

ისტორია

ფრანგული კლუბი ლიონის ოლიმპიკი დაარსდა 1950 წელს ორი კლუბის შეერთებით საფეხბურთო კლუბი ლიონი და ლიონის უნივერსიტეტის გუნდის შეერთებით. საფეხბურთო კლუბი ლიონი დაარსდა 1899 წელს და ლიონის ლიმპიკის ოფიციალური დაარსების თარიღადაც 1899 წელია მიჩნეული. «ლომების» სტადიონი სტად ჟერლანი იტევს 40 500 მაყურებელს. ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე დაფიქსირდა 1980 წლის 9 სექტემბერს, რონის დერბში სენტ ეტიენთან, ოფიციალური მონაცემებით თამაშს 48 552 მაყურებელი დაესწრო. ლიონი XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბია. 1960-1970 წლებში ლიონი წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის თასზე.1987 წლამდე ლიონი 4 წელი გამოდიოდა ლიგა 2-ში. შემდეგ კლუბის სათავეში მოვიდა ჟან მიშელ-ოლია. მისი წყალობით კლუბმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია და 1989 წლიდან დღემდე ლიგა 1-ში გამოდის.

ამ ორი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა რაიმონ დომენეკმა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირველი ჩემპიონის ტიტული ლიონმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2001-2002 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში, საშინაო შეხვედრაში ლანსის წინააღმდეგ, ეს იყო ლიონის წარმატების დასაწყისი ამის შემდეგ კლუბმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. “Deloitte”-ს ცნობით 2009 წლისათვის ლიონის ბიუჯეტი 139,6 მილიონ ევროს შეადგენდა და ამ დროისთვის საფრანგეთის ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.[2]

წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზე

2002 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლიონი რეგულარულად გადის ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წლის შემდეგ ლიონი ყოველ წელს ცდება ჯგუფურ ეტაპს, 2009-2010 წლის სეზონში კლუბი გავიდა ნახევარფინალში,სადაც მიუნხენის ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 4-0 წააგო.

სამწვრთნელო შტაბი

  • მთავარი მწვრთნელი: რემი გარდი
  • მწვრთნელის თანაშემწე: ბრიუნო ჟენეზიო
  • მეკარეების მწვრთნელი: ჟოელ ბატი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: რობერტ დიუვერნი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ალექსანდრ დელალი
  • ფიზიოთერაპევტი: რედისი აბდელჟელილი
  • ფიზიოთერაპევტი: სილვენ რუსო
  • ფიზიოთერაპევტი: პატრიკ პერე
  • პროფესიული გუნდის მენეჯერი: კრისტოფ ტონი

შემადგენლობა

2020 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით[3]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  პორტუგალიაენტონი ლოპეში
2მცველი  კოტ-დ’ივუარისინალი დიომონდე
3მცველი  ბრაზილიაემერსონ პალმიერი
4მცველი  საფრანგეთიკასტელო ლუკება
5მცველი  ბელგიაჯეისონ დენაიე
6მცველი  ბრაზილიამარსელო
7თავდამსხმელი  კამერუნიკარლ ტოკო ეკამბი
8ნახევარმცველი  საფრანგეთიჰუსემ აუა
9თავდამსხმელი  საფრანგეთიმუსა დემბელე
10ნახევარმცველი  ბრაზილიალუკას პაკეტა
11თავდამსხმელი  ზიმბაბვეტინო კადევერე


12მცველი  ბრაზილიაენრიკე
14მცველი  საფრანგეთილეო დუბუა (კაპიტანი)
17მცველი  საფრანგეთიმალო გუსტო
18თავდამსხმელი  საფრანგეთირაიან შერკი
20თავდამსხმელი  ალჟირიისლამ სლიმანი
21მცველი  საფრანგეთიდამიენ და სილვა
23ნახევარმცველი  ბრაზილიატიაგო მენდეში
25ნახევარმცველი  საფრანგეთიმაქსენს კაქერე
27მცველი  გერმანიაჯერომ ბოატენგი
29თავდამსხმელი   შვეიცარიაჯერდან შაჩირი
30მეკარე  გერმანიაიულიან პოლერსბეკი
39ნახევარმცველი  ბრაზილიაბრუნო გიმარაეში

ჯილდოები

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი