მომხმარებელი:Saliner/სავარჯიშო

ქალაქი
კერიკ-ონ-შენონი
Cora Droma Rúisc

კერიკ-ონ-შენონის ხელოვნების ცენტრი
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო (ირლანდია)|ირლანდიის საგრაფო|საგრაფო მეიო
კოორდინატები 53.805°00′00″ ჩ. გ. 9.1283°00′00″ დ. გ. / 53.80500° ჩ. გ. 9.12830° დ. გ. / 53.80500; -9.12830
ცენტრის სიმაღლე 118
მოსახლეობა 709 კაცი (2006)
აგლომერაცია 1 413
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
Saliner/სავარჯიშო — ირლანდიის რესპუბლიკა
Saliner/სავარჯიშო

ბალა (ინგლ. Balla; ირლ. Balla, „კედელი“}) — პატარა ქალაქი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა[1] და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით აქვს ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე უდიდესი ეკონომიკა.[2] საოჯახო ქონების მონაცემით საფრანგეთი უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში და მეოთხეა მსოფლიოში. [3] მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მას მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოში. საფრანგეთს ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ის ყოველწლიურად 83 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს.[4]

საფრანგეთს აქვს მეექვსე უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტი,[5] და 29-ე უდიდესი არმია მსოფლიოში. საფრანგეთი ფლობს ბირთვული იარაღის მესამე უდიდეს მარაგს მსოფლიოში[6] და სიდიდით მეორე დიპლომატიურ კორპუსს აშშ-ის შემდეგ.[7] ის არის გაეროს დამფუძნებელი წევრი, ასევე უშიშროების საბჭოს ხუთიდან ერთ-ერთი მუდმივი წევრი და წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, დიდი ოცეული, ნატო, OECD, WTO და ლათინური კავშირი. გარდა ამისა, საფრანგეთი არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი და მოწინავე წევრი, ამასთან ფართობით მისი უდიდესი სახელმწიფო.[8] 2013 წლისთვის საფრანგეთს მეოცე ადგილი ეკავა მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, ხოლო, 2012 წელს, 22-ე – კორუფციის აღქმის ინდექსით.[9]

ქქ

ქქქ

ფსფდ

ეფფ

ფსდფს

გარემოს დაცვა

რეგიონული (მწვანე) და ეროვნული (ეროვნული) პარკები საფრანგეთში.

საფრანგეთი იყო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა, სადაც შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო, 1971 წელს. [10] მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყანაა, ის მხოლოდ მეჩვიდმეტეა მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფით და ჩამორჩება ისეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა კანადა და ავსტრალია. ეს შედეგია, 1973 წლის ნავთობის კრიზის შემდეგ მიღებული, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისა, დააბანდოს ფული ბირთვულ ენერგიაში.[11] დღეს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 75 % სწორედ ბირთვულ ენერგიაზე მოდის,[12] ამითვე აიხსნება, რატომ ბინძურდება საფრანგეთი სათბურის აირებით ნაკლებად ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან შედარებით.[13][14]

ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთი დათანხმდა, შეემცირებინა ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში, 2020 წლისთვის, სულ მცირე 20 %-ით, 1990 წელთან შედარებით.[15] 2009 წელს საფრანგეთში ნახშირორჟანგის გამოყოფა, საშუალოდ ერთ მოსახლეზე, უფრო მცირე იყო, ვიდრე ჩინეთში.[16]

2009 წელს საფრანგეთმა შემოიღო ნახშირორჟანგის გადასახადი – 17 ევრო გამოყოფილი ნახშირორჟანგის ყოველ ტონაზე.[17] ამ გადასახადს ქვეყნის ბიუჯეტისათვის ოთხი მილიარდი ევროს მოგება უნდა მოეტანა ყოველწლიურად,[18] თუმცა ის გაუქმდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის უმთავრესია ფრანგული კომპანიების მდგომარეობა, რომლებიც არათანაბარ პირობებში დგებოდნენ მეზობელი ქვეყნების კონკურკურენტებთან, რომლებსაც არ უწევდათ მსგავსი გადასახადის გადახდა. ნახშირორჟანგის გადასახადის შემოღება პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არაპოპულარულ პოლიტიკურ ნაბიჯად ჩაითვალა.[19]

2010 წელს იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულ კვლევაში საფრანგეთმა მეშვიდე ადგილი დაიკავა ყველაზე შეგნებული გარმოს დაცვითი პოლიტიკის მქონე ქვეყნებს შორის.[20][21]

საფრანგეთის მიწის ფართობის 28 % ტყითაა დაფარული.[22][23] საფრანგეთის ტყეები ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია ევროპაში 140-ზე მეტი სახეობის ხით.[24] ქვეყანაში არის 9 ეროვნული პარკი[25] და 46 დაცული ლანდშაფტი.[26] საფრანგეთს სურს, 2020 წლისთვის, თავისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის 20% გადააქციოს დაცულ საზღვაო ტერიტორიად.[27]

ადმინისტრაციული დაყოფა

საფრანგეთი იყოფა 27 ადმინისტრაციულ რეგიონად. 22 მათგანი მდებარეობს მეტროპოლიურ საფრანგეთში (21 კონტინენტურ ნაწილზე და ერთი კუნძულ კორსიკაზე), ხოლო 5 წარმოადგენს საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონს. რეგიონები იყოფიან 101 დეპარტამენტად.[28] ყველა მათგანს მინიჭებული აქვს საკუთარი ნომერი (ძირითადად ანბანის მიხედვით). ეს ნომრები გამოიყენება მათს საფოსტო კოდებსა და სატრანსპორტო ნომრებში.

101 დეპარტამენტი აერთიანებს 341 ოლქს, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 4 051 კანტონად. კანტონები მოიცავენ 36 697 კომუნას. კომუნა არის უმდაბლესი დონის ადმინისტრაციული ოლქი, საკუთარი არჩევითი მუნიციპალური საბჭოთი. 36 697 კომუნიდან 33 414 (91.1%) ქმნის 2 588 კომუნათაშორის გაერთიანებას. 3 კომუნა (პარიზი, ლიონი, მარსელი) დაყოფილია 45 მუნიციპალურ ოლქად.

რეგიონები, დეპარტამენტები და კომუნები ცნობილია, როგორც ტერიტორიული გაერთიანებები, რაც ნიშნავს, რომ ისინი განაგებენ როგორც საკრებულოებს, ისე აღმასრულებელ ორგანოს. ოლქები და კანტონები მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულებია. თუმცა, 1940 წლამდე ოლქი იყო ტერიტორიული გაერთიანება არჩევითი საბჭოთი. შემდეგში ის შეიცვალა ვიშის რეჟიმის მიერ და საბოლოოდ გაუქმდა, 1946 წელს, საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის დროს.

მეტროპოლიური საფრანგეთი

მეტროპოლიური საფრანგეთის 22 რეგიონი და 96 დეპარტამენტი. პარიზის ტერიტორია გადიდებულია (მარცხნივ).
რეგიონიდეპარტამენტებიდედაქალაქი
აკვიტანიაატლანტიკური პირინეი, დორდონი, ლანდი, ლო და გარონა, ჟირონდა ბორდო
ბრეტანიილი და ვილენი, კოტ-დ’არმორი, მორბიანი, ფინისტერი რენი
ბურგუნდიაიონა, კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა დიჟონი
ელზასიზემო რეინი, ქვემო რეინი სტრასბურგი
ზემო ნორმანდიაერი, ზღვისპირა სენა რუანი
ილ-დე-ფრანსიესონა, ვალ-დე-მარნი, ვალ-დ'უაზი, იველინი, ო-დე-სენი, პარიზი, სენა და მარნა, სენა-სენ-დენი, პარიზი
კორსიკასამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა აიაჩო
ლანგედოკი-რუსილონიაღმოსავლეთი პირინეი, გარი, ერო, ლოზერი, ოდი მონპელიე
ლიმუზენიზემო ვიენა, კორეზი, კრეზი ლიმოჟი
ლოთარინგიავოგეზი, მიოზი, მიორტი და მოზელი, მოზელი, მეცი
ლუარაატლანტიის ლუარა,ვანდეია, მაიენი, მენი და ლუარა, სარტა ნანტი
ნორდ-პა-დე-კალენორი, პა-დე-კალე ლილი
ოვერნიალიე, ზემო ლუარა, კანტალი, პუი-დე-დომი კლერმონ-ფერანი
პიკარდიაენა, სომა, უაზა ამიენი
პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირიბუშ-დიუ-რონი, ვარი, ვოკლიუზი, ზემო ალპები, ზემო პროვანსის ალპები, ზღვისპირა ალპები მარსელი
პუატუ-შარანტიდიო-სევრი, ვიენა, ზღვისპირა შარანტა,შარანტა პუატიე
რონა-ალპებიარდეში, დრომი, ენი, ზემო სავოია, იზერი, ლუარა, რონა, სავოია ლიონი
სამხრეთი პირენეებიავერონი, არეჟი, ზემო გარონა, ზემო პირინეი, ლო, ჟერი, ტარნი, ტარნი და გარონა ტულუზა
ფრანშ-კონტებელფორის ტერიტორია, დუ, ზემო სონა, იურა ბეზანსონი
ქვემო ნორმანდიაკალვადოსი, მანში, ორნი კანი
შამპან-არდენიარდენი, ზემო მარნა, მარნა, ობი, შალონ-ან-შამპანი
ცენტრიენდრი, ენდრი და ლუარა, ერი და ლუარი, ლუარე, ლუარი და შერი, შერი, ორლეანი

ზღვისიქითა რეგიონები

საფრანგეთის 101 დეპარტამენტიდან ხუთი (საფრანგეთის გვიანა, გვადელუპა, მარტინიკა, მაიოტა და რეიუნიონი) არის ზღვისიქითა რეგიონი (ROM), ამავდროულად ისინი წარმოადგენენ ზღვისიქითა დეპარტამენტებს (DOMs) და არიან საფრანგეთის, შესაბამისად ევროკავშირის, განუყრელი წევრები და გააჩნიათ ზუსტად იგივე სტატუსი, რაც მეტროპოლიურ დეპარტამენტებს.

სახელიკონსტიტუციური სტატუსიდედაქალაქი
საფრანგეთის გვიანაზღვისიქითა რეგიონი (régions d'outre-mer) და, ამავდროულად, ზღვისიქითა დეპარტამენტი (département d'outre-mer ან DOM)კაიენა
გვადელუპაზღვისიქითა რეგიონი (régions d'outre-mer) და, ამავდროულად, ზღვისიქითა დეპარტამენტი (département d'outre-mer ან DOM)ბას-ტერი
მარტინიკაზღვისიქითა რეგიონი (régions d'outre-mer) და, ამავდროულად, ზღვისიქითა დეპარტამენტი (département d'outre-mer ან DOM)ფორ-დე-ფრანსი
მაიოტაზღვისიქითა რეგიონი (régions d'outre-mer) და, ამავდროულად, ზღვისიქითა დეპარტამენტი (département d'outre-mer ან DOM)მამუცუ
მაიოტაზღვისიქითა რეგიონი (régions d'outre-mer) და, ამავდროულად, ზღვისიქითა დეპარტამენტი (département d'outre-mer ან DOM)სენ-დენი

ზღვისიქითა ტერიტორიები და გაერთიანებები

27 რეგიონისა 101 დეპარტამენტის გარდა, საფრანგეთის რესპუბლიკას ეკუთვნის ხუთი ზღვისიქითა გაერთიანება (საფრანგეთის პოლინეზია, სენ-ბართელმი, სენ-მარტენი, სენ-პიერი და მიკელონი და უოლისი და ფუტუნა), ერთი sui generis გაერთიანება (ახალი კალედონია), ერთი ზღვისიქითა ტერიტორია (საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია) და ერთი კუნძული წყნარ ოკეანეში (კლიპერტონი).

მიწები, რომლებიც შედიან საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნაჩვენებია ტოლი მასშტაბით.

ზღვისიქითა გაერთიანებები და ტერიტორიები ყალიბდებიან საფრანგეთის რესპუბლიკის ნაწილად, მაგრამ არა ევროკავშირის ან მისი საფინანსო ზონის (გამონაკლისი სენ-ბართელმი, რომელიც გამოეყო გვადელუპეს 2007 წელს). საფრანგეთის პოლინეზიის წყნაროკეანური გაერთიანებები (COM), უოლისი და ფუტუნა და ახალი კალედონია აგრძელებენ ფრანგული წყნაროკეანური ფრანკის გამოყენებას,[29] რომლის კურსი მკაცრად არის დაკავშირებული ევროსთან. შედარებისთვის, ხუთივე ზღვისიქითა რეგიონი წარსულში იყენებდა ფრანგულ ფრანკს, ხოლო დღეს, აქ ევროა ხმარებაში.[30]

სახელიკონსტიტუციური სტატუსიდედაქალაქი
კლიპერტონიპირადი საკუთრების ზონა, რომელიც პირდაპირ იმართება საფრანგეთის ხელისუფლებისგან.დაუსახლებელი
საფრანგეთის პოლინეზიაიხსენიება, როგორც ზღვისიქითა მიწა (pays d'outre-mer ან POM), სტატუსი აქვს ზღვისიქითა გაერთიანების.პაპეეტე
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიაზღვისიქითა ტერიტორია (territoire d'outre-mer ან TOM)პორტ-ო-ფრანსე
ახალი კალედონიაSui generis გაერთიანებანუმეა
სენ-ბართელმიზღვისიქითა გაერთიანება (collectivité d'outre-mer ან COM)გუსტავია
სენ-მარტენიზღვისიქითა გაერთიანება (collectivité d'outre-mer ან COM)მარიგო
სენ-პიერი და მიკელონიზღვისიქითა გაერთიანება (collectivité d'outre-mer ან COM).სენ-პიერი
უოლისი და ფუტუნაზღვისიქითა გაერთიანება (collectivité d'outre-mer ან COM).მატა-უტუ

მმართველობა

მთავრობა

საფრანგეთი არის უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებით.[31] დღეს მოქმედი მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1958 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმით.[32] ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული პარლამენტთან. საკუთრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰყავს ორი ლიდერი: რესპუბლიკის პრეზიდენტი (ამჟამად ფრანსუა ოლანდი), რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, ხუთწლიანი ვადით (წარსულში 7 წლით)[33] და მთავრობა, რომელსაც მართავს პრეზიდენტის დანიშნული პრემიერ–მინისტრი (ამჟამად ჟან–მარკ ერო).

ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, 2015 წელს.

საფრანგეთის პარლამენტი არის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოიცავს ეროვნულ კრებასა (ქვედა პალატა) და სენატს (ზედა პალატა).[34] ეროვნული კრების დეპუტატები ირჩევიან ადგილობრივი ამომრჩევლების მიერ ხუთწლიანი ვადით პირდაპირი არჩევნების გზით.[35]კრებას აქვს ძალა, დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი, შესაბამისად აქ უმრავლესობის ქონა ხელისუფლების ჩამოყალიბების უფლებას განაპირობებს. სენატორებს ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგია ექვსწლიანი ვადით (თავდაპირველად 9–წლიანით). წევრთა ნახევრის ხელახალი არჩევა ხდება ყოველ სამ წელიწადში.[36]

სენატის საკანონმდებლო უფლებები შეზღუდულია. პალატებს შორის უთანხმოების შემთხვევაში საბოლოო სიტყვა ეროვნულ კრებას ეკუთვნის.[37] მთავრობას აქვს დიდი ზეგავლენა პარლამენტის დღის წესრიგის ფორმირებაზე.

ფრანგულ პოლიტიკაში გამოირჩევა ორი მოწინააღმდეგე ჯგუფი: მემარცხენეები, რომლებიც ძირითადად გაერთიანებულია „საფრანგეთის სოციალისტური პარტიის“ ირგვლივ და მემარჯვენეები, რომელთა მთავარი პარტიაა „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (UMP). [38] 2012 წლის არჩევნების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება ძირითადად სოციალისტური პარტიის ხელშია.

სამართალი

საფრანგეთი სარგებლობს კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემით.[39] სამართლის ნორმის ძირითადი პრინციპები გამოხატულია ნაპოლეონის კოდექსში (რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა ლუი XIV-ის მიერ შემოღებულ კანონმდებლობას). ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის პრინციპების თანახმად, კანონმა მხოლოდ საზოგადოებისათვის საზიანო ქმედებები უნდა აკრძალოს.

სახელმწიფო ფინანსები

საფრანგეთის სახელმწიფო სესხი (საბიუჯეტო დეფიციტი) მეპ-ის პროცენტებით, 1960-2019 წწ.

2012 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ფრანსუა ოლანდი ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგი წავიდა. მან პირობა დადო, რომ 2017 წლისთვის გაანულებდა საბიჯეტო დეფიციტს. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მათი მიზანია, რომ გააუქმონ ახლად შემოღებული შეღავათები მდიდრებისთვის, გაზარდონ გადასახადი 75 %–მდე მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის, საპენსიო ასაკად კვლავ დააწესონ 60 წელი სრული საპენსიო დახმარებით იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ 42–წლიანი სამუშაო სტაჟი, აღადგინონ ახლადგაუქმებული 60 000 სამუშაო ადგილი განათლების სისტემაში, მოაწესრიგონ იჯარის გადასახადის გაზრდა და ააშენონ დამატებითი სახელმწიფო საცხოვრებლები ღარიბეებისთვის.

2012 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ, მოიპოვა საფრანგეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და მიიღო შესაბამისი კანონების შემოღების უფლება დაპირებული რეფორმების გასატარებლად. საფრანგეთის ხელისუფლების საობლიგაციო პროცენტი დაეცა რეკორდულ ნიშნულამდე, 30 %–მდე,[40] რაც 50 საბაზო პუნქტით დაბალია გერმანიის ხელისუფლების საობლიგაციო პროცენტზე.[41]

სამხედრო სისტემა

საფრანგეთის სამხედრო ძალების მაგალითები. საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა სურათიდან: 1. ბირთვული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“; 2. ავიაგამანადგურებელი; 3, ფრანგული მთის მონადირეები პატრულირებელენ კაპისას პროვინციაში, ავღანეთში; 4. ლეკლერკის ტანკი პარიზში, ბასტილიის დღეს გამართულ აღლუმზე.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალები (Armées françaises) მოიცავს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებს. ის ემორჩილება უმაღლეს მხედართმთავრს, საფრანგეთის პრეზიდენტს. მასში შედის საფრანგეთის არმია(Armée de Terre), საფრანგეთის ფლოტი(Marine Nationale), საჰაერო ძალები (Armée de l'Air) და დამხმარე გასამხედროებული ძალა, ეროვნული ჟანდარმი (Gendarmerie nationale). საფრანგეთის არმია ითვლება ერთ-ერთ უდიდეს შეიარაღებულ ძალებად მსოფლიოში. ადმინისტრაციულად სამხედრო ძალები თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ჟანდარმენია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.ჟანდარმერია სამხედრო პოლიციაა, რომლის მოვალეობა ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დაცვაა. ის, ასევე, შეიცავს ეროვნული ჟანდარმერიის საპარაშუტე ინტერვენციის ესკადრონის (Escadron Parachutiste d'Intervention de la Gendarmerie Nationale) ანტი-ტერორისტულ დივიზიონსა და ეროვნული ჟანდარმერიის ინტერვენციის ჯგუფს(Groupe d'Intervention de la Gendarmerie Nationale, GIGN). თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ასევე, ერთ-ერთი სადაზვერვო ქვედანაყოფი, საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორიატი (Direction Générale de la Sécurité Extérieure). შიდა დაზვერვის ცენტრალური დირექტორიატი (Direction Centrale du Renseignement Intérieur) კი პირდაპირ ემორჩილება შინაგან საქმეთა სამინისტროს. 1997 წლის შემდეგ საფრანგეთში სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ არის.[42]






ეკონომიკა

ლა დეფანსი, პარიზი - საფრანგეთის ეკონომიკის გული

საფრანგეთი დიდი რვიანის წევრი ქვეყანაა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში მეშვიდე, ხოლო ევროკავშირში მეორე უდიდესი ეკონომიკა აქვს.[43] 2010 წლისთვის მსოფლიოს 500 უდიდესი კომპანიიდან 39 საფრანგეთიდანაა, რითაც ის Fortune Global 500–ში მეხუთე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია და გაერთიანებული სამეფო.[44] 1999 წელს საფრანგეთმა, ევროკავშირის სხვა 11 წევრ ქვეყანასთან ერთად, მხარი დაუჭირა ერთიანი ევროპული ვალუტის, ევროს შემოღებას, რომელმაც 2002 წლისთვის მთლიანად ჩაანაცვლა რესპუბლიკის ძველი ვალუტა – ფრანკი (₣).[45]

საფრანგეთს აქვს შერეული ეკონომიკის სისტემა,[46][47] რომელიც აერთიანებს, როგორც მასობრივ კერძო წარმოებას, ისე სახელმწიფოს აშკარა ჩარევას ქვეყნის ეკონომიკაში. მთავრობა ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას ინფრასტრუქტურულ სექტორში – ის რკინიგზაში, ელექტრობაში, ავიაციაში, ტელეკომუნიკაციებსა და ბირთვულ წარმოებაში დღემდე უდიდეს წილებს ფლობს.[39] რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ამ სფეროებზე კონტროლის შემცირება.[39] მათ ნელ–ნელა დაიწყეს სახელმწიფო კუთვნილების აქციონირება და გაყიდეს წილები სადაზღვეო, საბანკო და სამხედრო ინდუსტრიებში, ასევე ისეთ კომპანიებში, როგორებიც არიან: „France Télécom“ და „Air France“.[39] საფრანგეთს აქვს ძლიერი საჰაერო ინდუსტრია, რომლის უმთავრესი მოთამაშე ევროპული კონსორციუმი „Airbus“–ია. სწორედ ის ფლობს ეროვნულ კოსმოდრომს საფრანგეთის გვიანაში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიხედვით, 2009 წლისთვის საფრანგეთი მსოფლიოში საწარმო საქონლის მეექვსე ემსხვილესი ექსპორტიორი და მეოთხე ემსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა იყო.[48] 2008 წელს საფრანგეთი, OECD–ს წევრ ქვეყნებს შორის, იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მესამე უდიდესი მიმღები სახელმწიფო. ის ჩამორჩებოდა ლუქსემბურგსა (სადაც პირდაპირ ინვესტიციას არსებითად ფულის იმ ბანკებში გადარიცხვა განაპირობებს, რომლებიც აქ მდებარეობენ) და აშშ–ს ($316 მლრდ.), სამაგიეროდ გაუსწრო დიდ ბრიტანეთს ($96,9 მლრდ.), გერმანიასა ($25 მლრდ.) და იაპონიას ($24 მლრდ.).[49][50]

საფრანგეთი საკუთარი ელექტრობის 75 %–ს ბირთვული ენერგიით გამოიმუშავებს, რაც უდიდესი მაჩვენებელია მსოფლიოში.[51]

იმავე წელს ფრანგულმა კომპანიებმა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ $220 მილიარდის ინვესტიცია ჩადეს, რითაც რესპუბლიკა OECD–ში მეორე უდიდესი გარე ინვესტორი გახდა, აშშ–ს შემდეგ ($311 მლრდ.), და აჯობა გაერთიანებულ სამეფოს ($111 მლრდ.), იაპონიასა ($128 მლრდ.) და გერმანიას ($157 მლრდ.).[49][50]

საფინანსო მომსახურეობა, საბანკო და სადაზღვეო სექტორები ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პარიზის საფონდო ბირჟა (La Bourse de Paris) ძველი ორგანოა, რომელიც ლუი XV–მ შექმნა 1724 წელს.[52] 2000 წელს, პარიზის, ბრიუსელისა და ამსტერდამის საფონდო ბირჟები გაერთიანდა Euronext–ში.[53] 2007 წელს Euronext შეერწყა ნიუ-იორკის სააქციო ბირჟას და ჩამოყალიბდა NYSE Euronext – მსოფლიოს უდიდესი საფონდო ბირჟა.[53] Euronext Paris, NYSE Euronext ჯგუფის ფრანგული ფილიალი, ევროპის მეორე უდიდესი საფონდო ბირჟაა, ლონდონის შემდეგ.

ფრანგული კომპანიები ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს სადაზღვეო და საბანკო ინდუსტრიებში: AXA, დღეისათვის, მსოფლიოს უდიდესი სადაზღვეო კომპანიაა; 2010 წლის მონაცემებით, წამყვანი ფრანგული ბანკები: BNP Paribas და Crédit Agricole, შესაბამისად, პირველი და მეექვსე უდიდესი კომპანიები იყვნენ საკუთარ სფეროში (საერთო აქტივებით).[54] გარდა ამისა, Société Générale, 2009 წელს, დასახელდა მსოფლიოს მერვე უმსხვილეს საფინანსო კომპანიად.

საფრანგეთი, დიდი რვიანის წევრ ქვეყნებს შორის, სათბურის აირების ყველაზე მცირე რაოდენობით გამომყოფია, რაც ბირთვული ენერგიის აქტიურად გამოყენების შედეგია. [55] ქვეყნის ელექტროენერგიის მთავარ წილს მეტროპოლიაში მოქმედი 59 ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებს (75 %-ს 2012 წელს).[56] ამის გამო ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამოყენება მცირდება.

სოფლის მეურნეობა

ვენახები შამპან-არდენის რეგიონში.

საფრანგეთი, ისტორიულად, სოფლის მეურნეობის ნაწარმის მსხვილი მწარმოებელი იყო.[57] ვრცელმა ნაყოფიერმა მიწებმა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ და ევროკავშირის სუბსიდიებმა განაპირობეს საფრანგეთის, როგორც ევროპაში უდიდეს [58] (ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის 20 %[59]), ხოლო მსოფლიოში სიდიდით მესამე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბება. [60]

საფრანგეთის მთავარი საექსპორტო სოფლის მეურნეობის პროდუქტებია: ხორბალი, შინაური ფრინველი, რძის ნაწარმი, საქონლისა და ღორის ხორცი, ასევე, ნახევარფაბრიკატი საკვები. ქვეყნის შიგნით ყველაზე გაყიდვადი ვარდისფერი ღვინოა, მაგრამ შამპანური და ბორდო მთავარ საექპორტო ღვინოებად ითვლება. ბოლო წლებში შემცირდა ევროკავშირის სუბსიდიები საფრანგეთისადმი, თუმცა, 2007 წლისთვის, ის 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.[61] იმავე წელს საფრანგეთმა გაყიდა 33,4 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტი.[62]

სოფლის მეურნეობა საფრანგეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია: შრომისუნარიანი მოსახლეობის 3,8 % სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული და ის, 2005 წლის მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ს 4,2 %-ს გამოიმუშავებდა.[59]

შრომის ბაზარი

ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) 2011 წლის კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იმდენივეა, რამდენიც გაერთიანებულ სამეფოში - 35 000 $.[63] გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ მიმომხილველმა პოლ კრუგმანმა თავის სტატიაში გამოიყენა BLS–ის კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ „ფრანგი მუშაკები ისევე მაღალპროდუქტიულები არიან, როგორიც ამერიკელები“, თუმცა 2011 წელს უფრო ცოტა ფრანგი მუშაობდა პროცენტულად და, ამასთან, „მათი სამუშაო საათების რაოდენობა ნაკლები იყო“. კრუგმანის აზრით, ეს სხვაობა განპირობებულია იმით, რომ „ფრანგები აკეთებენ განსხვავებულ არჩევანს პენსიაში გასვლასა და შვებულებაზე“.[64]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი