ლიუბლიანა

ლიუბლიანა (სლოვენ. Ljubljana, გერმ. Laibach, იტალ. Lubiana) — სლოვენიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. ლიუბლიანისა და სავას შესართავთან, ცენტრალურ სლოვენიაში, ალპებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. მოსახლეობა: 265.881 (2002) (495.000 ურბანული აგლომერაციის ჩათვლით).

ქალაქი
ლიუბლიანა
Ljubljana

ტრომოსტოვიე და პრეშერენის მოედანი
დროშაგერბი

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 46°03′05″ ჩ. გ. 14°30′20″ ა. გ. / 46.05139° ჩ. გ. 14.50556° ა. გ. / 46.05139; 14.50556
მმართველი ზორან იანკოვიჩი
პირველი ხსენება 1144
ფართობი 275.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 298
ოფიციალური ენა სლოვენური ენა
მოსახლეობა 292,988 კაცი (2019[1])
სიმჭიდროვე 1,712 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 1000
საავტომობილო კოდი LJ
ოფიციალური საიტი ljubljana.si
ლიუბლიანა — სლოვენია
ლიუბლიანა
ზალცბურგის სამთავარეპისკოპოსო (1112–1555)

ჰაბსბურგთა მონარქია (1555–1804)
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია (1804–1809, 1814–1867)
ილირიული პროვინციები (1809–1814; დედაქალაქი)
(1867–1918)
სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო (1918)
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო[2] (1918–1941)
იტალიის სამეფო (1941–1945; occupied)
მესამე რაიხი (1943–1945; de facto)
იუგოსლავია [3] (1945–1991)

სლოვენიის დროშა სლოვენია (1991–დღემდე)

მდებარეობს 46.03°N, 14.30°E გადაკვეთაზე და ზღვის დონიდან 298 მ სიმაღლეზე. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 0 °C დეკემბერში და 21.9 °C ივლისში. წლიური ნალექი ~1350 მმ-ია.

სახელი

არსებობს ქალაქის სახელის წარმოშობის უამრავი ვერსია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, საწყისი სლოვენურ სიტყვა люблена-შია საძებნელი, ზოგი კი ფოქრობს, რომ ლათინურ სიტყვა aluviana-ში, ზოგს კი გერმანული სიტყვა Laibach მიაჩნია პირველადად.

ისტორია

ქალაქის მიდამოები რომის იმპერიის ფარგლებში იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 34 წელს რომის კოლონია ემონამ, თანამედროვე ლიუბლიანიდან მოშორებით, ქალაქის უფლება მიიღო. ახ. წ. V საუკუნეში ტერიტორია ბარბაროსებმა დაიპყრეს. VI საუკუნიდან აქ სლავური ლუვიგანაა განლაგებული, რომელიც X საუკუნეში უნგრელებმა დაიპყრეს.

ლიუბლიანის პირველი წერილობით მოხსენიება 1144 წელს განეკუთვნება. 1260 წელს მდინარე ლიუბლიანიცაზე პირველად მოიხსენიება როგორც ქალაქი. სწორედ იმხანად გახდა ლიუბლიანია კრაინის ადმინისტრაციული ცენტრი. 1276 წელს ტიროლის გრაფების ხელშია. 1335 წლიდან 1918 წლამდე — კრაინის მთავარი ქალაქია, რომელიც ჰაბსბურგებს ექვემდებარებოდა. 1809-1813/1815 წწ ფრანგული ილირიის პროვინციის ცენტრია. XIXXX სს სლოვენიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრია.

1918 წელს იუგოსლავიის სამეფოს შექმნისთანავე ლიუბლიანა სამეფოში შემავალი სლოვენიის დედაქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებულია იტალიელების მიერ 1941—1943 წლებში, ხოლო 1943—1945 წლებში გერმანელების მიერ. ომის დასრულებისთანავე ლიუბლიანა სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი, ხოლო 1991 წლიდან დამოუკიდებელი სლოვენიის დედაქალაქი გახდა.

არქიტექტურა

ლიუბლიანას ციხესიმაგრე

იმის მიუხედავად, რომ ლიუბლიანაში მოზრდილი შენობებიც დგას, განსაკუთრებით ქალაქის განაპირას, სლოვენიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრი მაინც ხელუხლებელი რჩება. აქ წარმოდგენილია ბაროკოსა და არტ-ნუვოს მიქსი. ქალაქი გრაცისა და ზალცბურგის მკაცრი ავსტრიული მოდური სტილის მკვეთრ გავლენას განიცდის.ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა XII საუკუნეში აგებული ლიუბლიანის ციხესიმაგრეა, რომელიც მდინარე ლიუბლიანიცას გადაჰყურებს. ციხესიმაგრე მარკგრაფების რეზიდენცია იყო.

ტრანსპორტი

ლიუბლიანა მსხვილი სატრანსპორტო კვანძია და ევროპის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარეობს. თანამედროვე გზატკეცილებით იტალიას, ადრიატიკის სანაპიროს, ხორვატიას, უნგრეთსა და ავსტრიას, ასევე შიდარესპუბლიკურ მსხვილ ქალაქებს უკავშირდება. ლიუბლიანის საქალაქო-საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომპანია LPP-ის ავტობუსებისგან შედგება. მიმდინარეობს განხილვა ცენტრალური ქუჩების ტრამვაით მომსახურების შესახებ, რამეთუ უკანასკნელმა ტრამვაიმ ქალაქში 1956 წელს შეწყვიტა მუშაობა ავტომობილების ჭარბი ნაკადის გამო, განსაკუთრებით კი პიკის საათებში.

ლიუბლიანის საერთაშორისო აეროპორტი ბრნიკი (სლოვენ. Letališče Ljubljana, LJU), (Letališče Brnik) ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრზე მდებარეობს. განვითარებულია ქალაქგარე ავტობუსებისა და მატარებლების ქსელი.

განათლება

  • ლიუბლიანის უნივერსიტეტი
  • სლოვენიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია. (სლოვენ. Slovenska akademija znanosti in umetnosti, SAZU) (ინგლ. Slovenian Academy of Sciences and Arts, SASA).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი