მარიონ კოტიარი

მარიონ კოტიარი (ფრანგ. Marion Cotillard; დ. 30 სექტემბერი, 1975) — ფრანგი კინომსახიობი, რომელიც თითქმის 40 კინო და სატელევიზიო ფილმში გამოჩნდა 1993 წლიდან.

მარიონ კოტიარი
დაბადების სახელი მარიონ კოტიარი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1975 (1975-09-30) (48 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
აქტიური 1993-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში

2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
სეზარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2004 — ხანგრძლივი ნიშნობა

ბიოგრაფია

მარიონი დაიბადა მსახიობთა ოჯახში. მან სენაზე თამაში ბავშვობიდან დაიწყო, თინეიჯერობის პერიოდში კი ტელეფილმებიდან კინოში გადავიდა. 1990-იანი წლების დასასრულს მან, როგორც ფრანგმა კინომსახიობმა, წარმატებას მიაღწია ფილმებით: „ჩემი სექსუალური ცხოვრება... ანუ როგორ ჩავერთე კამათში“ (1996) და „ტაქსი“ (1998), ასევე, ის უფრო ფართო აუდიტორიამ ნახა ფილმებში: „დიდი თევზი“ (2003), „ხანგრძლივი ნიშნობა“ (2004), რომლისთვისაც მან სეზარის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მეორეხარისხოვან როლში და „კარგი წელი“ (2006).

მისი მიერ შექმნილმა ედიტ პიაფის პორტრეტმა ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007) მას საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: BAFTA-ს, სეზარის, ოქროს გლობუსის ჯილდოები და სწორედ ამ ფილმით ის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც აიღო ოსკარი ფრანგულენოვანი როლის შესრულებისათვის.

მარიონმა ინტერესი გარემოს საქმეებშიც გამოავლინა და გრინპისის ორატორადაც იმსახურა. ის თავის კომპანიონ მსახიობ და რეჟისორ გიიომ კანესთან ერთად ცხოვრობს.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1996 ჩემი სექსუალური ცხოვრება... ანუ როგორ ჩავერთე კამათში My Sex Life... or How I Got Into an Argumentსტუდენტი
1998 ტაქსი Taxi ლილი
2003 დიდი თევზი Big Fish ჟოზეფინ ბლუმი
2003 შემიყვარე თუ გაბედავ Jeux d'enfants სოფი კოვალსკი
2004 ხანგრძლივი ნიშნობა Un long dimanche de fiançaillesტინა ლომბარდი
2006 კარგი წელი A Good Year ფანი შენალი
2007 ცხოვრება ვარდისფერ ფერებში La Vie en rose ედიტ პიაფი
2009 საზოგადოების მტრები Public Enemiesბილი ფრეჩიტი
2009 ცხრა Nine ლუიზა კონტინი
2010 დასაწყისი Inception მელორი „მოლ“ კობი
2010 პატარა საიდუმლოებები Les petits mouchoirs მარი
2011 შუაღამე პარიზში Midnight in Paris ადრიანა
2012 ბნელი რაინდი: აღზევება The Dark Knight Rises მირანდა ტეიტი
2012 ჟანგი და ძვალი De rouille et d'os სტეფანი
2013 იმიგრანტი The Immigrantევა საიბულსკი
2014 ორი დღე, ერთი ღამე Deux jours, une nuit სანდრა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი