ფრანკოფონია

ფრანკოფონია (ფრანგ. La Francophonie) — მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. აერთიანებს 57 ქვეყანას, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოს გარკვეულ ნაწილებს, ასევე 23 დამკვირვებელს[3]. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად ითვლება არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე (თუმცა ეს მისასალმებელი ფაქტორია), არამედ, კულტურული კავშირები საფრანგეთთან, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლების, ასევე საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლები არიან. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ (ფრანგ. „égalité, complémentarité, solidarité“).

ფრანკოფონია
დევიზი «თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა»
შეიქმნა 1970
სტატუსი მოქმედი
ტიპი intergovernmental organization[1]
წევრები 54 წევრი სახელმწიფო
3 ასოცირებული წევრი
23 დამკვირვებელი (სულ: 80)
ენა ფრანგული
მდივანი კანადის დროშა მიკაელ ჟანი
ქვეყანა საფრანგეთი
კავშირები Open Education Global[2]
ფრანკოფონია რუკა
ფრანკოფონია რუკა
https://www.francophonie.org/, https://www.francophonie.org/francophonie-brief-1763, https://www.francophonie.org/la-francofonia-en-pocas-palabras-1771, https://www.francophonie.org/la-francophonie-en-bref-arabe-1734 და https://www.francophonie.org/francofonia-em-resumo-1772

ისტორია

ყოფილი ფრანგული კოლონიები, ზღვისიქითა ტერიტორიები და დომინიონები
ფრანგული ენა მსოფლიოში
მუქი-ლურჯი: მშობლიური ენა;
ლურჯი: ადმინისტრაციის ენა;
ცისფერი: კულტურის ენა;
მწვანე: ფრანგულენოვანი უმცირესობა

ორგანიზაცია დაარსდა 1970 წელს. თავიდან ის დაარსდა, როგორც ჩრდილოეთი ფრანგულენოვანი ქვეყნების პატარა კლუბი, ხოლო შემდეგ გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მრავალრიცხოვანი ფილიალები თავიანთ ქვეყნებში. ეს ფილიალები წარმოადგენენ კულტურის, სამეცნიერო, ეკონომიკურ, იუსტიციის და მშვიდობის საკითხების სფეროს.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია მონაწილე ქვეყნების უნივერსალური პროგრამების რეალიზაციის სფეროში მხარდაჭერის და თანამშრომლობის პოლიტიკა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პერსპექტიული პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და იმ ფასეულობების წინ წამოწევა, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მიღწევისკენ და კონფლიქტების გადაჭრისკენ, ფრანგული ენის, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისკენ, კულტურული და ცივილიზირებული დიალოგებისკენ, საერთოსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისკენ, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერისკენ, ასევე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ, ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისკენ და ქვეყნებს და ხალხებს შორის სოლიდარებისკენ.

სამიტები

ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობების სამიტი იმართება 1986 წლიდან თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფრანკოფონიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.

სამიტიადგილითარიღი
I  საფრანგეთი, ვერსალი1986 წლის 17-19 თებერვალი
II  კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია)1987 წლის 2-4 სექტემბერი
III  სენეგალი, დაკარი1989 წლის 24-26 მაისი
IV  საფრანგეთი, პარიზი1991 წლის19-21 ნოემბერი
V  მავრიკი, გრანდ-ბეი1993 წლის 16-18 ოქტომბერი
VI  ბენინი, კოტონუ1995 წლის 2-4 დეკემბერი
VII  ვიეტნამი, ჰანოი1997 წლის 14-16 ნოემბერი
VIII  კანადა, მონკტონი (ნიუ-ბრანსუიკის პროვინცია)1999 წლის 3-5 სექტემბერი
IX  ლიბანი, ბეირუთი2002 წლის 18-20 ოქტომბერი
X  ბურკინა-ფასო, უაგადუგუ2004 წლის 26-27 ნოემბერი
XI  რუმინეთი, ბუქარესტი2006 წლის 28-29 სწქტემბერი
XII  კანადა, კვებეკი (კვებეკის პროვინცია)2008 წლის 17-19 ოქტომბერი
XIII  შვეიცარია, მონტრე2010 წლის 22-24 ოქტომბერი
XIV  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კინშასა2012 წლის 12-14 ოქტომბერი
XV  სენეგალი, დაკარი2014 წლის 28-30 ნოემბერი[4]
XVI  მადაგასკარი, ანტანანარივუ2016 წელი[5]

გენერალური მდივანი

გენერალურ მდივანს ოთხი წლის ვადით ირჩევენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურები. მისი მანდატი შეიძლება გაგრძელდეს შეზღუდვის გარეშე.

სახელი და გვარიფოტოდაბადების ადგილიდაბადების თარიღიმანდატიშენიშვნა
ბუტროს ბუტროს-გალი
 ეგვიპტე1922 წლის 14 ნოემბერი1997 წლის 16 ნოემბერი - 2002 წლის 31 დეკემბერი
აბდუ დიუფი
 სენეგალი1935 წლის 7 სექტემბერი2003 წლის 1 იანვრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრამდე
  • ხელმეორედ აირჩიეს მეორე ვადით 2006 წლის 29 სექტემბერს, ფრანგულენოვანი ქვეყნების XI სამიტზე (რუმინეთი, ბუქარესტი),
  • ხელმეორედ აირჩიეს მესამე ვადით ფრანგულენოვანი ქვეყნების XIII სამიტზე (შვეიცარია, მონტრე).
მიკაელ ჟანი
 კანადა1957 წლის 6 სექტემბერი2015 წლის 1 იანვრიდანაირჩიეს 2014 წლის 30 ნოემბერს ფრანგულენოვანი ქვეყნების XV სამიტზე (სენეგალი, დაკარი). ის პირველი ქალია ამ პოსტზე. მისი უფლებამოსილება დაიწყება 2015 წლის 1 იანვრიდან[6].

წევრი სახელმწიფოები

ევროპა

ევროპის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

ამერიკა და კარიბის აუზი

ამერიკის და კარიბის აუზის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

აზია და წყნარი ოკეანე

აზიის და წყნარი ოკეანის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი

ჩრდილოეთ აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

აფრიკა (ჩრდილოეთ აფრიკის გარდა)

აფრიკის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და დამკვირვებლები

დასავლეთი აფრიკა

ცენტრალური აფრიკა

აღმოსავლეთი აფრიკა და ინდოეთის ოკეანე

სქოლიო

  • 80 États et gouverneents fr. Organisation international de francofonie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
  • http://www.lequotidien.sn/index.php/societe/item/18272-francophonie-remise-des-pr%C3%A9-requis-techniques-et-mat%C3%A9riels-pour-le-xv%C3%A8me-sommet-abdoul-aziz-mbaye-vend-dakar დაარქივებული 2013-08-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links.
  • http://www.francophonie.org/Madagascar-organisera-le-XVIe.html დაარქივებული 2016-11-19 საიტზე Wayback Machine. .
  • Michaëlle Jean à la tête de la Francophonie (30 novembre 2014).
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი