მაცივარი

მაცივარი — საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნივთების ან ნივთიერებების, ჩვეულებრივ საკვების, მედიკამენტების, დაბალ ტემპერატურაზე შენახვის მიზნით. ტიპურ მაცივარში ტემპერატურა 2–8 °C-ია, ხოლო მის ერთ-ერთ განყოფილებაში — საყინულეში 0 °C-ზე დაბალი.

მაცივრის ინტერიერი

მოწყობილობა, რომელიც დაბალ ტემპერატურას უზრუნველყოფდა, პირველად 1750-იან წლებში გაჩნდა. 1854 წელს დამზადდა პირველი დანადგარი, რომელიც აირის დაწნეხვით ახერხებდა ტემპერატურის შემცირებას. სწორედ ამ წლიდან იწყება პირველი კომერციული მაცივრების გამოჩენა ბაზარზე. დროთა განმავლობაში მაცივრების დამზადების ტექნოლოგია დაიხვეწა და 1913 წლიდან ისინი უკვე სახლებში გამოჩნდა, საოჯახო მოხმარებისთვის. 1920-იანი წლებიდან დაიწყეს ფრეონის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მაცივრების პოპულარობას და ხელმისაწვდომი გახადა საშუალო კლასისთვისაც.

ლიტერატურა

  • Rees, Jonathan. Refrigeration Nation: A History of Ice, Appliances, and Enterprise in America (Johns Hopkins University Press; 2013) 256 pages

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი