ოპიუმის პირველი ომი

ოპიუმის პირველი ომი

ორთქლის ძრავიანი ინგლისური ფრეგატა ანადგურებს ჩინურ საბრძოლო ჯანკს.
თარიღი 18 მარტი, 183929 აგვისტო, 1842
მდებარეობა ჩინეთი
შედეგი დიდი ბრიტანეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ჰონგ-კონგი
მხარეები
დიდი ბრიტანეთი ცინის იმპერია
მეთაურები
ჯორჯ ელიოტი,
ჰენრი პოტინგერი,
ჰიუ გოფი,
ჯეიმზ ბრემერი
დაოგუანი,
ციშანი,
ლინ ცზე-სიუი,
იშანი
ძალები
19 00090 000
დანაკარგები
52322 790
ოპიუმის პირველი ომი ვიკისაწყობში

ოპიუმის პირველი ომიდიდი ბრიტანეთის ომი ცინის დინასტიის წინააღმდეგ. ბრიტანული ჯარების მიზანი იყო ინგლისის სავაჭრო ინტერესების დაცვა ჩინეთში და ვაჭრობის გაფართოება, კერძოდ სურდა ოპიუმის დიდი რაოდენობით გაყიდვა, რომლის გაყიდვაც ჩინის იმპერიაში აკრძალული იყო. აქედან მომდინარეობს ომის სახელწოდებაც.1839 წლის დასასრულიდან დაიწყო სამხედრო შეტაკებები ინგლისისა და ჩინეთის გემებს შორის. იმავე წელს ჩინეთის მთავრობის კომისარმა ლინ ძეს-იუმ გაანადგურა ოპიუმის მარაგები, რომლითაც კონტრაბანდულად ვაჭრობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები. ამის გამო 1840 წლის ივნისში დიდმა ბრიტანეთმა მოაწყო თავდასხმა გუანჯოუს რაიონში. 1842 წლის შუა ხანებში ინგლისებელმა დაიკავეს ჰონგ-კონგი, დინხაი, ნინბო, სიამინი, შანხაი, ჯენძიანი და აგვისტოში მიუახლოვნდნენ ნანკინს. ჩინეთის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1842 წლის 29 აგვისტოს ხელი მოაწერეს ნანკინის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შედეგად დიდ ბრიტანეთს გადაეცა ჰონგ-კონგი, ჩინეთს დაეკისრა უდიდესი კონტრიბუცია, დაახლოებით 21 მლნ დოლარი. ჩინეთის რამდენიმე პორტი (გუანჯოუ, სიამინი, ფუჯოუ, ნინბო, შანხაი) გაიხსნა სავაჭროდ ევროპელებისათვის.

ოპიუმის პირველი ომი ცინის დინასტიის დაცემის დასაწყისი გახდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი