მდოგვი

მდოგვი — ბალახოვანი მცენარეები კომბოსტოსებრთა ოჯახის Sinapis და Brassica-ს გვარებისა. Sinapis გვარი მოიცავს 7-10 ერთწლოვან ან იშვიათად მრავალწლოვან სახეობას.

მდოგვი
სარეპტის მდოგვი (Brassica juncea)
აღწერა
ორი გვარის მცენარეთა საერთო სახელწოდება
სახელის სტატუსი
საერთო სახელი
მშობლიური ტაქსონი
კომბოსტოსებრნი
გვარები
  • მდოგვი (Sinapis)
  • კომბოსტო (Brassica)
სურათები ვიკისაწყობში

გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. მეტწილად სარეველა მცენარეებია. ყოფილ სსრკ-ში მისი 2-3 სახეობაა, საქართველოში — 2: თეთრი მდოგვი (Sinapis alba) იზრდება მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე.

მინდვირის მდოგვი (Sinapis arvensis) ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება. Brassica-ს გვარიდან მდოგვს მიეკუთვნება სარეპტის მდოგვი (Brassica juncea), რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. მოჰყავთ ევროპასა და აზიაში. ჩვენში ნათესების სარეველაა. იზრდება აფხაზეთსა და აჭარაში. შავი მდოგვი (Brassica nigra) მოჰყავთ მცირე აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში სარეველაა.

მდოგვი მოჰყავთ თესლისაგან ზეთის მისაღებად (სარეპტის მდოგვის თესლში 35-40% ზეთია, თეთრ მდოგვში — 25-34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობ, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მდოგვის კოპტონისაგან მზადდება მდოგვის ქაღალდი და სუფრის მდოგვი. სარეპტის მდოგვის ძირხვენიან და ფოთლოვან ჯიშებს ბოსტნეულის მსგავსად ჭამენ. თეთრი მდოგვი ჭოტების წარმოქმნამდე შეიძლება საქონლის საკვებად გამოვიყენოთ. საქართველოში ფოთლოვანი მდოგვი მოჰყავთ სასალათედ.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი