ორანი

ორანი (არაბული: وهران,) — ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში, ეს დასახლება წარმოადგენს ალჟირშის მეორე უდიდეს ქალაქს.

ქალაქი
ორანი
وهران
გერბი

ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
პროვინცია ორანი
კოორდინატები 35°41′49″ ჩ. გ. 0°37′59″ ა. გ. / 35.69694° ჩ. გ. 0.63306° ა. გ. / 35.69694; 0.63306
ფართობი 56,87 კმ²
ცენტრის სიმაღლე 101 მეტრი
მოსახლეობა 1,283,250 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 041
საფოსტო ინდექსი 31000
ოფიციალური საიტი https://www.oran-dz.com/
ორანი — ალჟირი
ორანი

ფრანგული მმარეთველობის დროს ორანი იყო პრეფექტურა, ორანის დეპარტამენტში. ამჟამად ეს დასახლება წარმოადგენს ორანის პროვინციის (ვილაიეთი) ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ დაახლოებით ცხოვრობს 1,283,250 კაცი (2006), ხოლო რაც შეეხება ქალაქის აგლომერაციას, აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს და მას დედაქალაქ ალჟირის შემდეგ ქვეყანაში მეორე ადგილი უკავია.[1] ორანი არის საპორტო ქალაქი, 1960 წლის შემდეგ ეს ქალაქი დასავლეთ ალჟირის უმნიშვნელოვანესი კომერციული, ინდუსტრიული და საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ორანიდან 432 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ალჟირი.

გეოგრაფია

კლიმატი

ორანი მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. საშუალო წლიური ტემპერატურა 17,7 გრადუს აღწევს, წლიური ნალექების რაოდენობა კი 388 მილიმეტრია.

ყველაზე თბილი თვეები არის ივლისი და აგვისტო, რომლის საშუალო ტეპმპერატურა 24.2 - 24.8 გრადუს აღწევს, ზამთრის ყველაზე ცივი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, საშუალო ტემპერატურა 11.7 - 12.4 °C.

ქალაქში ყველაზე მეტი ნალექი ოქტომბერსა და აპრილში მოდის.

ისტორია

ორანი დაარსდა 903 წელს, მას დაარსებიდანვე სავაჭრო მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრებოდა. 1509 წელს ეს ადგილები შევიდა ესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ესპანთა მმართველობა აქ 1708 წლამდე გაგრძელდა, ამ წელს ოსმალებმა შეძლეს ჩრდილოეთი ალჟირის დაპყრობა. ესპანეთმა 1732 წელს მოახერხა, ამ ქალაქის უკან დაბრუნება. თუმცა უკვე ორანის სავაჭრო ფუნქციები დაკარგული ჰქონდა, სწორედ ამიტომ 1792 წელს, ესპანეთის მეფე კარლოს IV-მ ეს ქალაქი ოსმალებს მიჰყიდა. ოსმალთა მმართველობა აქ 1831 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდიდან ქალაქში იწყება ფრანგული პერიოდი.

საფრანგეთის მმართველობის დროს, ორანი გახდა ამავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე, ბრიტანულმა ფლოტმა მოახდინა გერმანიის მხარეს მყოფი ვიშის საფრანგეთის გემების ჩაძირვა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განხორციელდა.

ორანს მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრა ალჟირის დამოუკიდებლობის ომში.

ორანი დღეს

დღეს ორანში არის, ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური. ამ ქალაქს ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესი დანიშნულება აქვს, აქ მდებარეობს ალჟირის სიდიდით მეორე უნივერსიტეტი[2].

დაძმობილებული ქალაქები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი