ნარნიის ქრონიკები

ნარნიის ქრონიკები (ინგლ. The Chronicles of Narnia) — მწერალ კლაივ ლუისის რომანების სერია, გამოცემული 1950-1956 წლებში.

ნარნიის ქრონიკები
The Chronicles of Narnia

HarperCollins-ის მიერ გამოცემული კომპლექტი
წიგნები
ავტორი კლაივ ლუისი
ილუსტრატორი პოლინ ბეინსი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი HarperTrophy
პირველი გამოცემა 1950
მედია რბილი და მაგარი ყდები

წიგნების ეს სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში აქა-იქ გვხვდება მითითებები ბიბლიურ მოტივებზეც. ამასთან, წიგნებში აღწერილია არსებები, რომლებიც უფრო ტრადიციულ ბრიტანულ, ირლანდიურ ზღაპრებსა და ბერძნულ/რომაულ მითოლოგიებში გვხვდება.

სერია დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2006 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 100.000.000 ასლი, 41 სხვადასხვა ენაზე. არსებობს პირველი სამი წიგნის ეკრანიზაციაც.

წიგნების ილუსტრატორი იყო პოლინ ბეინსი.

წიგნები

თანმიმდევრობა

მიუხედავად წიგნების გამოცემის ქრონოლოგიისა, არსებობს მათში მოთხრობილი მოვლენების ქრონოლოგიაც.

გამოცემის თარიღიქრონოლოგია
ლომი, კუდიანი და გარდერობიჯადოქრის დისწული
უფლისწული კასპიანილომი, კუდიანი და გარდერობი
განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობაცხენი და მისი ბიჭუნა
ვერცხლის სავარძელიუფლისწული კასპიანი
ცხენი და მისი ბიჭუნაგანთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა
ჯადოქრის დისწულივერცხლის სავარძელი
უკანასკნელი ბრძოლაუკანასკნელი ბრძოლა

ლიტერატურა

  • Bruner, Kurt & Ware, Jim Finding God in the Land of Narnia, Tyndale House Publishers, 2005
  • Bustard, Ned The Chronicles of Narnia Comprehension Guide, Veritas Press, 2004
  • Duriez, Colin A Field Guide to Narnia. InterVarsity Press, 2004
  • Downing, David Into the Wardrobe: C. S. Lewis and the Narnia Chronicles, Jossey-Bass, 2005

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი