ორდუ

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორდუ (მრავალმნიშვნელოვანი).

ორდუ (თურქ. Ordu, ბერძ. Κοτύωρα) — საპორტო ქალაქი თურქეთში 145.455 მაცხოვრებლით. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი გაშენებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, პატარა ყურის ნაპირზე.

ქალაქი
ორდუ
Ordu

ხედი ორდუზე ბოზთეფედან
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ორდუ (პროვინცია)
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 37°53′00″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 37.88333° ა. გ. / 40.98333; 37.88333
მერი სეიიტ თორუნი (სრპ)
ადრეული სახელები კოტიორა
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 145 455 კაცი (2011)
ეროვნული შემადგენლობა თურქები
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +90 452
საფოსტო ინდექსი 52100-52200
საავტომობილო კოდი 52
ოფიციალური საიტი ordu.bel.tr
ორდუ — თურქეთი
ორდუ

ისტორია

ორდუ ოსმალეთის ერაში

ძვ. წ. VIII საუკუნეში სხვა შავი ზღვისპირა კოლონიების მსგავსად მილეტიელების მიერ დაარსებულ იქნა კოლონია კოტიორა. ეს მიდამო თავდაპირველად ჯერ დანიშმენდების, შემდეგ 1214 და 1228 წლებში თურქ-სელჩუკებისა და 1346 წელს ჰაჯიემიროღულარის სამთავროს კონტროლის ქვეშ გადავიდა. შემდომში ამ ტერიტორიას ოსმალეთის ვასალი ტრაპიზონის იმპერია ფლობდა[1].

თანამედროვე ქალაქი ოსმალებმა დააარსეს, ესქიფაზართან (თურქ. Eskipazar) ახლოს, როგორც სამხედრო სადარაჯო ბაირამლი (თურქ. Bayramlı), თანამედროვე ორდუდან 5 კილომეტრით დასავლეთით. 1869 წელს ქალაქის სახელი ორდუთი შეიცვალა და გაერთიანდა რაიონებთან: ბოლამანი, ფერშემბე, ულუბეი, ჰანსამანა (გოლქოი), აიბასტი. 1920 წლის 17 აპრილს შეიქმნა ორდუს პროვინცია[2].

ეტიმოლოგია

„ორდუ“ (თურქ. Ordu) თურქულად „არმიას“ ნიშნავს, თუმცა ამ სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვა მრავალი მოსაზრებაა.

მოსახლეობა

1800 წლამდე ორდუ იყო პატარა ქალაქი, უმეტესწილად პონტიელი ბერძნებით დასახლებული. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ აქ თურქებმაც დაიწყეს დასახლება — დევნილებმა კავკასიიდან და საქართველოდან.

1912 წელს ქალაქსა და რაიონში ცხოვრობდა: 92 191 — მუსლიმი და 19 390 — ბერძენი[3].

1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. ამჟამად ქალაქი დასახლებულია ეთნიკური თურქებით, კავკასიიდან გადმოსახლებულებით (მუჰაჯირები), ქართველი მუსლიმებით (ჩვენებურები) და დარჩენილი ეთნიკური ბერძნების შთამომავლების მცირე რაოდენობით.

სპორტი

ორდუ საფეხბურთო კლუბ „ორდუსპორის“ მშობლიური ქალაქია. „ორდუსპორი“ ბაზირებულია შუაგულ ქალაქში „19 სექტემბრის“ სტადიონზე.

დაძმობილებული ქალაქები

ქალაქიქვეყანაწელი
1ბათუმი[4] საქართველო2010
2მარმარისი თურქეთი2011
3ბაქო[5] აზერბაიჯანი2011

კლიმატი

საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები ორდუში
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
მაქსიმალური ტემპერატურა (°C)10,910,712,015,219,124,127,027,724,520,316,212,9Ø18,4
მინიმალური ტემპერატურა (°C)3,83,65,08,212,216,419,419,916,612,88,55,7Ø11
ნალექები (მმ)100,285,277,976,055,776,061,860,683,9137,8130,3101,2Σ1 046,6
მზიანი საათები (/)2,43,03,24,15,47,16,26,15,24,13,32,3Ø4,4
წვიმიანი დღეები ()14,513,915,415,113,111,310,09,612,014,513,614,6Σ157,6










10,9
3,8
10,7
3,6
12,0
5,0
15,2
8,2
19,1
12,2
24,1
16,4
27,0
19,4
27,7
19,9
24,5
16,6
20,3
12,8
16,2
8,5
12,9
5,7
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ







100,2
85,2
77,9
76,0
55,7
76,0
61,8
60,6
83,9
137,8
130,3
101,2
 იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
წყარო: Devlet Meteoroloji İşleri Genel Müdürlüğü[6] მარტი 2011

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი