ლუმბინი

ლუმბინი (სანსკ. लुम्बिनी - მომხიბლავი) — სატაძრო კომპლექსი და ბუდისტი პილიგრიმების წმინდა ადგილი ნეპალში, ინდოეთის საზღვრის სიახლოვეს. ამ ადგილას, დედოფალმა მაიადევიმ შვა სიდჰართა გაუტამა, იგივე ბუდა გაუტამა, რომელმაც ბუდიზმის მოძღვრება ჩამოაყალიბა. იგი დაახლოებით ძვ.წ. 563 - 483 წლებში ცხოვრობდა. ლუმბინი ბუდისტი პილიგრიმების ოთხი უმნიშვნელოვანესი ადგილიდან ერთ-ერთია, ხოლო დანარჩენი სამი მათგანია - კუშინაგარი, ბოდჰგაია და სარნათჰი.

ლუმბინი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანანეპალის დროშა ნეპალი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიiii, vi
სია[1]
რეგიონი**აზია და ოკეანეთი
კოორდინატები27°28′08″ ჩ. გ. 83°16′34″ ა. გ. / 27.46889° ჩ. გ. 83.27611° ა. გ. / 27.46889; 83.27611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1997  (21-ე სესია)
ნომერი666
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 666
ინგლ.რუს.ფრ.

ლუმბინი ჰიმალაის მთისწინეთში მდებარეობს, კაპილავასტუს მუნიციპალიტეტიდან 25 კმ-ით აღმოსავლეთით, სადაც ბუდა თავისი ცხოვრების 29 წლამდე ცხოვრობდა. ლუმბინში მრავალი ტაძარი მდებარეობს, მათ შორისაა მაიადევის ტაძარი, ასევე ქვა, რომელზეც გამოსახულია ბუდას დაბადების სცენა.

კომპლექსი მოიცავს ბუდისტურ მონასტრებს, ტაძრებს, სტუპებს და სხვა მონუმენტებს.

აღსანიშნავია, რომ ყოველ ქვეყანას, სადაც გავრცელებულია ბუდიზმი, ლუმბინში საკუთარი ტაძრის აგება შეუძლია. ამის გამო, აქ მდებარეობს ტაილანდური, ჩინური, გერმანული, კამბოჯური და ა.შ. ტაძრები.

1997 წელს, იუნესკომ ლუმბინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი