მისრათა

მისრათა (არაბ. مصراتة‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, თავისივე სახელწოდების რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ტრიპოლიდან 187 კმ-ით აღმოსავლეთით და ბენღაზიდან 825 კმ-ით დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისრათის კონცხის სიახლოვეს.

ქალაქი
მისრათა
არაბ. مصراتة‎

მისრათის ცენტრალური პარკი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი მისრათა
კოორდინატები 32°22′39″ ჩ. გ. 15°05′31″ ა. გ. / 32.37750° ჩ. გ. 15.09194° ა. გ. / 32.37750; 15.09194
ფართობი 2770 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 281 000 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 31
მისრათა — ლიბია
მისრათა

281 000 მცხოვრებით, მისრათა ლიბიის მესამე უდიდესი ქალაქია, ტრიპოლისა და ბენღაზის შემდეგ. ხშირად მას ლიბიის ბიზნეს-დედაქალაქსაც უწოდებენ. ფუნქციონირებს ნავსადგური.

ისტორია

სხვადასხვა წყაროების მიუხედავად, დღემდე არაა დაზუსტებული ქალაქი ფინიკიელებმა დააარსეს (3 000 წლის წინ),[1] რომაელებმა[2] თუ მუსლიმანმა დამპყრობლებმა (VII საუკუნეში).[3][4][5], ასევე უცნობია რა იყო მისი ძველი სახელი.

სამოქალაქო ომი

2011 წლის თებერვალში, ლიბიის სამოქალაქო ომის დროს მისრათა ოპოზიციის ცენტრი გახდა. ქალაქი მასიურად იბომბებოდა მუამარ კადაფის ძალების მიერ, რა დროსაც იგი მძიმედ დაზიანდა.

ეკონომიკა

მისრათა ლიბიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ფუნქციონირებს მეტალურგიული საწარმოები, კვების მრეწველობა და მიმდინარეობს გაზის მოპოვება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი