მელ გიბსონი

მელ გიბსონი (ინგლ. Mel Gibson; 3 იანვარი, 1956) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მელ გიბსონი შვიდი შვილის მამაა.

მელ გიბსონი
დაბადების სახელი მელ კოლმ-კაილ ჯერარდ გიბსონი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1956 (1956-01-03) (68 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
აქტიური 1976-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო რეჟისორი

1995 — მამაცი გული
ოქროს გლობუსი

საუკეთესო რეჟისორი

1995 — მამაცი გული

ბიოგრაფია

მელ გიბსონი დაიბადა ირლანდიელი კათოლიკების ოჯახში. 1968 წელს გიბსონების ოჯახი, რომელშიც მელის გარდა, კიდევ 10 ბავშვი იყო, ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად და მელ გიბსონმაც ბავშვობა იქ, ფერმაში გაატარა. გიბსონს ბავშვობიდან წარმოდგენებს დგამდა და-ძმების წინაშე. მისმა დამ, წაიკითხა რა სიდნეის თეატრალური სტუდიის განცხადება 18–20 წლის ტალანტების ძიების შესახებ, გაგზავნა მელ გიბოსნის ფოტო. გიბსონი მიიღეს სტუდიაში, თუმცა სიდნეიში გადასული გიბსონი ბევრ დროს ატარებდა ღამის ბარებში.

სტუდენტობის დროს მიიღო მონაწილეობა თავის პირველ ფილმში „ცხელი ზაფხული“. 1979 წელს გიბსონი ავსტრალიური კინოჯილდო „სემით“ დააჯილდოეს დრამაში „ტიმი“ შესრულებული როლისთვის. მორიგი „სემი“ მან მიიღო პიტერ უირის ფილმში „გალიპოლი“ შესრულებული როლისთვის 1981 წელს. გიბსონის ჰოლივუდური დებიუტი შედგა ფილმში „ბაუნტი“ (1984), სადაც მისი ფილმის პარტნიორი ენტონი ჰოპკინზი იყო. ჰოლივუდში რამდენიმე ფილმში გადაღების შემდეგ, გიბსონი დაბრუნდა თავის მეორე სამშობლოში. კინოკარიერაში ორწლიანი შესვენების შემდეგ გიბსონი დაბრუნდა ფილმით სასიკვდილო იარაღი (1987). საქვეყნო აღიარება მოიპოვა 1991 წელს „გზის მებრძოლში“ მონაწილეობის შემდეგ.

1990–ნი წლების დასაწყისში გიბსონმა დააფუძნა საკუთარი კინოკომპანია ICON Production და გადაწყვიტა საკუთარი თავი რეჟისორის როლში ეცადა. 1993 წელს მან გადაიღო ფილმი „ადამიანი სახის გარეშე“. 1995 წელს მან გადაიღო ეპიური ისტორიული დრამა მამაცი გული. ფილმი არა მარტო მაყურებლებს მოეწონათ, არამედ კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც მიიღო, რომლებმაც სურათი რამდენიმე ოსკარით დააჯილდოვეს და წლის საუკეთესო სურათად აღიარეს.

ფილმოგრაფია

მსახიობი

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1987 სასიკვდილო იარაღი Lethal Weaponმარტინ რიგსი
1989 სასიკვდილო იარაღი 2 Lethal Weapon 2 მარტინ რიგსი
1992 სასიკვდილო იარაღი 3 Lethal Weapon 3 მარტინ რიგსი
1993 ადამიანი სახის გარეშე The Man Without a Face ჯასტინ მაკლაუდი
1994 მევერიკი Maverick ბრეტ მევერიკი
1995 მამაცი გული Braveheart უილიამ უოლესი
1998 სასიკვდილო იარაღი 4 Lethal Weapon 4მარტინ რიგსი
2000 პატრიოტი The Patriot ბენ მარტინი
2002 ნიშნები Signs გრეჰემ ჰესი
2011 თახვი The Beaver უოლტერ ბლეკი
2013 მაჩეტე კლავს Machete Killsლუთერ ვოზი
2014 შეუჩერებელნი 3 The Expendables 3კონრად სტოუნბენკსი

რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი